ყოფილი მყუდრო სათევზაო სოფელი აია ნაპა კუნძულზე ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. ამიტომაც, ამ ქალაქს ბევრი ბრწყინვალე რესტორანი აქვს. აია ნაპა არაჩვეულებრივია კულინარიის მოყვარულებისთვის და მათთვის, ვისაც ავთენტური გემოები აინტერესებს. აქაურ მენიუებში ბევრ გასაზიარებელ კერძს აღმოაჩენთ.
Blueberries: რესტორანი და ბარი
აქ მოხვედრისას ადამიანების უმეტესობა ამ რესტორნის ერთგული ხდება. ნისი ავენიუზე მდებარე ეს ბარი აია ნაპას ნათელი მარგალიტია. აქ მიირთმევთ კვიპროსულ სამზარეულოს და სეზონურ კერძებს. რაც მთავარია, მეგობრული და თბილი განწყობით შემოგეგებებიან.

ატლასი/Atlas: იტალიური სამზარეულო
ეს რესტორანი გვთავაზობს იტალიურ გემოებს კვიპროსულად. ისიამოვნეთ პასტათი, ზღვის პროდუქტებით, სალათებით და მოცარელათი. თითოეული კერძი გაჯერებულია მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთით. ყურადღებიანი პერსონალი ღვინოსაც სწორად შეგირჩევთ.

რაფაელის რესტორანი
ეს რესტორანი კვიპროსის სათევზაო ინდუსტრიის პოპულარიზაციას ეწევა. დააგემოვნებთ ზღვის პროდუქტებს, სალათებს და ტრადიციულ კვიპროსულ კერძებს.

ისააკის ტავერნა
პორტთან ახლოს მდებარე ამ ტავერნაში ახლად დაჭერილი ზღვის პროდუქტების დაგემოვნებას მშვიდ ატმოსფეროში შეძლებთ. პორციები საკმაოდ დიდია და აქ მირთმევა მზის ჩასვლის პერიოდში განსაკუთრებით სასიამოვნოა.

Glasshouse: ლაუნჯ რესტორანი
ეს რესტორანი თანამედროვე ინტერიერით გამოირჩევა, რომელიც მდიდრულ დეტალებს თანამედროვე ხელოვნებასთან აერთიანებს. აქაური დესერტები განსაკუთრებით პოპულარულია. დატკბებით შთამბეჭდავი პანორამებით.

აგროტიკონი
ეს ადგილი იდეალურია სწრაფი სადილისთვის და მეგობრებთან ერთად დროის კომფორტულად გასატარებლად. დააგემოვნეთ ცხვრის კერძები და ჭიქა აირანი, რადგანაც ის აქ განსაკუთრებულია.

Sage
ესეც მორიგი საინტერესო ინტერიერის მქონე ბარი აია ნაპაზე, სადაც გემრიელი კერძები და პროფესიონალი მომსახურე პერსონალია. შემოთავაზებული ღვინო აქ მთელი მსოფლიოდანაა. მუსიკალურ ფონს კი საქსაფონის ხმა ქმნის.

კვადრო/Quadro
კვადროში იტალიური და ხმელთაშუაზღვიური სამზარეულო დაგხვდებათ. აქ პიცას, პასტას და კვიპროსულ დესერტებს ერთნაირი ოსტატობით ამზადებენ. გირჩევთ ასევე აღმოსავლური ყავის და ჩაის დაგემოვნებას.
AVRA: ავთენტური კვიპროსული სამზარეულო
აია ნაპას ცენტრში მდებარე ამ რესტორნის მენიუში კვიპროსული კერძების მსუყე ვარიანტებია და ოჯახური, მყუდრო ატმოსფეროა შექმნილი. ფონად მშვიდი კვიპროსული მუსიკა ისმის. გირჩევთ ქათმის სუვლაკს, მუსაკას, ყველს გრილზე და მეზეს. დააგემოვნეთ სახლის ღვინოს. ღიაა დღის 1 საათიდან შუაღამემდე.

ნაპა ტავერნა/Napa Tavern
ეს აია ნაპას პირველი ტავერნაა, ტრადიციული მემკვიდრეობით. ნაპა ტავერნა ტრადიციულ კვიპროსულ სახლში მდებარეობს, რომელიც 1932 წლითაა დათარიღებული, შიდა და გარე დასასხდომი სივრცეებით. აქვე მდებარეობს პატარა ვენახი. მენიუში შესული კერძების რეცეპტები თაობიდან თაობებს გადაეცემათ. ინგრედიენტები ახალი და გემრიელია. იხსნება დღის 4 საათიდან.

სესულა კალამაკი/Sesoula Kalamaki
ეს საკვები სივრცე აია ნაპას ნავსადგურთან მდებარეობს და საკმაოდ ბიუჯეტური ობიექტია. მენიუში შეგხვდებათ ხმელთაშუაზღვიური სამზარეულო და ბურგერებიც კი.

Hungry Horse Taverna: დიდი პორციები ბიუჯეტურ ფასად
“მშიერი ცხენის ტავერნა” ადგილობრივებს ძალიან უყვართ. აქ ტრადიციული კვიპროსული კერძების დიდი პორციები დაგხვდებათ, საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად. აუცილებლად დააგემოვნეთ შებოლილი ცხვარი კლეფტიკო, აფელია და ღვინოები.











