იაპონიის გამოკვლევა სავსეა დაუსრულებელი სიურპრიზებით, განსაკუთრებით თუ ტოკიოს მიღმაც აპირებთ ქვეყნის დათვალიერებას. იაპონელი ექსპერტები გვთავაზობენ ადგილებს, მდიდარს კულტურით, ბუნების სილამაზით და უნიკალური გამოცდილებით, რათა ტრადიციულ ტურისტულ გზას გადაუხვიოთ. რას გვირჩევენ ისინი, ვინც ამ ქვეყანას საუკეთესოდ იცნობს?

მოივა, ჰოკაიდო

მოივას მთა პატარა და მშვიდი ლოკაციაა, პოპულარული იაპონელ ადგილობრივებში და ბუნების მოყვარულებში. მზის ამოსვლა აქ განსაკუთრებით მაგიურია. დაიწყეთ დილა მთის წყლით, რომელსაც საჯარო წყლის სადგურებზე ნახავთ. ეწვიეთ ნისეკოს (Niseko Kanrosui), მინერალებით მდიდარ ბუნებრივ წყაროს.

ტოკამაში, ნიიგატა

ტოკიოდან 2 საათიანი მატარებლის გზით ნიიგატაში მოხვდებით, იაპონური ლანდშაფტის თვალსაჩინო რეგიონში. აქ ნახავთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, არტ ინსტალაციებს მთებში და საოცარ ტყეებს. გირჩევთ დააგემოვნოთ ადგილობრივი ბრინჯი, ნუდლსი და ლუდი. შეიძინეთ იაპონური ტრადიციული სუვენირებიც.

კაგურაზაკა, ტოკიო

მიუხედავად იმისა, რომ კაგურაზაკა ტოკიოს ტოპ სანახაობა არაა, ეს არეალი სავსეა ისტორიული და მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებით, ამასთან ტურისტების სიმრავლეც არ შეგაწუხებთ. ერთ დროს ცოცხალი გეიშას გამზირი დღეს ელეგანტური უბანია ფრანგული გავლენით, მისი საცხობებით, ღვინით და ყველის მაღაზიებით. აქ მოიწყობთ შოპინგს, საღამოს სეირნობას და ივახშმებთ. მთავარ ქუჩაზე მდებარეოს საყდრები და ფესტივალების დროს უშვებენ ფრანებს.

ჯოგაშიმა, კანაგავა

აქ ხშირად მოდიან ისინი, ვისაც ტოკიოდან ერთი დღით სადმე გასვლა უნდა. გაისეირნეთ სანაპირო ზოლზე და დატკბით წყნარი ოკეანის სუნთქვაშემკვრელი ხედებით. აქ ნახავთ ბუნებრივ ქვის ფორმაციებს და ხედებს მთა ფუჯიზე. კუნძული ძალიან მშვიდი და სარელაქსაციოა.

ტაკასაკი, განმა

ტოკიოდან მატარებლით ერთი საათის გზაზე ეს მეგობრული ქალაქი მდებარეობს უნიკალური კულტურით და ისტორიით. აქ ნამდვილ იაპონურ გამოცდილებას მიიღებთ. ეწვიეთ დარუმას საყდარს, დალაშქრეთ არეალი, იარეთ მთის მატარებლებით. აქ ტრადიციული იაპონური და იტალიური რესტორნებია, ასევე, ღია თერმული აბანოები.