ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ქალაქია. ავსტრიული ბრწყინვალება შეიმჩნევა საუკეთესოდ შემონახულ სასახლეებში, მუზეუმებში, მოედნებსა და ბაღებში. თქვენი რომანტიკული სეირნობა ქალაქში ყოველთვის თანხლებული იქნება მოცარტის, ბეთჰოვენის და ბრამსის კლასიკური შემოქმედებით. დატკბით პაემნებით მის ყავის სახლებში, იცეკვეთ ვალსი დანუბეს სანაპიროზე და გააცოცხლეთ სამეფო ფანტაზიები ზღაპრულ სასახლეებში. აქ რომანტიკა თქვენი თანმდევი იქნება.

გაისეირნეთ შონბრანის სასახლის ბაღებში

შონბრანის სასახლე (Schönbrunn Palace) იმპერატორ ფრანც ჟოზეფის მე-18 საუკუნის საზაფხულო სასახლეა. აქ მოიწყობთ გიდის და დამოუკიდებელ ტურებსაც. აუცილებლად მოინახულეთ ბაროკოს სასახლის გასაოცარი ბაღები. გაიარეთ მოცეკვავე შადრევნებს, ყვავილებიან ტერასებსა და მარმარილოს ნიმფებს შორის. პარკი ღიაა საღამოს 9 საათამდე.

მისამართი: Schönbrunner Schloßstraße 47

მიდით “კოცნის” ნახატთან ბელვედერეში

აღმოაჩინეთ რომანტიკული ნახატები ბაროკოს სასახლეში. ბელვედერის სასახლე მე-18 საუკუნის სასახლეა, სადაც აარჩვეულებრივი ხელოვნების კოლექციები ინახება, მათ შორის გუსტავ კლიმტის “კოცნა”, სადაც წყვილები ხშირად იღებენ ფოტოებს. ღიაა ყოველდღე 10-დან 6-მდე.

მისამართი: Prinz Eugen-Straße 27

გაისეირნეთ ნავით დანუბეზე

გრძელი, ვიწრო კუნძული: Donauinsel, იგივე დანუბეს კუნძული ვენაში საუკეთესოა ამ მდინარეზე გასასეირნებლად. მისმა სილამაზემ შთააგონა შტრაუსი შეექმნა მისი ცნობილი ვალსები. ეს პატარა, მწვანე კუნძული მოცულია სასეირნო ბილიკებით და პატარა სანაპიროებით.

მოიარეთ ვენა ეტლით

ვენაში კლასიკური მუსიკის გარდა, ცხენების ნალების ხმაურიც ცნობილი ხმაა ქვაფენილიანი ქუჩებიდან. დაჯავშნეთ ტრადიციული ეტლის ტური, რომელიც სასტუმროსთან მოგაკითხავთ. ფაეტონები დგანან: ჰოფბურგის სასახლესთან, სტეფანპლაცზე და ალბერტინაპლაცზე.

მოინახულეთ ვენის საგანძური – ჰოფბურგის სასახლე

ზღაპრული საიმპერატორო ჰოფბურგი ინტერიერით აუცილებლად მოგხიბლავთ. მისი ულამაზესი ოთახები ნამდვილი საგანძურია. ღიაა ყოველდღე საღამოს 6 საათამდე.

მისამართი: Michaelerkuppel

შეისწავლეთ ვალსი ვენის რომელიმე დარბაზში

პაემანი ვენაში აუცილებლად დაგამახსოვრდებათ ვალსის კლასის აღებით. ვალსის სამშობლოში ასობით ბაღია, სადაც ნამდვილ ვენურ რომანტიკულ გამოცდილებას შეიძენთ. ერთ-ერთი საუკეთესოა – Tanzschule Elmayer, რომლებიც წყვილებს 50 წუთიან გაკვეთილს სთავაზობენ.

მისამართი: Bräunerstraße 13

დააგემოვნეთ ავსტრიული ღვინო

ვენის ცენტრში, ანტიკური ტავერნა მდებარეობს: Esterházykeller. ის სასახლის ნაწილია და კლასიკური ავსტრიული ღვინის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს.

მისამართი: Haarhof 1

უყურეთ ბალეტს ვენის ოპერაში

არაფერი მეტყველებს ვენის რომანტიკაზე ისე მძაფრად, როგორც ვენის ოპერა. აქ მსოფლიო დონის საბალეტო და საოპერო კონცერტები იმართება. ვენის ოპერა მე-19 საუკუნით თარიღდება. სპექტაკლების უმეტესობა იწყება საღამოს 8-ის ნახევარზე.

მისამართი: Opernring 2

ივახშმეთ მიშელინის რესტორანში

Le Ciel – ვენის მიშელინის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანია, რომელიც სასტუმროს მე-7 სართულზე მდებარეობს და ტერასიდან ვენაზე საოცარ ხედებს გვთავაზობს. ღიაა სამშაბათი-შაბათი.

მისამართი: Kärntner Ring 9