პოლონეთი ბევრ საოცარ ღირსშესანიშნაობას გვთავაზობს. აქ 17 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი და სუნთქვაშემკვრელი ბუნების ადგილებია – მთები, ეროვნული პარკები, სანაპირო ზოლები, ქვიშის დიუნები… მისი შუასაუკუნოვანი არქიტექტურით და სოფლებით, რომლებიც თითქოს დროში გაიყინა, პოლონეთი ისტორიის და არქიტექტურის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. აქ ქალაქები სავსეა განსხვავებული ენერგიით, ხელოვნებით, კულტურით და აქტივობების მრავალფეროვნებით.
1. კრაკოვის ისტორიული ცენტრი
პოლონეთის ყოფილი დედაქალაქის, კრაკოვის ისტორიული ცენტრი იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში შედის. მე-13 საუკუნის ეს ვაჭრების ქალაქი ევროპის უდიდეს ბაზობას, კონტინენტის უძველეს უნივერსიტეტს და უმშვენიერეს ვეიველის ციხესიმაგრეს აერთიანებს. ადით მერიის შენობის კოშკურაზე და დატკბით ხედებით. შემდეგ გაისეირნეთ სამეფო გზაზე. მე-14 საუკუნეში ამ გზაზე პოლონელი მეფეები კორონაციის დროს გადიოდნენ.
2. ვიელიცკას მარილის მაღარო, ქ. ვიელიცკა
Wieliczka Salt Mine – მე-13 საუკუნის მორიგი მნიშვნელოვანი ადგილია პოლონეთში. ის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი მაღაროა, სადაც მარილის სკულპტურებს და ავეჯს ნახავთ. შეუერთდით ტურს მაღაროს დასათვალიერებლად. გაფრთხილებთ რომ ბევრი კიბის გავლა მოგიწევთ.
3. აუშვინც-ბირკენაუს მემორიალური მუზეუმი, ქ. ოსვიეციმი
Auschwitz-Birkenau Memorial and Museum – კრაკოვიდან 1 საათის გზაზე მდებარეობს და საშუალებას გვაძლევს წარსულში გადავინაცვლოთ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანი, ძირითადად ებრაელები სწორედ ამ ბანაკებში გადმოიყვანეს გერმანიის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამ ბანაკების შესასწავლად საუკეთესო გზა გიდის ტურია, თუმცა შეგიძლიათ ინდივიდუალურად დაათვალიეროთ უფასოდ.
4. ვარშავას ძველი ბაზრობის მოედანი, ქ. ვარშავა
ვარშავას უძველესი ნაწილი, ძველი ქალაქის ბაზრობის მოედანია, რომელიც მე-13 საუკუნით თარიღდება. ამ არეალის 85 % მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა და მას შემდეგ აღადგინეს. შუასაუკუნეების, გოთიკური და ფერადი რენესანსის შენობები და სავაჭრო სახლები ქალაქის ამ სწორედ ყველაზე პოპულარულ მოედანზეა თავმოყრილი. აქ ბევრი კაფე-რესტორანი და სუვენირის დახლია. ნახავთ ვარშავას ისტორიულ მუზეუმსაც.
5. ლაზიენსკის პარკი, ქ. ვარშავა
ეს ქალაქის ცენტრში მდებარე პარკი პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი ურბანული პარკია. აქ პატარა კუნძულით და მის გარშემო არსებული ბაღებით დატკბებით. დაათვალიერეთ პატარა ნაგებობები და სკულპტურები, მათ შორის, ფრედერიკ შოპენის. ყოველ კვირა დღეს, ძირითადად შუადღეს, აქ უფასო კლასიკური კონცერტები იმართება.
6. ვარშავას აღორძინების მუზეუმი
ეს მუზეუმი (Warsaw Uprising Museum) 1944 წლის ვარშავას აღორძინების პერიოდს ეხება, როდესაც პოლონური ძალები გერმანიის ოკუპაციას ებრძოდნენ. ამ მუზეუმში ისტორიას საუკეთესოდ გაეცნობით და საინტერესო არტეფაქტებს დაათვალიერებთ.
7. ვეიველის სამეფო სასახლე, ქ. კრაკოვი
Wawel Royal Castle – არქიტექტურულად ეკლექტური სასახლეა, კონსტრუქცია რენესანსის და ბაროკოს დეტალებით. ის კრაკოვის ისტორიული ცენტრის ნაწილია, იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლი. დატკბით კრაკოვზე და მდინარე ვისტულაზე ხედებით. ლეგენდის თანახმად, ერთ-ერთ კოშკში დრაკონი ცხოვრობდა.
8. წმ. მარიას ბაზილიკა, ქ. კრაკოვი
ეს გოთიკური შენობაც კრაკოვის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ყოველ ერთ საათში ბაზილიკის უმაღლესი კოშკის საათი რეკავს. ინტერიერში ნახავთ ულამაზეს ვიტრაჟულ ფანჯრებს.
9. კრაკოვის ეროვნული დარბაზი, ქ. კრაკოვი
Kraków Cloth Hall – შუა საუკუნეებით თარიღდება და ერთ დროს საერთაშორისო ვაჭრობის გული იყო პოლონეთში. მე-15 საუკუნეში აქ უცხოელი ვაჭრები ეგზოტიკურ სუნელებს, ტყავს და აბრეშუმსაც ყიდდნენ. დარბაზი მე-19 საუკუნეში განაახლეს და დღეს აქ ტურისტებს სუვენირებს და ხელოვნების ნიმუშების შეძენა შეუძლიათ. მეორე სართულზე მდებარეობს მუზეუმიც.
10. მალბორკის ციხესიმაგრე, ქ. მალბორკი
Malbork Castle – ევროპის ერთ-ერთი უდიდესი გოთიკური შენობაა და მას იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსიც მიანიჭეს. დღეს აქ მუზეუმი მდებარეობს, სადაც ნახავთ როგორ გამოიყურებოდა სამზარეულო, იარაღები, მეფეების საპირფარეშო, ბუხრები და სხვა ავეჯი შუა საუკუნეებში.
11. თათრას ეროვნული პარკი
Morskie Oko, Tatra National Park – თათრას ეროვნულ პარკში, მთებს შორის ულამაზესი ტბა მდებარეობს, რომელთან მისასვლელი გზაც მარტივ სალაშქრო ბილიკად ითვლება. ტბის ფერი წლის მანძილზე მუდმივად იცვლება.
12. სლოვინსკის ქვიშის დიუნები
Slowinski Sand Dunes – ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ჩრდილოეთ პოლონეთში და მას “მოძრავ დიუნებს” უწოდებენ. ქარი დიუნებს მთელი წლის მანძილზე უცვლის ფორმებს. აქ ნახავთ უმშვენიერეს სანაპიროს სუფთა, ცისფერი წყლით.