ალგერო (Alghero) ულამაზესი საზაფხულო მიმართულებაა სარდინიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო ზოლზე. ქალაქის მოსახლეობა დაახლოებით 40 000-ია და ეს რიცხვი ზაფხულის თვეებში დამსვენებლების ხარჯზე სამჯერ იზრდება. ადამიანები აქ ქვიშიანი სანაპიროების და მდიდარი ისტორიის გამო ჩამოდიან. შენი მეგზური აქ საუცხოო დასვენებას დაგიგეგმავთ.
ლა რაგნატელეს სათავგადასავლო პარკი: გადმოიხედეთ ჩიტის სიმაღლიდან
ეს პარკი (Le Ragnatele) მთელ დღეს ერთ დიდ თავგადასავლად გიქცევთ. აქ დაგხვდებათ რამდენიმე ტიპის სალაშქრო ბილიკი, საპიკნიკო ადგილები, ბარი, ზიპლაინი, თოკების პარკი და გადმოსახედი.
რიზერვატოს სანაპირო ბარი: განიტვირთეთ სანაპიროზე
ეს სანაპირო ბარი (Riservato Beach Bar) ალგეროს ქალაქის ცენტრში მდებარეობს. შეძლებთ მიიღოთ რელაქსაცია მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ფერადი დაისის შემდეგ აქ ხმამაღალი საცეკვაო მუსიკა ირთვება და ყველა ასაკის ადამიანი მოდის გასართობად.
ლოკაცია: Lungomare Dante, 28
დაისვენეთ ალგეროს ლამაზ სანაპიროებზე
ალგეროში სანაპირო დასვენება საუკეთესო აქტივობაა. მაისიდან სექტემბრამდე აქ რუჯის და ბანაობის ამინდია. შეცურეთ ხმელთაშუა ზღვის კრისტალივით სუფთა წყლებში. ძველი ქალაქიდან ფეხით სავალ დისტანციაზე მდებარეობს ლიდო სან ჯოვანი. მარია პიას სანაპირო გამოირჩევა თეთრი ქვიშით და ფიჭვის ტყეებით. ნავებით გაისეირნებთ ბომბარდეს სანაპიროზე.
ნურაგი პალმავერა: ბრინჯაოს ხანის სოფელი
ნურაჯიკო პალმავერა (Nuraghe Palmavera) ანტიკური ნანგრევებია დათარიღებული 4000 წლით. აქ სარდინიაზე ბრინჯაოს ხანაში მცხოვრები ადამიანების ნასახლარებია. ტერიტორიაზე 50 შენობა დგას. ღიაა დილის 10 საათიდან დღის 2 საათამდე.
ნეპტუნის მღვიმე
ნეპტუნის მღვიმე (Grotta di Nettuno) გასაოცარი ბუნებრივი ძეგლია უძველესი სტალაქტიდებით, რომელთა შექმნასაც მილიონობით წელი დასჭირდა. გამოქვაბულში შეგიძლიათ ნავით შეხვიდეთ.
პორტო კონტეს რეგიონული პარკი: ლაშქრობა და ცხოველები
ეს პარკი (The Porto Conte Regional Park) მდიდრულ ლანდშაფტს აერთიანებს: სუფთა წყალს, გამოქვაბულებს და არქეოლოგიურ ძეგლებს. ეს ადგილი მათთვისაა, ვინც ბუნებაზე გიჟდება. მთელი დღე დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ ახლომდებარე ბარ-რესტორნებში მიირთვათ და 30 წუთში უკან ალგეროში დაბრუნდეთ.
ლოკაცია: Strada Provinciale 55
სან ფრანცისკოს ტაძარი: გოთიკური საოცრება
ეს გოთიკური არქიტექტურული სტილის შედევრი (Chiesa di San Francesco) ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ის მე-16 საუკუნეში ააგეს. შესასვლელად რამდენიმე ევროა გადასახდელი, რაც ისევ ეკლესიას ხმარდება.
ლოკაცია: Via Carlo Alberto, 46
დაივინგი: პოსეიდონის დაივინგ ცენტრი
ეს ცენტრი საშუალებას მოგცემთ ისწავლოთ დაივინგი ან მიიღოთ დაივინგის სერთიფიკატი როგორც პროფესიონალმა. შემოგთავაზებენ მრავალფეროვან დაივ ტურებს, რათა დაუვიწყარი წყალქვეშა მოგზაურობა გამოსცადოთ.
სარდოა: იტალიური ტავერნა
ეს მეგობრული ღვინის ბარი (SardOa) ალგეროს ქალაქის კედლებში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი ღვინო და ყველი. იტალიური არდადეგები იტალიური ღვინის ბოთლის გახსნის გარეშე ხომ სრულყოფილი ვერ იქნება!
ილ რასკელო: ღამის ცხოვრება
ეს ცნობილი კლუბია (Il Ruscello), რომელიც ალგეროში 1980-იანი წლებიდან არსებობს. რასკელო მხოლოდ ზაფხულშია ღია, ივნისიდან სექტემბრამდე. აქ სამი საცეკვაო სცენა დაგხვდებათ, მძიმე მუსიკით, ჰაუსით და ლათინური ჰანგებით. იღება საღამოს 11 საათიდან.
ლოკაცია: Località angeli custodi 57