თურქული აბანოები მთელ მსოფლიოშია ცნობილი და ბევრი საუკეთესო სპა სწორედ სტამბოლში მდებარეობს. ეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობებად მიჩნეული სპა-ცენტრები მშვენიერი სარელაქსაციო ადგილებია, განსაკუთრებით ბევრი სიარულის შემდეგ.
Sanitas Spa – Çırağan Palace Kempinski İstanbul
მასაჟი ყოფილ ოტომანურ სასახლეში
5-ვარსკვლავიან სასტუმროში მდებარე ეს სპა მდიდრული ადგილია გამაჯანსაღებელი მომსახურების მისაღებად. ეს წყლისპირა სასტუმრო ერთ დროს ოტომანური სასახლე იყო. შიდა აუზი გვთავაზობს ხედებს ბოსფორის სრუტეზე, თურქული აბანოები კი თემატურ რიტუალებს გვთავაზობენ. მათი საავტორო მასაჟი მოიცავს სარელაქსაციო 55 წუთიან მომსახურებას ბუნებრივი არომათერაპიული ზეთებით. აქ არის საუნა და ორთქლის ოთახებიც. ღიაა ყოველდღე ღამის 11 საათამდე.
The Spa at Mandarin Oriental Bosphorus
ელეგანტური ლოკაცია სარელაქსაციო სპა სერვისისთვის
ეს ელეგანტური სასტუმრო სპა მომსახურებით მთელი ქვეყნიდან იზიდავს მომხმარებელს. აქ დაგხვდებათ თურქული ჰამამები (ორთქლის ოთახები); მარმარილოს სივრცე სკრაბისთვის, სახის მოვლა, წყვილების მასაჟი, შიდა და გარე აუზები. ღიაა ყოველდღე დილის 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე.
მისამართი: Kuruçeşme, Muallim Naci Cd. No: 62e
The Ritz-Carlton Spa
სპა-მომსახურეობა საკულტო სასტუმროში
სტამბოლის ეს სპა დაუვიწყარ სარელაქსაციო გამოცდილებას გპირდებათ. ეს სასტუმროც წყალთან მდებარეობს და ღია აუზი ხედებით ტკბობას გპირდებათ. მე-16 საუკუნის თურქული აბანოები ქალებსა და კაცებს განსხვავებულ სივრცეებში ემსახურებიან, თმცა აქვთ საერთო სივრცეც წყვილებისთვის. ღიაა დილის 7 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
The Spa – Four Seasons Hotel Bosphorus
სარელაქსაციო მასაჟები
თუ საუკეთესო დასასვენებელი მასაჟის მომსახურეობის მიღება გსურთ, ამ სასტუმროს მიაკითხეთ. ის მე-19 საუკუნის ყოფილ სასახლეში მდებარეობს წყლის პირას. აქ მიიღებთ ჰამამის სარელაქსაციო მომსახურეობას, სახის მასაჟს და აუზის სივრცეებს. ღიაა 9-დან 9-მდე.
მისამართი: No:28, Çırağan Cd.
Sarnıç Spa & Turkish Bath
ტრადიციული თურქული სპა გამოცდილება
ტრადიციული თურქული სპა გამოცდილების მისაღებად კი ამ აბანოებს გირჩევთ. ის 3 წუთის ფეხით სავალ გზაზე მდებარეობს სულთან აჰმედის მეჩეთიდან. მასაჟთან და სხვა სპა პროცედურებთან ერთად მიირთვით თურქული ყავაც. ღიაა დილის 9 საათიდან ღამის 1 საათამდე.
Chi, The Spa – Shangri-La Bosphorus, Istanbul
ტრადიციული მომსახურეობა თანამედროვე ნაგებობაში
აქ თეთრი კედლები და ლურჯი ფილები შემოგეგებებათ სრული სიმშვიდის მოსაპოვებლად. ტრადიციულ თურქულ რიტუალებთან ერთად აქ აზიურ სპა-მომსახურეობის კულტურას შეიგრძნობთ საუკუნოვანი მეთოდებით. შემოგთავაზებენ ტაილანდურ მასაჟს, ქვებით მასაჟს, აკუპუნქტურას და სახის მასაჟებს. ღიაა დილის 11 საათიდან საღამოს 9 საათამდე.
მისამართი: Sinanpaşa, Hayrettin İskelesi Sk. No:1
Spa at JW Istanbul
ოჯახური დასვენება
ბეშიქთაშის უბანში მდებარე ეს სპა სტამბოლის დატვირთული ცხოვრებიდან სარელაქსაციო შესვენების საშუალებას მოგცემთ. აქ რამდენიმე ტიპის სპა ოთახი დაგხვდებათ, მათ შორის ბავშვებისთვისაც. ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 10 საათამდე.
მისამართი: Kemankeş Karamustafa Paşa, Kemankeş Cd. No:49
Harmony Spa
პატარა სპა
ეს ცენტრი სტამბოლის ფერად სულთანაჰმეთის უბანში მდებარეობს. ის პატარა, მაგრამ მყუდრო სპაა, ახლოს ცნობილ ლურჯ მეჩეთთან და გვთავაზობს თურქულ აბანო მომსახურეობას და თერაპიებს. შემოგთავაზებენ ფეხის მასაჟის პროცედურებსაც, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ბევრი სიარულის შემდეგ. ღიაა 11-დან 10 საათამდე.
მისამართი: Küçük Ayasofya Mahallesi, Aksakal Sokağı No:26
Sanda Spa – Hillside City Club Etiler
პოპულარული სპორტ კომპლექსი
ეს სპა თურქეთის პირველი ეროვნული სპა ჯაჭვის ნაწილია. მათი თანამედროვე მიდგომებით აქ ტრადიციულ მომსახურეობას მიიღებთ. სანდა სპა გვთავაზობს 60-მდე მომსახურეობას, მათ შორის თაფლის და ლიმნის მასაჟებს. აქ თურქული ჩაი სპეციალური ჭურჭლით შემოაქვთ.
მისამართი: Alkent Sitesi Tepecik Yolu No:22/14
Saint Poseidon SPA & Wellness
სარელაქსაციო მასაჟები პროფესიონალებისგან
2020 წელს გახსნილი ეს პა ცენტრი თურქულ აბანოს, შიდა აუზს და საუნას გთავაზობთ. ის პოპულარულია ადგილობრივებში. ღიაა ყოველდღე 10-დან 10-მდე.