მარშრუტები

როგორ გავატაროთ იდეალური უიქენდი კრაკოვში

კრაკოვი კომპაქტურ სივრცეში საკმაოდ ბევრს იტევს. ორი დღე სავსებით საკმარისი იქნება, რომ მთავარი ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ. ჩვენ ამ ფანტასტიკურ ქალაქში 2 არაჩვეულებრივ დღეს დაგიგემავთ.

დღე 1

მთავარი ბაზრის მოედანი

ევროპის უდიდესი შუასაუკუნოვანი ბაზრის მოედანი (Market Square) პირველივე ნახვისას მოგხიბლავთ. შეაფასეთ მერიის ელეგანტური შენობა ქალაქის ცენტრში და ადით მის კოშკურაზე ზედხედისთვის. ჩამოჯექით წმ. მარიამის ბაზილიკასთან რათა გოთიკურ არქიტექტურაში ჩაიძიროთ.

ძველი ქალაქი

ბაზრის მოედნიდან გამომავალი ვიწრო, ლამაზი ქუჩებით კრაკოვის ძველ უბანს დაათვალიერებთ. აქვეა მაიუსის კოლეჯი (Collegium Maius), სადაც კოპერნიკი სწავლობდა და დღეს მნიშვნელოვანი მეცნიერული ინსტრუმენტები ინახება. მოედნის ჩრდილოეთით მე-19 საუკუნის კედლის ნანგრევებს (Defence Walls) და პარკს (Planty) მიადგებით.

დღე 2

ვეიველის მთა

კრაკოვი ამაყობს იმით, რომ მე-16 საუკუნის ბოლომდე პოლონეთის სამეფოს სატახტო ქალაქი იყო. სწორედ ამ მთაზე (Wawel Hill) მდგარ სამეფო სასახლეში (Wawel Royal Castle) ისხდნენ მეფეები. შიდა სივრცის და აპარტამენტების სანახავად შეიძინეთ ბილეთ, თუმცა ეზოში სეირნობა უფასოა. აქვე ნახავთ ვეიველის კათედრალსაც, სადაც პოლონელი მეფეები განისვენებენ.

კაზიმიერზი

Kazimierz – ვეიველის მთის სამხრეთით მდებარეობს. ის ერთ დროს ცალკე ქალაქი იყო, კრაკოვისგან გამოყოფილი, თუმცა დღეს ქალაქს სრულადაა შერწყმული. აქ ბევრი კათოლიკური ტაძარი, ძველი სინაგოგა და ებრაული მუზუეუმია.

პოდგორზი

Podgórze – არის ადგილი, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელებმა მალულად გეტო ააგეს, რათა ქალაქში მყოფი ებრაელები შეეპყროთ. სწორედ ისაა ასახული სტივენ სპილბერგის ფილმში “შინდლერის სია”. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ტურზე ოსკარ შინდლერის ქარხანაში, რომელიც დღეს გერმანული ოკუპაციის მუზეუმია. შეიძინეთ ბილეთები საიტზე.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

პოლონეთიპოლონეთი
პოლონეთი3 სექ 2025

ვარშავას 7 საუკეთესო მუზეუმი

პოლინი, შოპენის მუზეუმი, ნეონის მუზეუმი, აჯანყების მუზეუმი და ვედელის შოკოლადის ფაბრიკა: ვარშავის 7 საუკეთესო მუზეუმი.

ავსტრიაავსტრია
ავსტრია5 მაი 2025

ევროპის 8 ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკა, რომელსაც შეგიძლიათ ეწვიოთ

სტოკჰოლმიდან ვენეციამდე და ადმონტის მონასტრამდე: ევროპის 8 ყველაზე ლამაზი ბიბლიოთეკა, ნეოკლასიკური დარბაზებიდან ფუტურისტულ შენობებამდე.

პოლონეთიპოლონეთი
პოლონეთი25 ნოე 2024

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

რა ვნახოთ და გავაკეთოთ კრაკოვში: ვაველის ციხე, ბაზრის მოედანი, კაზიმიერზი, შინდლერის ქარხანა და ველიჩკის მარილის მაღარო.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე