იტალიის სიდიდით რიგით მეოთხე ქალაქი ტურინი “დოლჩე ვიტას” ანუ “იტალიური ტკბილი ცხოვრების” შეგრძნებებს მოგანიჭებთ. ტურინში მოინახულებთ ყავის, შოკოლადის, მანქანების, ფეხბურთის მუზეუმებს, ავანგარდულ გალერეებს, ბულვარს სამეფო სასახლით და ბაღებს.
1. გაატარეთ 1 დღე მუზეუმებში
ცოტა იტალიურ ქალაქს თუ აქვს მუზეუმების ასეთი მრავალფეროვანი პორტფოლიო. აქ მდებარე მუზეუმები ყველანაირ გემოვნებას და ინტერესს ერგება. მაგალითად, Museo Egizio – მსოფლიოში საუკეთესოა წარმოდგენილი მუმიების და ანტიკური ეგვიპტის არტეფაქტებით. The Museo Nazionale del Risorgimento – თანამედროვე იტალიის ისტორიას გაგაცნობთ. Museo Nazionale dell’Automobile კი ავტომობილების მოყვარულებს ასიამოვნებს. Palazzo Reale-ში დაგხვდებათ სამეფო ოჯახის პირადი ხელოვნების კოლექციები. Galleria Civica d’Arte e Contemporanea კი არის ადგილი, სადაც მე-19/მე-20 საუკუნის იტალიური და ევროპული ხელოვნების ნიმუშები ერთიანდება.
2. გამოსცადეთ აპერეტივის ტურინული ხელოვნება
საღამოს განტვირთვა და ალკოჰოლის მიღება თუ გსურთ, იდეალური საშუალებაა დააგემოვნოთ გემრიელი ღვინო პიედმონტიდან. ადგილობრივები განსხვავებულ კოქტეილებსაც ამზადებენ. გირჩევთ რამდენიმე კაფე-ბარს: Cavour, Farmacia Del Cambo და Bardotto.
3. აღმოაჩინეთ კინემატოგრაფიული ტურინი
კინოს ეროვნულ მუზეუმში ვიზიტი ტურინში აუცილებელი აქტივობაა. აქ არამხოლოდ ნახავთ უნიკალურ ფილმებს, არამედ შეისწავლით ტურინის გასაოცარ კინო-მემკვიდრეობას და დაათვალიერებთ მუზეუმის ეკლექტიკურ შენობას.
4. გაიზიარეთ ქალაქის სასიყვარულო ურთიერთობა შოკოლადთან
შოკოლადი ამ ქალაქის მაცოცხლებელი ენერგიაა და აქ ბევრი ოჯახი აწარმოებს შოკოლადს საუკუნეების მანძილზე. ქალაქის საკულტო შოკოლადის ყავაა – Bicerin. თუ ტურინში ნოემბერში აპირებთ ჩასვლას, დაესწარით შოკოლადის 10 დღიან ფესტივალს.
5. იცხოვრეთ საუკეთესო ცხოვრებით პიაცა კასტელოზე
პიაცა კასტელოზე ყველაზე მეტად იგრძნობა ნამდვილი იტალიური ატმოსფერო. ქალაქის მთავარი მოედანი დამშვენებულია გიგანტური შენობებით, რომელთა შორისაა სასახლე, მუზეუმი, კაფეები, ოპერა და ყველაფერი ტურინულ ელეგანტურობას ასხივებს.
6. შეაფასეთ ტურინის ხელოვნება და მუსიკა
ტურინი იუნესკოს კრეატიული ქალაქების ქსელის სიაში შედის. ქალაქის მნიშვნელოვანი თანამედროვე ხელოვნების სცენაა Officine Grandi Riparazioni – ერთგვარი კულტურული ჰაბი. დაათვალიერეთ ინსტალაციები, სეზონური გამოფენები, ლაივ მუსიკის საღამოები, ვიზუალური ხელოვნენბის შედევრები და აშ. 3D ტურები გამოგზაურებთ ძველ სახლოსნოებში და კაფე-ბარებში. ქლაბერებისთვის აქ ღამით კლუბური მუსიკაც ჟღერს.
7. იხილეთ როგორ ცხოვრობდნენ მეფეები სამეფო რეზიდენციებში
ტურინს მხოლოდ ქალაქის ცენტრში 6 სამეფო რეზიდენცია აქვს ულამაზესი ინტერიერით, ძვირფასი ხელოვნების ნიმუშებით და სამუზეუმო კოლექციებით. მაგალითად, Palazzo Madama-ში შუასაუკუნოვანი და თანამედროვე დეკორატიული ხელოვნებაა წარმოდგენილი.
8. დაათვალიერეთ ქუჩის ხელოვნება
Barriera di Milano უბანია, სადაც აღმოაჩენთ ძველ ქარხნებს თანამედროვე გრაფიტით. Murales Lavazza კედლის 17 მხატვრობაა, რომელიც მსოფლიო სერთაშორისო ღირებულებებს წარმოგვიდგენს.
9. გაიარეთ ფიატის ტრასაზე
ტურინი ფიატის მარკის ავტომობილების სინონიმია. მისი 1920 წლის ქარხანა (Lingotto) ევროპაში უდიდესია. სახურავზე მოწყობილ ტრასაზე 1982 წლიდან ტესტავდნენ მანქანებს. მოწყობილია დასასვენებელი სივრცე თხილის ხეებით.
10. იშოპინგეთ ვინტაჟურად
ტურინის რომის ქუჩაზე ბევრი ცნობილი ბრენდის ბუტიკი და ვინტაჟური მაღაზიებია. ამიტომაც, ამ ქალაქში შოპინგი ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება. უფრო ანტიკურ ნივთებს ფრან ბალონის ბაზრობაზე აღმოაჩენთ კვირაობით.