მავრიტანული ხეივნებით, ხმელთაშუაზღვიური ხედებით, პირენეის ლანდშაფტებით და მალორკას მთებით ცნობილი ესპანეთი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სოფლებს აერთიანებს. ჩვენ 12 საუკეთესო ამოგირჩიეთ:

1. დეია, მალიორკა / Deià

მალიორკას მთებში მდებარე ეს ლამაზი სოფელი ინსტაგრამის ფოტოებზე ხშირადაა გამოსახული. ტერაკოტას სახურავებით, პალმის და კვიპაროსის ხეებით დამშვენებული დეია მშვენიერი ადგილია ზეთისხილის ხეების, ბაღების და ვენახების გასახარებლად. მოინახულეთ რობერტ გრეივის საოცნებო სახლი და ლუდვიგ სალვატორის ვილა.

2. ალბარაჩინი, არაგონი / Albarracín

ეს საუკეთესო სოფელია მავრიტანული ისტორიის გასაცნობად. ზღვის დონიდან 1182 მ.-ზე მდებარე ალბარაჩინი განსაკუთრებით რომანტიკულია მზის ჩასცლის დროს, როცა მზე კლდეებს ეფარება.

3. ლა ოროტავა, ტენერიფე / La Orotava, Tenerife

ტეიდეს მთის, ესპანეთის უმაღლესი მწვერვალის ქვეშ მდებარე ლა ოროტავა მე-16 საუკუნით თარიღდება და ლამაზი ქუჩებითა და ყვავილებით მორთული პლაზებით მოგხიბლავთ. აქ ატმოსფერო კანარიულია – კონტრასტი სანაპირო კურორტებთან მიმართებაში. ეს მშვენიერი ადგილია სოლო მოგზაურებისთვისაც. მიირთვით ტაპასი და ესპანური სასმელი ძველებურ ბარებში.

4. სანტილანა დელ მარი, კანტაბრია / Santillana del Mar

ეს სოფელი საუკეთესოა შუასაუკუნეების ქარიზმის შესაგრძნობად. სანტილანა სილამაზეა, რომელიც თითქოს რენესანსის შემდეგ კაფულაში შეინახეს. ქვაფენილიანი ქუჩები მე-15 საუკუნის და მე-18 საუკუნის სახლებს აერთიანებენ.

5. მალპარტიდა დე კასერესი, ექსტრემადურა / Malpartida de Cáceres

ესპანეთის სამხრეთ რეგიონში, პორტუგალიის საზღვართან დრო თითქოს შენელებულია და შუა საუკუნეებში ჩარჩა. მაისიდან სექტემბრამდე პლაზა მეიორი ათასობით ფერადი ქოლგითაა მორთული.

6. ვეიერ დე ლა ფრონტერა, ანდალუსია / Vejer de la Frontera

ანდალუსიის ეს უსაყვარლესი სოფელი მთაზე აშენებული თეთრი სახლებით, კუბისტი მხატვრის ნახატი გეგონებათ. კოსტა დე ლა ლუზის ქვიშიან ნაპირებზე ხეხილის ბაღები და ზეთისხილის ხეები იზრდებიან. მოინახულეთ მე-15 საუკუნის კედლები, ებრაული რაიონი, მავრიტანული სასახლე და პლაზა დე ესპანა.

7. მედინაჩელი, კასტილა ი ლეონი / Medinaceli

ეს სოფელი ცნობილია რომაული ნანგრევებით. ზღვის დონიდან 1204 მ-ზე მდებარე ეს მთიანი ქალაქი ერთ-ერთი ულამაზესია მთელ ესპანეთში. მოინახულეთ რომაული ტრიუმფალური თაღი, რომელიც საუცხოოდაა შემონახული. ეს სოფელი მადრიდიდან 2 საათის გზაზეა მატარებლით.

8. ფრილიანა, ანდალუსია / Frigiliana

როცა ზაფხულის მზე ანდალუსიურ ცაზე კაშკაშებს, ფრილიანას სითეთრე თვალისმომჭრელი ხდება. გადმოხედეთ სოფლის პანორამას, გაატარეთ სარელაქსაციო დღეები კოსტა დელ სოლზე. აქ ოქროს ქვიშები, გამოქვაბულები, კრისტალივით სუფთა წყალი და გამოქვაბულებია. ფრილიანაში მალაგადან 1 საათის გზაა.

9. აინსა, არაგონი / Aínsa

ეს საუკეთესო სოფელია პირენეებში სალაშქროდ. ისეირნეთ ქვაფენილიან ქუჩებსა და ხეივნებში. ზაფხულის სეზონზე აქ ბევრი ტურისტი სეირნობს ხედებით დასატკბობად.

10. ბეგური, კატალონია / Begur

კატალონიის კოსტა ბრავაში მდებარე ბეგური კიდევ ერთი სილამაზეა წყლის პირას. ეს საუკეთესო სოფელია თანამედროვე არქიტექტურით, თუ არ ჩავთვლით შუასაუკუნეების სასახლის ნანგრევებს, სადაც ნაპოლეონის არმიას ებრძოდნენ. ფილმი “Last Summer”, სადაც ელიზაბეტ ტეილორი თამაშობს, სწორედ ამ სასახლეშია გადაღებული.

11. ვალდემოსა, მალიორკა / Valldemossa

მთებში ჩაფლული ეს სოფელი მალიორკას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე მშვენებაა. მის კარტუზიულ მონასტერში ფრედერიკ შოპენს და ფრანგ ნოველისტ, ჟორჯ სანდს მთელი ზამთარი აქვს გატარებული. აქ მარტიდან ზაფხულამდე პიანინოს ფესტივალი ტარდება, სადაც შოპენის ნამუშევრებს მოისმენთ.

12. კალატანაზორი, კასტილა ი ლეონი / Calatañazor

ამ პატარა დასახლებაში მხოლოდ 50 კაცამდე ცხოვრობს. ის რომანტიკული ესპანური სოფლის ატმოსფეროს ქმნის. მის სიახლოვეს მდებარეობს რიო ლობოსის ეროვნული პარკი, სადაც კანიონებს იხილავთ.