ადამიანები ტაილანდს საკვებზე ორიენტირებულ მიმართულებად, ღამის ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად და გამაჯანსაღებელ კურორტად მიიჩნევენ. მაგრამ, ტაილანდი ამაზე მეტია. აქ იცურავებთ გამჭვირვალე ლურჯ წყალში, წამოწვებით სანაპიროზე, მოინახულებთ ქვეყნის უმაღლეს საყდარს, მიირთმევთ ცხარე ნუდლს, გაისეირნებთ ნავით და შეიქმნით დაუვიწყარ მოგონებებს.
1. გაიკვალეთ გზა საყდრისკენ
ტაილანდში 40 000-ზე მეტი საყდარია, რაც მოსანახულებელი საყდრის არჩევას საკმაოდ ართულებს. მართალია ბანგკოკში მდებარე Grand Palace და Wat Pho აუცილებლად მოსანახულებელთა სიაშია, მაგრამ არც სხვა საყდრები ღირს გამოტოვებად. მაგალითად, Wat Rong Khun – იგივე “თეთრი საყდარი” ვიზიტორებს განსაკუთრებულ შთაბეჭდილებებს ჩუქნის. პატაიასთან მდებარე the Sanctuary of Truth კი ტაილანდის უდიდესი ხის ნაგებობაა. ბანგკოკში დარჩენის შემთხვევაში გირჩევთ Wat Arun-ს.
2. გადადით რომელიმე კუნძულზე ანდამანის ზღვაში
ტაილანდი ცნობილია მწვანე, ლამაზი კუნძულებით. საუკეთესო ადგილი, სადაც აქაური კუნძულის ატმოსფეროს გამოცდით ფუკეთია, ტაილანდის უდიდესი და ყველაზე ხშირად მონახულებადი კუნძული. მისი ორივე სანაპიროდან იქირავებთ ნავს ანდამანის ზღვაში მდებარე ულამაზესი ადგილების გამოსაკვლევად.
3. იშოპინგეთ ტაილანდის რომელიმე საუკეთესო ბაზრობაზე
ტაილანდელებს უყვართ შოპინგი, ამიტომაც აქ ბევრნაირი ბაზრობის კულტურაა: დილით ხილის ბაზრობიდან დაწყებული, უიქენდებზე ხელნაკეთი ნივთების ბაზრობით დასრულებული. ყველაზე ცნობილი ბანგკოკის 24 საათიანი ყვავილების ბაზრობაა. ასევე, ბანგკოკშია ბაზრობა – Tor Kor, ქვეყნის საუკეთესო საკვების ბაზრობა. ცნობილი ქუჩის ბაზრობაა: Sunday Walking Street. ტანისამოსის და ხელნაკეთი ნივთებისთვის კი გირჩევთ: Cicada Market-ს.
4. გაგრილდით ჩანჩქერში
ტაილანდში საკმაოდ ბევრი ჩანჩქერია, რომლებიც თქვენში პატარა ბავშვს გააღვიძებენ. ისინი მოეწონებათ ნებისმიერი ტიპის მოცურავეებს თუ ბუნების მოყვარულებს. Khao Yai’s Haew Suwat ცნობილი გახდა ფილმიდან “სანაპირო/The Beach (2000)”. ერავანის ეროვნულ პარკში მდებარე Erawan Falls კი ქვეყნის ერთ-ერთი ცნობილი შადრევანია.
5. შეისწავლეთ მეტი ტაილანდის შესახებ მის ტოპ მუზეუმებში
სიამის მუზეუმი (Museum Siam) გვიყვება ისტორიას ამ მიწის შესახებ სხვადასხვა ინტერაქციული გამოფენებით. ბაგკოკშია ასევე ჯიმ ტომპსონის მუზეუმი (Jim Thompson House Museum) მისი ხელოვნების ნიმუშებით და კოლექციებით. Muang Boran ანუ ანტიკური ქალაქი კი მსოფლიოს უდიდესი ღია ცის ქვეშ მუზეუმია.
6. დალაშქრეთ ბილიკები და ტყეები
ტაილანდში ბევრი სალაშქრო ბილიკია სხვადასხვა დატვირთვით და სირთულით. მაგალითად, Pranburi Forest Park წარმოგვიდგენს 1 კილომეტრიან ბილიკს ფიჭვის ხეებსა და მანგროს ტყეებში. Chiang Mai-ში ბუდას ბილიკია (Buddha’s Footprint Trail) ცნობილი ჩიტების დაკვირვებისთვის. Wat Phu Thok მედიტაციის მოყვარულებს იწვევს ნირვანაში მოსახვედრად.
7. კრუიზი ბანგკოკის ჩაო პრაიას მდინარეზე
იქამდე, სანამ ავტომობილებით გაივსებოდა, ბანგკოკს ახასიათებდნენ როგორც “აღმოსავლეთის ვენეციას”. Chao Phraya-ს მდინარეზე მდებარე არხები კომერციის მთავარი არტერია იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ადგილობრივთა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი აღარაა, წარსულის მნიშვნელოვანი ამოძახილია. აქ ბევრნაირი ნავები და კრუიზები დადიან და ვიზიტორებს ბანგკოკის წარსულს აცნობენ.
8. გასინჯეთ ბანგკოკის საუკეთესო ქუჩის კვება ჩაინათაუნში
ბანგკოკის ქუჩის კულინარია მნიშვნელოვანი და ცოცხალია. ტაილანდური კვება ჩაინათაუნში დაიბადა. ტრადიციული საკვებია ომლეტი, სუპი, ნუდლსი, ბრინჯი და დამპლინგები. გაითავლისწინეთ, რომ დახლების უმეტესობა ორშაბათობით დაკეტილია.
9. ნანგრევებში გაიარეთ ველოსიპედით
ტაილანდში ბევრი იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. ვიზიტორებს მათი გამოკვლევა ველოსიპედის ქირაობით შეუძლიათ.
10. იხილეთ ზღვის ცხოვრება დაივინგის მეშვეობით
ზღვის ბინადრების მოყვარულებს ანდამანის ზღვა და ტაილანდის ყურე ბევრ საოცარ სანახაობას პირდება. აქ თბილი და გამჭვირვალე წყალი და ბევრი ბინადარია. ოქტომბრიდან აპრილამდე დაივინგის სეზონად ითვლება, სნორკელინგისთვის კი მაისიდან სეტემბრამდე პერიოდი.