კრაკოვი ერთდროულად ისტორიული და კოსმოპოლიტური ქალაქია, ბევრი სანახაობით და სასიამოვნო თავშესაქცევებით. გაისეირნეთ მდინარე ვისტულას პირას, დატკბით არტ-ნუვოს არქიტექტუროთ და რეტრო თუ ლეგენდარული ბარებით.
შენი მეგზური:
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა ✆ 514 895 895 – სოფი
1. შეიგრძენით პოლონეთის დიდებული წარსული ვეიველის სამეფო სასახლესა და კათედრალში
ვეიველის მთიდან ძველ ქალაქს პოლონეთის ეროვნული სიმბოლო, სამეფო რენესანსის სასახლე გადმოჰყურებს. აქ შეგიძლიათ იხილოთ სამეფო აპარტამენტები და მდიდრული საგანძური. დაუთმეთ დრო ვეიველის კათედრალსაც.
2. ჩაიძირეთ შუა საუკუნეების ატმოსფეროში
Główny Rynek – კრაკოვის მთავარი მოედანია, სადაც საუკუნოვანი შენობები და ძველი ქალაქის ატმოსფეროა. ეს მოედანი ევროპის ყველაზე დიდი შუასაუკუნეების ქალაქის მოედანია. შეგიძლიათ მოინახულოთ მუზეუმი და ღია ბაზრობის დღეებში დახლებიც.
3. შეცურეთ ტბასთან მოწყობილ აუზში
Zakrzowek – არის ლაგუნა, რომელიც ტყით და კლდეებითაა გარშემორტყმული სუფთა, გამჭვირვალე წყლით, მოშორებით ურბანული არეალიდან. ამ იდილიურ ლოკაციაზე პირველი ან ოთხი ნომერი ტრამვაით მოხვდებით ძველი ქალაქიდან. ლაგუნა პოპულარული საცურაო და საპიკნიკო მიმართულებაა ადგილობრივებში.
4. აღმოაჩინეთ კაზიმიერზის წარსული და აწმყო
Kazimierz – კრაკოვის უბანია რომელიც პოლონეთში ებრაული კულტურის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო 500 წლის მანძილზე. გაისეირნეთ მის ქუჩებში, ისტორიული ძეგლების სიახლოვეს, მოინახულეთ ძველი სინაგოგა, ებრაული სასაფლაო და სხვა. უიქენდებზე ნახავთ ფლი მარკეტსაც.
5. მიირთვით ადგილობრივი კერძები ბარში: mleczny
იაფი, ფერადი და რეტრო დეკორით შემკული ამ ბარს ქალაქის სხვადასხვა წერტილში აღმოაჩენთ. აქ ადგილობრივები პოლონურ გემრიელ კერძებს მიირთმევენ, მათ შორის სუპებს, პიროგს, კარტოფილის ფანქეიქებს და სხვა.
6. მიიღეთ შთაგონება შინდლერის ქარხნის მუზეუმში
ოსკარ შინდლერი ბევრმა სტივენ სპილბერგის ფილმით “შინდლერის სიით” გაიცნო. მეორე მსოფლიო ომის დროს, შინდლერმა 1000-ზე მეტი ებრაელი გადაარჩინა. ამ მუზეუმში გადაიღეს ფილმის გარკვეული კადრებიც.
7. მიირთვით ქუჩის კვება და ტკბილეული
პარიზს კრუასანები აქვს, ჰანოის ბან მი, ვენას კასეკრენერი… ხოლო კრაკოვს – ობწარზანეკი (obwarzanek). ამ კრაკოულ ბეიგელებს ძველი ქალაქის ყველა კუთხეში, ქუჩის დახლებზე აღმოაჩენთ. ქუჩაში ასევე გირჩევთ დააგემოვნოთ პოლონური სოსისები და ყველიანი ბაგეტი – ზაპიეკანკა.
8. გაატარეთ საღამო და ღამე კლუბ ავარიაში
Klub Awaria – კრაკოვში სასიამოვნო დროის გატარების ადგილია. აქ როკ ბენდების ლაივ შესრულებების შემდეგ, სტუმრები ტინა ტერნერის და სხვა ვარსკვლავების სიმღერებზე ცეკვავენ და ბარის მაგიდებზეც კი ადიან.
9. შეუერთდით კრუიზს მდინარე ვისტულაზე
მდინარე ვისტულაზე მოწყობილი კრუიზი ქალაქს სხვა თვალით დაგანახებთ. ძირითადად 1 საათი ხანგრძლივობის კრუიზები დადიან და ისეთ ძეგლებს გვათვალიერებინებენ, როგორებიცაა დებნიცკის ხიდი, ნორბერტინის მონასტერი, მანგას მუზეუმი და პილსუდკის ხიდი.
10. დალაშქრეთ ხელოვნური მთა
Kopiec Kościuszki – ულამაზესი ხელოვნური მთაა, რომელსაც ვეიველის მთის გადმოსახედიდან აუცილებლად შენიშნავთ. ის ააგეს როგორც მზის კალენდარის ნაწილი. გაყევით 100 ნომერ ავტობუსს მთამდე და დატკბით საოცარი ხედებით მასზე ასვლისას.
11. ჩადით მარილის მაღაროში
Wieliczka Salt Mine – იუნესკოს მიერ აღიარებული მიწისქვეშა ლაბირინთია. აქ ქალაქის ცენტრიდან ადვილად მოხვალთ ავტობუსით, მატარებლით ან ტურით. იცოდეთ რომ მოგიწევთ 125 მეტრ სიღრმეზე ჩასვლა და იქ 2 საათის განმავლობაში ყოფნა. იხილავთ მიწიქვეშა ტბას, მარილის კათედრალს და სხვა. იქონიეთ მოსაცმელი.