მათთვის, ვინც ფუკეთში ხვდება, ტაილანდის ეს კუნძული ტროპიკული სანაპირო სამოთხე ხდება, იდეალური ვარიანტი ყველაფრისგან გასაქცევად. თუმცა, სარელაქსაციო დასასვენებელი მიმართულების მიღმა, მისი გარკვეული ნაწილი დატვირთული მეტროპოლისია.

შეიქმენით ამაღლებული განწყობა ჯეიმს ბონდის კუნძულზე

თუ გინახავთ ფილმი “ჯეიმს ბონდი აგენტი 007: ადამიანი ოქროს იარაღით”, ამ კუნძულს ადვილად იცნობთ მისი საკულტო სცენებიდან. აქ ფუკეთიდან ადვილად მოხვდებით ნავის ტურებით.

მოინახულეთ დიდი ბუდა

ბუდისტური მემკვიდრეობა ტაილანდში ყოფნისას მუდამ სიახლოვესაა და არც ფუკეთია გამონაკლისი. ამ კუნძულზე უამრავი ბუდისტური საყდარია, მათ შორის ყველაზე მონუმენტურია “დიდი ბუდა”. აქ ამოსვლისას კუნძულზე საოცარი პანორამები გადაგეშლებათ, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას.

იფრინეთ ჯუნგლებში

ფუკეთს სანაპიროს გარდა დიდი მწვანე მთებიც აქვს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ. მისი სიმწვანის აღმოსაჩენად, ფუკეთის ჯუნგლებში თოკების პარკია მოწყობილი ხეებზე გასავლელი ბილიკებითა და ზიპ ლაინით. ტურებს გთავაზობთ კომპანია: Flying Hanuman.

იცურავეთ კუნძულებს შორის

ტაილანდის მშვენიერი ბუნება ამოუწურავია, ამიტომაც ბევრი ფილმის სცენებშია ასახული. მაიას სანაპირო იგივე Koh Phi Phi Le ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, რომელიც რეჟისორებს შთააგონებთ. მაგალითად, აქაა გადაღებული ფილმი “სანაპირო” ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით. დაგვერწმუნეთ, რომ რეალურად ისინი ბევრად მომნუსხველია, ვიდრე კინოკადრებში. სხვადასხვა კრუიზები და ნავები ახლომდებარე კუნძულებზე დაუვიწყარ მოგზაურობებს გპირდებიან.

შეუერთდით ტაილანდის რომელიმე მხიარულ წვეულებას

Patong ფუკეთის ცნობილი ქუჩაა მისი წვეულებებით. მის სანაპიროზე დღისით ცურავენ, ღამით კი ცეკვავენ. აქაური ღამის ცხოვრება განსაკუთრებულ გამოცდილებას გპირდებათ.

გაეცანით ისტორიას

ტაილანდი ცნობილია როგორც ერთადერთი ქვეყანა სამხრეთ აზიაში, რომელიც არასდროს იყო მოქცეული სხვისი მმართველობის ქვეშ. ფუკეთის ქალაქის ნაწილი მოიცავს მუზეუმებს, ბუტიკებს და ყავის მაღაზიებს. აქ გარკვეული დრო აუცილებლად გაატარეთ.

ნახეთ ჩანჩქერები

ფუკეთის კიდევ ერთი ლამაზი მხარეა მისი ჩანჩქერები, რომელიც აქ ძალიან ბევრია. ყველაზე ცნობილებია: Bang Pae, Ton Sai და Kathu.

მიირთვით გემრიელად ღამის მარკეტზე

ტაილანდური საკვები გამორჩეულად გემრიელია და ფუკეთი ქვეყნის კულინარიული ცენტრია. Phuket Night Marker არის ადგილი, სადაც გემრიელ ტაილანდურ საჭმელს დააგემოვნებთ. გურმანებს აქ ნამდვილად საინტერესო გასტრონომიული თავგადასავალი ელით.

იხილეთ წყლის ცხოველები

ფუკეთის აკვარიუმი წყალქვეშა ბინადრებით გამორჩეულია მთელ ქვეყანაში. აკვარიუმის დათვალიერების გარდა, შეგიძლიათ აქ არსებულ რესტორანშიც დასხდეთ.

მოკიდეთ ხელი სერფინგის დაფას სანაპიროზე

ფუკეთში იდილიური სილამაზის სანაპიროებია. თუ აქტიური დასვენება გიყვართ, დაკავდით სერფინგითაც. პოპულარული სანაპიროებია: Karon, Kamala, Surin, Bang Tao, და Mai Khao.

შეეხეთ კულტურასაც

ფუკეთში უნიკალური კულტურული გამოცდილების მიღებაც შეიძლება. მაგალითად: Siam Niramit ტრადიციული ტაილანდური ადგილია დიდი კულტურით და მემკვიდრეობით.