კრეტა პატარა კუნძულია ბუნების საოცარი სილამაზით. შთამბეჭდავი სანაპიროების, დრამატული ლანდშაფტების და საინტერესო სალაშქრო ბილიკების მიღმა, აქ ანტიკური ისტორიით და გემრიელი საკვებითაც დიდ სიამოვნებას მიიღებთ. ჩვენ აქ საუკეთესო ერთ კვირიან და 10 დღიან სამოგზაურო მარშრუტებს დაგიგეგმავთ.
1. დასავლეთ კრეტა: 7 დღე
დისტანცია: 350კმ
ეს მარშრუტი დაგათვალიერებინებთ სოფლებს მთაში, საუკეთესო სანაპიროებს და ულამაზეს ქალაქებს: რეტიმნოს და ჰანიას.
ჰანია: 2 დღე
ჰანიაში პასტელური შეფერილობის ლამაზი ძველი ქალაქის ხედებით დატკბებით. ეწვიეთ საზღვაო და არქეოლოგიურ მუზეუმებს. გაისეირნეთ ვენეციური უბნის ქუჩებში და დააგემოვნეთ ადგილობრივი საკვები.

შემდეგი გაჩერება
პალეორა: 1 დღე
მოინახულეთ ორი მთავარი სანაპირო პალეორაზე. დაიწყეთ დღე მოვარდისფრო-თეთრ ქვიშიანი ელაფონისის სანაპიროთი. გაჩერდით პატარა ძველ სოფლებში, როგორებიცაა: ელოსი და კეფალი.

შემდეგი გაჩერება
აგია როუმელი: 1 დღე
ეს პატარა საპორტო ქალაქი უმშვენიერესი სამარიას ხეობით გამოირჩევა.

შემდეგი გაჩერება
ამარის ველი: დღე
ამარის ველი ტრადიციულ სოფლებს და ზეთისხილის ხეებს აერთიანებს. აგია პანაგიას ეკლესიაში მე-14 საუკუნის ფრესკები და მე-4 საუკუნის მოზაიკებია. გაისეირნეთ ყვავილებით მორთულ მთავარ მოედანზე და იხილეთ ვენეციური ნაგებობები.
შემდეგი გაჩერება
მონი არკადიოუ: 1 დღე
მთებით გარშემორტყმული მონი არკადიოუ ადგილობრივებისთვის განსაკუთრებით საკრალური მონასტერია. დაათვალიერეთ კომპლექსი მთლიანად.

შემდეგი გაჩერება
რეტიმნო: 1 დღე
რეტიმნო ერთ-ერთი ტოპ ქალაქია კრეტაზე. მოინახულეთ მისი ვენეციურ-ოტომანური უბანი და პორტი. ადით ფორტეზაზე, ციხესიმაგრეზე, რომელიც ძველ ქალაქს გადმოჰყურებს.

2. აღმოსავლეთ კრეტა: 6 დღე
დისტანცია 360 კმ
დაიწყეთ კრეტას მთავარი ქალაქიდან, ირაკლიოდან, მოინახულეთ ანტიკური კრონოსი, მთები, ველები, კუნძულები და სანაპიროები. დააგემოვნეთ ადგილობრივი ღვინო.
ირაკლიო: 1 დღე
ირაკლიოში ჰერაკლიონის არქეოლოგური მუზეუმი ანტიკურ კულტურას გვაცნობს. ქალაქის სამხრეთით კრონოსის სასახლე მდებარეობს, კრეტას მთავარი ღირსშესანიშნაობა.

შედეგი გაჩერება
ირაკლიოს მარნები: 1 დღე
აქ (Iraklio Wine Country) 200-ზე მეტი მარანი და მევენახეობა მდებარეობს. შეჩერდით სოფლებში ღვინის დასაგემოვნებლად.

შემდეგი გაჩერება
ფაესტოსი: 1 დღე
ფაესტოსის გარშემო 3 განსაკუთრებული ანტიკური ნანგრევებია. აქ მოინახულებთ სასახლეს, აგია ტრიადას, სოფელს რომელიც ჩვ.წ-მდე თარიღდება და გორტინას, უძველეს რომაულ დედაქალაქს.

შემდეგი გაჩერება
კრითსა: 1 დღე
კრითსა ძველი მომხიბვლელი სამთო სოფელია აღმოსავლეთ კრეტაზე. აქ ვიწრო, მანქანებისგან თავისუფალი გზებია. დასხედით კაფეებში, ივაჭრეთ ადგილობრივ მაღაზიებში და მოინახულეთ დორიანის ანტიკური ნანგრევები.

შემდეგი გაჩერება
სპინალონგას კუნძული: 1 დღე
სპინალონგას კუნძულზე ვენეციელების მიერ აშენებულ ციხესიმაგრეს მეკობრეებისგან თავდაცვის ფუნქცია ჰქონდა. მთლიანი კომპლექსი იუნესკოს მიერ აღიარებული ძეგლია.

შემდეგი გაჩერება
ვაის სანაპირო: 1 დღე
გაატარეთ დრო ევროპის უდიდეს პალმის ტყეში, ვაის სანაპიროზე. ბოტანიკოსების ცნობით, ეს ხეები უნიკალურ ჯიშებს წარმოადგენენ. ბილიკებით მოხვდებით კლდეებსა და გამოქვაბულებთან.

3. კრეტის მთავარი სანახაობები: 6 დღე
დისტანცია: 445 კმ
ეს გზა მოიცავს მთას, ზღვას და კუნძულის საუკეთესო ისტორიულ საგანძურებს. ჩაიძირეთ ვენეციურ არქიტექტურაში, დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები და იხილეთ მთისა და სანაპიროების შერწყმა.

ირაკლიო: 1 დღე
ირაკლიო კრეტას უდიდესი ქალაქია საუცხოო მუზეუმებით. აქ შეიგრძნობთ კრეტის ავთენტურ ცხოვრებას, იხილავთ კნოსოსის სასახლის ნანგრევებს, საიდანაც 4000 წლის წინ მართავდნენ ქვეყანას.
შემდეგი გაჩერება
მატალა: 1 დღე
მატალაში ვიზიტი აერთიანებს რომაული კრეტის ყოფილი დედაქალაქის და კრეტის კულტურის მუზეუმის მონახულებას. დაასრულეთ დღე სანაპიროზე, მატალას კლდეებქვეშ.

შემდეგი გაჩერება
რეტიმნო: 1 დღე
აქ ტრადიციულ კრეტულ ტავერნებს შეხვდებით. გაისეირნეთ მშვიდ სოფელში და ამარის ველზე. რეტიმნოში თურქული და ვენეციური არქიტექტურის მქონე შენობები იყრიან თავს.

შემდეგი გაჩერება
პალეორა: 1 დღე
წადით დასავლეთით საპორტო ქალაქ ჰორა სკაფიონში და ადით ბორანზე. ჩამოხტით და დაისვენეთ პალეორას სარელაქსაციო სანაპიროებზე.
შემდეგი გაჩერება
ფალასარნა: 1 დღე
გაყევით სანაპირო გზას და რამდენიმე სოფლის შემდეგ, მზის ჩასვლას უკვე ფალასარნაში იხილავთ.

შემდეგი გაჩერება
ჰანია: 1 დღე
დაასრულეთ მოგზაურობა ცოცხალ თანამედროვე ქალაქ ჰანიაში. ეს კრეტის ყველაზე ევოლუციური ქალაქია, რომელიც უგემრიელეს სამზარეულოს და გასართობ ღამის ცხოვრებას გვთავაზობს.

4. კრეტის საუკეთესო სანაპიროები: 10 დღე
დისტანცია: 245 კმ
ამ სამოგზაურო გეგმით კრეტის სანაპიროებს მოივლით. სამოძრაოდ დაგჭირდებათ ბორნების გამოყენება.
პალეორა: 1 დღე
პალეორა ვიწრო ნახევარკუნძულია ორი სანაპიროთი. მშვიდი წყლები მშვენიერი არჩევანია ოჯახური დასვენებისთვისაც. საინტერესო ბილიკებით ახლომდებარე სანაპიროებსაც მოინახულებთ.
შემდეგი გაჩერება
სუგია: 2 დღე
სუგია ნაკლებად განვითარებული სანაპირო ქალაქია. აქ რელაქსაციას ნამდვილად მოახერხებთ. გრძელი და თითქმის ცარიელი სანაპიროს გარდა, დალაშქრავთ გამოქვაბულებს და აგია ირინის ხეობას.

შემდეგი გაჩერება
აგია რუმელი: 1 დღე
სუგიადან მთებით სამარიას ხეობაში გადასვლას შეძლებთ. 18 კმ-იანი გზა აგია რუმელიში მთავრდება. აქ მანქანები არ მოძრაობენ. შეგიძლიათ გადახვიდეთ ბორნითაც.
შემდეგი გაჩერება
გავდოს კუნძული: 3 დღე
აქ დატვირთულ აგვისტოშიც კი შეძლებთ იზოლაციას. გავდოზე ცურვის, სიარულის და დასვენების გარდა ვერაფერს გააკეთებთ.

შემდეგი გაჩერება
პლაკიასი: 2 დღე
პლაკიასი მორიგი სანაპირო ქალაქია, რომელიც წყლის სპორტით დაკავების საშუალებას გვაძლევს. რეგიონი სავსეა იდილიური სანაპიროებით.

შემდეგი გაჩერება
მატალა: 1 დღე
ზაფხულის საღამოები მატალაში საკმაოდ მშვიდია და მზის ჩასვლის ყურებას განცალკევებითაც შეძლებთ.











