სევილია გასაოცარი ისტორიით და მშვენიერი არქიტექტურით სახელგანთქმული ქალაქია, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ. მაგრამ, როგორც კი ამ მეტროპოლისს სრულად გამოიკვლევთ, ახლოს მდებარე ლოკაციებითაც შეგიძლიათ დატკბეთ. ჩვენ ესპანეთის ამ ქალაქიდან საუკეთესო ერთდღიან ტურებს გირჩევთ:

1. კორდობა

მოგზაურობის დრო: 45 წთ მატარებლით

კორდობას აუცილებლად მოსანახულებელი ღირსშესანიშნაობაა მეზკიტა, მავრიტანული მეჩეთი თაღებით, რომლებიც პალმის ხეებს წააგავს. ქალაქი ცნობილია მისი ხეივნების და ფერადი მცენარეებით მორთული ეზობის გამოც. საკვების მოყვარულთათვის კი აქ მდებარეობს მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორანიც.

როგორ მოვხვდეთ სევილიიდან: ჩქაროსნული და ჩვეულებრივი, რეგიონალური მატარებლები სანტა ჯუსტას სადგურიდან გადიან.

2. კადიზი

მოგზაურობის დრო: 1 სთ 20 წთ მატარებლით

ანდალუსიას ეს მშვენიერი დედაქალაქი, ცნობილია მისი ადგილობრივი კულტურით, სატირული სიმღერებით და წლიური კარნავალით თებერვალში. მისი ციხესიმაგრე კასტილო დე სანტა კატალინა ბონდის ფილმიდან გაგახსენდებათ, სადაც კადიზი იგივე ჰავანაა. ქალაქის ძველი ცენტრი ულამაზესი ქუჩებით, მოედნებით, სათევზაო რესტორნებით სასიამოვნო გამოცდილებას შეგძენთ.

როგორ მოვხვდეთ სევილიიდან: გაყევით მატარებელს სანტა ჯუსტას სადგურიდან.

3. რონდა და თეთრი ქალაქი

მოგზაურობის დრო: 2 სთ 20 წთ ავტობუსით

ეს თეთრი ქალაქი სასიამოვნოა გამოსაკვლევად თავისი თეთრი სახლებით, სასახლეებით და ტაძრებით. მისი დრამატული ისტორიის და ლანდშაფტის გამო ის პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა. გადმოხედეთ კლიდიდან ამ მისტიკურ ძველ ქალაქს.

როგორ მოვხვდეთ სევილიიდან: გაყევით ავტობუსს პრადო დე სან სებასტიანიდან.

4. ჯერეზ დე ლა ფრონტერა

მოგზაურობის დრო: 1 სთ მატარებლით

შერი ღვინოს მხოლოდ სამ ქალაქში აწარმოებენ. მათ შორის მთავარია ჯერეზი. ტურის განმავლობაში შეისწავლით ამ ღვინის დამზადების უცნაურ ტექნიკას, რომელშიც დიდ როლს ნიადაგი და კლიმატი ასრულებს.

როგორ მოვხვდეთ სევილიიდან: მატარებელი სანტა ჯუსტას სადგურიდან გადის.

5. არაკენა

მოგზაურობის დრო: 1 სთ 30 წთ ავტობუსით

ეს პატარა ქალაქი შუასუაკუნოვანი ტაძრით და ციხესიმაგრით თავისი საფეხმავლო ბილიკებით, სოფლებით და ლანდშაფტით მშვიდი მიმართულებაა სასეირნოდ და ისტორიულ ნაგებობებში ჩასაკარგად.

როგორ მოვხვდეთ სევილიიდან: გაყევით ავტობუსს პლაზა დე არმასიდან.

6. გრანადა

მოგზაურობის დრო: 2 სთ 30 წთ მატარებლით

გრანადას კონტრასტული უბნები ენერგიული ქუჩებით და მთაზე მშვიდი ვილებით, დიდხნიანი შთაბეჭდილების ქვეშ მოგქცევთ. ერთ-ერთი შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობაა ალჰამბრა, სასახლის კომპლექსი რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს.

როგორ მოვხვდეთ სევილიიდან: სწრაფი მატარებელი სანტა ჯუსტადან გადის. შეგიძლიათ გაყვეთ გიდის ტურებს.