იმისათვის, რომ ფრანგების მსგავსი დასვენება მოიწყოთ, ამ ქვეყნის ტბების კურორტებზე უნდა გაეშუროთ. იქ განსაკუთრებული სარელაქსაციო ატმოსფერო დაგხვდებათ. სუფთა ჰაერი და ტბისთვის დამახასიათებელი სარეკრეაციო ზონა შთამბეჭდავ გამოცდილებებს მოგანიჭებთ. ტბები საფრანგეთის ყველა რეგიონშია მიმოფანტული. ჩვენ საუკეთესო ვარიანტებს გირჩევთ.
Lac d’Annecy
აღმოაჩინეთ თავი საფრანგეთის ალპების ულამაზეს ლანდშაფტში. ტყეებით სავსე მთებს შორის, ალპურ სილამაზეში საოცარი ტბა, ანტიკური ციხესიმაგრე და პატარა შუასაუკუნოვანი დასახლებაა ჩაკარგული. კრისტალივით სუფთა ცისფერი წყალი იდეალურია ცურვისთვის და კაიაკით სეირნობისთვის. ტურისტული კრუიზები ტბის გარშემო ყველა სანახაობას დაგათვალიერებინებთ. სანაპიროზე გამართული ინფრასტრუქტურაა: საპირფარეშოები, საპიკნიკო ზომები, სათამაშო მოედნები და დასასვენებელი სკამები. ტბას გარშემო 43 კილომეტრიანი საველოსიპედო ბილიკია.

Lac du Bourget
თუ ფრანგული ალპების იდილიურ ხედებს ეძებთ, ეს ტბა იდეალური არჩევანია. მის გარშემო მომხიბვლელი სოფლები, ელეგანტური შენობები და ისტორიული ციხესიმაგრეებია. აქ მდებარეობს სპა-კურორტი Aix-les-Bains, რომელიც ცნობილი თერაპიული მიმართულება იყო მე-19 საუკუნიდან. აქ შეძლებთ ცურვას, ნავით სეირნობას, წყლის სპორტით დაკავებას, მონუმენტების და შატოების მონახულებას და აშ.

Lac d’Aiguebelette
ეს ტბა მონბლანის რეგიონის ნამდვილი მარგალიტია. მწვანე წყალი და მთიანი ლანდშაფტი აქაურ გარემოს განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის. სანაპიროზე წყლისპირა სახლები, ნავები, საბავშვო მოედნები და ბარებია.

Lac de Gérardmer
ლორეინის რეგიონის მშვენება ვოსჯის მთებში მდებარეობს. სუფთა ტყიანი გარემო და ღრმა ლურჯი წყალი მშვიდ და სარელაქსაციო ატმოსფეროს ქმნის. აქ ილაშქრებთ, ნავით ისეირნებთ, ცხენებზე იჯირითებთ და კანოეზე დასხდებით.

Lac de Genève/Lac Léman
თუ ტბისპირა სოფლები გიყვართ ჟენევის ანუ ლემანის ტბას უნდა ეწვიოთ. აქ პორტი, შუასაუკუნოვანი ციხესიმაგრე, წყლისპირა ხეივანი და ძველი ქვის სახლებია ყვავილებით მორთული აივნებით. შეგიძლიათ შეუერთდეთ კრუიზს და დაათვალიეროთ ტბის არემარე წყლიდან. აქ რამდენიმე სპა-კურორტია. ტბას ორი ქვეყანა იყოფს: შვეიცარია და საფრანგეთი.

Lac de Gaube
საფრანგეთისა და ესპანეთის საზღვარზე, მთებს შორის მდებარე ეს ტბა პირენეის რეგიონის მარგალიტია. ტბის კრისტალივით სუფთა წყალი განსაკუთრებით დამამშვიდებელია განმარტოებისა და ალპინური ლანდშაფტით ტკბობისთვის. გარშემო დაცული ბუნების ტერიტორიებია და ტურიზმისთვის ისეთი განვითარებული ადგილი არაა, როგორც სხვა საფრანგეთის ტბები. მაგრამ, ღია ტერასებიდან მთის ხედებით ტკბობა ძალიან სასიამოვნოა.

Lac de Madine
ეს ოჯახებზე ორიენტირებული დასასვენებელი სივრცე ქალაქ მეთზიდან 45 კილომეტრში მდებარეობს. აქ ველური ბუნება და სარეკრეაციო ზონაა მოწყობილი გარე აქტივობებისთვის, როგორებიცაა: ველოსიპედით სიარული, ლაშქრობა და ქვიშიანი სანაპირო. გარე წყლის პარკში მოწყობილია ატრაქციონები.

Lac de Sainte-Croix
აღმოაჩინეთ პროვანსის ტოპ-მიმართულება, სადაც კრისტალივით ცისფერი წყალი და პატარა, მოწესრიგებული სანაპიროებია. პატარა სოფელში პასტელური შეფერილობის ძველი შენობები, საყვარელი მაღაზიები და ბისტროებია. ტბის ტერიტორიაზე მდებარეობს კანიონიც, ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი სამხრეთ საფრანგეთში.

Lac du Der
ლამაზ შამპანის რეგიონში მდებარე ეს ტბა ფრინველებზე დამკვირვებლებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მისი დაცული ეკოსისტემა 200 ჩიტის სახეობას აერთიანებს იშვიათი სახეობებით. ამას გარდა, დაკავდებით კაიაკით და ნავებით. ტბის გარშემო მდებარეობს საველოსიპედო ბილიკი. ივლისსა და აგვისტოში დაშვებულია ცურვა და მუშაობენ მაშველები. ისტორიის მოყვარულებისთვის, იხილეთ ტბასთან მდებარე ბრიენ-ლო-შატო ნაპოლეონ ბონაპარტისადმი მიძღვნილი მუზეუმით.

Lac de Guéry
ცენტრალურ საფრანგეთში მდებარე ეს ტბა კი ვულკანური წარმოშობის მთით, ტყეებით და კრატერული წყლით ხასიათდება. ტბა ხელშეუხებელ ბუნებრივ გარემოში მდებარეობს. მთებიდან დატკბებით პანორამული ხედებით ტბაზე. ცურაობა და ნავებით სეირნობა აქ დაშვებული არაა.











