ქალაქი იესოლო (Jesolo) პოპულარული იტალიური სანაპირო კურორტია, სადაც მშვენიერი დაასვენების მოწყობა შეგიძლიათ. აქვე მდებარეობს ცნობილი ვენეტოც. ორივე ქალაქი ველოსიპედით ადვილად გამოსაკვლევია. ამ მიდამოებს ვენეციურ ლაგუნას უწოდებენ. ამჯერად, მშვიდ იესოლოს გააგცნობთ, რომელიც ვენეციის მარკო პოლოს აეროპორტიდან 30 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.
პიაცა მაზინი/Piazza Mazzini
ლიდო დი იესოლოს ცენტრალური მოედანი ძალიან ქაოტურია, განსაკუთრებით ზაფხულში, როცა ბავშვები შადრევნებში ცეკვავენ და ტურისტები დასეირნობენ. შეარჩიეთ რომელიმე კაფე-რესტორანი, მიირთვით ყავა და დააკვირდით ამ ცოცხალ გარემოს.
პიაცა ბრესკია/Piazza Brescia
ეს პიაცა მშვენიერი ადგილია ბაფილეს ქუჩაზე შოპინგის შემდეგ რომ შეისვენოთ. აქ რამდენიმე შადრევანია და ესეც ბავშვების გასართობ ადგილად ითვლება. ეწვიეთ იესოლოს ივნისიდან სექტემბრამდე და დატკბით გიგანტური ქვიშის სკულპტურებით. ის ძალიან ახლოს მდებარეობს სანაპიროდან.
ლიდო დი იესოლო/Lido di Jesolo
იესოლოს 15 კმ-იანი ოქროს ქვიშიანი სანაპირო აქვს, ადრიატიკის ზურმუხტისფერი წყლით. სანაპირო რამდენიმე სექციადაა დაყოფილი, სადაც პიკნიკს, რუჯის მიღებას, ხელბურთის თამაშს, სერფინგს და სხვა აქტივობებს შეძლებთ. სანაპიროს სიახლოვესაა თემატური გასართობი პარკები და აკვარიუმი.
სამეცნიერო ფაბრიკა/La Fabbrica della Scienza
ამ სივრცეში 100-ზე მეტი საგანმანათლებლო და ინტერაქციული გამოცდილების მიღება შეგიძლიათ. გაერთობიან ბავშვებიც და ზრდასრულებიც. აქ ნახავთ კოსმოსის, ვულკანების, ვირტუალური რეალობის, ილუზიების, ადამიანის სხეულის და სხვა გამოფენებს. ღიაა 10-დან 8 საათამდე.
მისამართი: Via Aquileia, 123
აკვაპარკი/Caribe Bay
იესოლოს ადრიატიკის სანაპიროზე სასიამოვნოდ დაისვენებთ, მაგრამ ამ ქალაქს შთამბეჭდავი აკვაპარკიც აქვს. აქ მთელ დღეს ადვილად გაიყვანთ, რადგანაც ბევრი აუზი და ატრაქციონია. ღიაა 10-დან 6-მდე.
მისამართი: Via Michelangelo Buonarroti, 15
ვენეციის ეშმაკის ბორბალი/Wheel of Venice
გადმოხედეთ ადრიატიკის ზღვას და ქალაქს ეშმაკის ბორბალიდან. სხვა ეშმაკის ბორბლებისგან განსხვავებით, ვენეციის ბორბალი სამ წრეს აკეთებს. შეგიძლიათ აქედან მზის ჩასვლის ხედებითაც დატკბეთ. ღიაა საღამოს 5 საათიდან შუაღამემდე.
მისამართი: Piazza Brescia, 11
ბაფილეს ქუჩა/Via Bafile
იესოლოს მაღაზიებით ჩამწკრივებული ეს ქუჩა საფეხმავლო სამოთხეა შოპინგის მოყვარულთათვის. დაიწყეთ სეირნობა პიაცა კასა ბიანკას ყვავილების პარკიდან და გაუყევით ხეივნებს. აქ ყველანაირ ნივთებს ნახავთ. მაღაზიები როგორც წესი ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 10-დან საღამოს 7-მდე. შუადღეს კი აქვთ შესვენება.
გასართობი პარკი/New Jesolandia
ეს ვენეციის რივიერის ერთ-ერთი უდიდესი პარკია, სადაც სხვადასხვა ტიპის ატრაქციონს ნახავთ. შეგიძლიათ მოიგოთ პრიზებიც. პარკში შესვლა უფასოა, ატრაქციონებს კი ყველას თავისი ფასი აქვს. გაითვალისწინეთ, რომ კვირაობით 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ღიაა მაისიდან სექტემბრის ჩათვლით ყოველდღე, საღამოს 8 საათიდან.
სამხედრო მუზეუმი/Vidotto Military Museum
ვიდოტო სამხედრო მუზეუმია, რომელიც ომის თემატიკის კოლექციებს აერთიანებს. მათ შორისაა ისტორიული უნიკალური ნივთებიც. ღიაა ივნისი-აგვისტო.
მისამართი: Via Roma Destra, 131
სან-ჯოვანის ეკლესია/Parish of San Giovanni Battista
იესოლოში მდებარე ეს ულამაზესი რუმინული სტილის ეკლესია იესოლოს სანაპიროებიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ის მეოცე საუკუნით თარიღდება, თუმცა მას შემდეგ რამდენჯერმე აღადგინეს. ეს მშვიდი ადგილია ზაფხულის ხალხმრავლობას რო გაექცეთ.