აფრიკაში შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ცოცხალი ქალაქები, როგორებიცაა: კეიპთაუნი, კაირო და მარაკეში, ხიილოთ ველური ცხოვრება საფარიში, დაისვენოთ ზანზიბარის სანაპიროებზე და აშ. აფრიკის კონტინენტი სავსეა ბუნების საოცრებებით, როგორებიცაა ვიქტორიას ჩანჩქერი, კილიმანჯაროს მთა და მისტიკური კუნძულები. დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა შენს მეგზურთან ერთად:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
აღმოაჩინეთ კეიპ თაუნი, სამხრეთ აფრიკა
კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიმართულებაა სამხრეთ აფრიკის ქალაქი კეიპ ტაუნი. აქ ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები ერთმანეთს ხვდებიან. ის კულტურულად მდიდარი და ვიზუალურად შთამბეჭდავი ქალაქია, რომელიც მარტივად შეგიყვარდებათ პირველივე ვიზიტისას.
ზანზიბარი, ტანზანია
ზანზიბარში ვიზიტი სხვა სამყაროში შებიჯებას ჰგავს. აქ დრო თითქოს გაყინულია და ერთადერთი ქალაქი ქვის ქალაქია, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი. ეს კუნძული ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და ტანზანიის ნაწილია.ზანზიბარის სანაპიროები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. Nungwi – აქ საუკეთესო სანაპიროა.
გიზას პირამიდები, ეგვიპტე
პირამიდები და დიდი სფინქსი ეგვიპტის საკულტო ღირსშესანიშნაობებია. გიზას პირამიდებთან ეგვიპტის დედაქალაქიდან, კაიროდან, ადვილად მოხვდებით.
ვიქტორიას ჩანჩქერები
ეწვიეთ ვიქტორიას ჩანჩქერებს წვიმიან სეზონზე, როცა წყლის დონე მაღალია და გაიგებთ თუ რამდენად შთამბეჭდავია ისინი. იუნესკოს ეს დაცული ტერიტორია ზიმბაბვესა და ზამბიის საზღვარზე მდებარეობს.
მარაქეში, მაროკო
ულამაზესი მარაქეში ჩრდილოეთ აფრიკის კულტურას გაგაცნობთ. აქ სამხრეთ ესპანეთიდან ბორნითაც მოხვდებით. მარაქეში მაროკოს დასავლეთში მდებარეობს და ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქია. გაატარეთ დღე მის მოედნებზე, სადაც სხვადასხვა ბაზრობებია მოწყობილი.
უყურეთ მზის ამოსვლას ან ჩასვლას ნამიბიაში
ნამიბიას აფრიკაში ვიზიტისას ხშირად ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ ეს ქვეყანა სავსეა თავგადასავლებით და ლანდშაფტით, რომელსაც სხვაგან ვერ აღმოაჩენთ. Sossusvlei კი მისი ულამაზესი უდაბნოა ქვიშის უზარმაზარი დიუნებით, რომელიც მზის ამოსვლის ან ჩასვლის მომენტში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
იპოვნეთ სიმშვიდე ზღვასთან და ტუნისის საჰარაში
ტუნისი აფრიკის ჩრდილოეთში მდებარე ქვეყანა. ეს მზიანი მიმართულება ევროპულ და არაბულ გავლენებს აერთიანებს. ის პოპულარულია იმ ევროპელ მოგზაურებში, რომლებიც ზამთარში მზეს ეძებენ. შეგიძლიათ ეწვიოთ საჰარას უდაბნოს.
კილიმანჯარო ტანზანიაში
კილიმანჯაროს მთა აფრიკის უდიდესი მწვერვალია და რეგიონის იშვიათ და ულამაზეს ფლორა-ფაუნას წარმოგვიდგენს. სხვა მწვერვალებისგან განსხვავებით, მის გადმოსახედზე ასვლას გამოცდილება ან სპეციალური აღჭურვილობა არ სჭირდება. აქ ასევე არაა ექსტრემალური ამინდის რისკი.
კრუგერის ეროვნული პარკი
სამხრეთ აფრიკის ეს საფარი ველური ცხოვრების მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. მის დასათვალიერებლად შეგიძლიათ შეუერთდეთ მანქანის ტურებს. ასევე, დარჩეთ აქ არსებულ კოტეჯებში.
ბაზარუტოს არქიპელაგი მოზამბიკში
მოიწყვეთ სანაპირო დასვენება ინდოეთის ოკეანის მოზამბიკურ სანაპიროზე, იქ სადაც აფრიკის ულამაზესი სანაპიროებია. ბაზარუტოს კუნძული როგორც ბიუჯეტურ, ასევე მდიდრულ დასარჩენებს გვთავაზობს თეთრი ქვიშების, ქოქოსის პალმების და ქვიშის დიუნების მიღმა, ეს კუნძლები ცნობილია როგორც დაივინგის მიმართულებაც.
მალავის ტბა
სამ ქვეყანას შორის მდებარე მალავი აფრიკის კონტინენტზე სიდიდით რიგით მესამე ტბაა. აღსანიშნავია, რომ ამ ტბაში მსოფლიოს ყველა ტბაში არსებულ თევზებზე მეტი სახეობა ბინადრობს. შეგიძლიათ იცურაოთ ამ თბილ და სუფთა წყალში.
ვატამუ/Watamu
ვატაბუ სანაპირო დასვენებისთვის იდეალური ქალაქია. აქ ინდოეთის ოკეანე მშვიდი და ფირუზისფერია თეთრი ქვიშით და გამოსაკვლევი წყალქვეშა სამყაროთი. სამხრეთ აფრიკის სხვა სანაპიროებისგან განსხვავებით, წყალი აქ მთელი წელი თბილია საცურაოდ.