ათენში ჩასვლისას იმოგზაურეთ უკან დროში და გამოიკვლიეთ ისეთი ძეგლები, როგორებიცაა აკროპოლისი და ზევსის საყდარი. შემდეგ კი სუფთა წყლისთვის, ატმოსფერული სოფლებისთვის და რელაქსაციისთვიის, გასცდით დედაქალაქს და მიაშურეთ მის სიახლოვეს მდებარე უმშვენიერეს ბერძნულ კუნძულებს.
ჰიდრა / Hydra
ჰიდრა სამოთხეა მოლაშქრეებისთვის, სანაპიროების მსურველთათვის და კუნძულისთვის დამახასიათებელი ბოჰემურობის მოყვარულთათვის. ჰიდრა იზიდავს ბუნების ენთუზიასტებს. ეწვიეთ განცალკევებულ ავლაკის სანაპიროს, გაატარეთ დრო კოსმოპოლიტურ პორტში. ჰიდრა ათენიდან 2 საათის სავალ გზაზე მდებარეობს ნავით და ქალაქის ქაოსისგან მშვენიერი გასაქცევი საშუალებაა.
აგისტრი / Agistri
აგისტრი ათენიდან 1 საათის სავალ გზაზეა და ულამაზეს სანაპიროებს და ფარულ გამოქვაბულებს გვთავაზობს ბუნების სილამაზით და წყლისპირა ტავერნებით. აპონისოსის და დრაგონერას სანაპიროებზე სიმშვიდეს ნამდვილად ჰპოვებთ.
პოროსი / Poros
პოროსი ტრადიციული და თანამედროვე საბერძნეთის ბრწყინვალე კომბინაციაა. გაისეირნეთ მის ხეივნებში, გაერთეთ მის ბარებსა და ტავერნებში და მიიღეთ რუჯი მის სანაპიროებზე. ამ საპორტო ქალაქში შთამბეჭდავი ისტორიული სახლებია. პოროსის ისტორიის შესასწავლად ეწვიეთ არქეოლოგიურ მუზეუმს და პოსეიდონის საყდარს. ათენიდან პოროსამდე საათი და 15 წთ დაგჭირდებათ.
შპეტსი / Spetses
იცურავეთ ფირუზისფერ წყლებში და ისიამოვნეთ სოფლის ატმოსფეროთი. შპეტსი მომხიბვლელი მწვანე კუნძულია ცნობილი ნეოკლასიკური სახლებით, ისტორიით და განცალკევებული სანაპიროებით. ავტომობილები აქ დაშვებული არაა. შეგიძლიათ მოიაროთ ფეხით ან ავტობუსით. ძველ ნავსადგურში გაიარეთ ტრადიციულ ნავებთან და ეწვიეთ კაფე-ბარებს დაპიას უბანში. ჩქაროსნული ბორნები ათენიდან აქამდე მანძილს 2.5 საათში ფარავენ.
აეგინა / Aegina
აქ კუნძულის ავთენტურ ცხოვრებას შეიგრძნობთ და ამას ათენიდან სულ რაღაც 1 საათში მოახერხებთ. აეგინაში სუფთა წყალი და მომხიბვლელი სასეირნო ხეივნებია. აქ ძველ ტავერნებს და ღია შეღებილ სახლებს გამოიკვლევთ ბრწყინვალე ხედებით. საცურაო სენოზი აქ გვიან შემოდგომამდე გასტანს. კუნძული აეგინა პირაეუსის პორტიდან 40 წუთის სავალ გზაზეა.
კითოსი / Kythnos
კითოსს ეგზოტიკური სანაპიროები აქვს მყუდრო სოფელთან. აქაური ბუნების ლანდშაფტი, არაჩვეულებრივი სანაპიროები და ბაღები სავსე ყვავილებით ნამდვილად მოგხიბლავთ. საფეხმავლო ბილიკები უკაცრიელ ნაპირებს აღმოგაჩენინებთ, იხილავთ გამოქვაბულებს წყალთან და ახვალთ ორიას ციხესიმაგრეზე. ციკლადების ეს ნაკლებად პოპულარული კუნძული ათენიდან საათნახევრის გზაზე მდებარეობს.
კეა იგივე ცია / Kea (Tzia)
ჩაიძირეთ იმ კუნძულის სიმშვიდეში, სადაც ჰორიზონტზე მხოლოდ ეგეოსის ზღვა მოსჩანს. თუ ინდიანა ჯონსი გიყვარს, მოგეწონებათ ანტიკური კართეას ნანგრევები. სანაპიროებისთვის ეწვიეთ სიკამიას და ქსილას. სიკლადების ამ კუნძულზე საბერძნეთის დედაქალაქიდან 1 საათში მოხვდებით.
ანდროსი / Andros
აქ მოწყობილი დასვენება დიდი ენერგიით აგავსებთ. ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი და გაისეირნეთ ამ ლამაზ ბუნებაში შთამბეჭდავი ხედებით. მისი დედაქალაქი ქორა უნიკალური არქიტექტურით და მუზეუმებით გამოირჩევა. სანაპიროები აქ ასარჩევადაა. ყველაზე ცნობილია აგიოს პეტროსი და ოქროს სანაპირო.
სიროსი / Syros
ბერძნულ ავთენტურ ცხოვრებას სიროსიც გაგაცნობთ, სადაც მდიდარი კულინარიული ტრადიციებიც აღსანიშნავია. აქ დარჩენის შემთხვევაში ბრწყინვალე სანაპიროები თითქმის ორ ნაბიჯში გექნებათ სახლის ზღურბლიდან. სიროსის დედაქალაქი ერმუპოლი ნეოკლასიკური შენობებით, რომანტიკული სასტუმროებით და გამორჩეული ინტერიერის მქონე კაფე-რესტორნებითაა ცნობილი, მე-19 საუკუნიდან.
სანტორინი / Santorini
საბერძნეთის საფოსტო ბარათებზე ხშირადაა აღბეჭდილი იდილიური მზის ჩასვლის პეიზაჟები სანტორინიზე. საბერძნეთის ამ სამოთხეში ათენიდან 5 საათიანი ჩქაროსნური ბორნით ან ფრენით მოხვდებით. გირჩევთ მოინახულოთ სოფელი ოია თეთრი სახლებით და წისქვილებით.