ადგილობრივად წარმოებული საკვები და სასმელი პროდუქტები, ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები და პოპულარული სუვენირები – შენი მეგზური გირჩევთ თუ რა გამოაყოლოთ ხელს ან შეიძინოთ ადგილზე სლოვაკეთში მოგზაურობისას:

ტრადიციული ნაქარგი სამოსი

ეს საუკეთესო სლოვაკური სუვენირია, რომელსაც აქ შეიძენთ. მაისურები, ტოპები და კაბები, რომლებიც ტრადიციული ორნამენტებითაა მოქარგული, ქვეყნის გარშემო ბევრ სუვენირების მაღაზიაში ნახავთ.

დეკორაციული ხის ჯვრები

ცენტრალურ სლოვაკეთში, ბევრგან ნახავთ ეკლესიებთან ან მაღაზიებში გამოტანილ მოხატულ ხის ჯვრებს. ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ბიბლიურ ამბავს გვიამბობს.

სლოვაკური ღვინო

სლოვაკეთში 6 სხვადასხვანაირი ღვინის მწარმოებელი რეგიონია. აქ ნახავთ წითელ, თეთრ და როზე ღვინოებს. თუ წითელი გიყვართ, სცადეთ ფრანკოვკა. იქამდე, სანამ ღვინის ბოთლს შეიძენთ, დააგემოვნეთ ისინი ბრატისლავას ძველ ქალაქში, დიდ ღვინის გალერეაში.

თაფლის პროდუქტები

სლოვაკეთში გემრიელ თაფლს აწარმოებენ, როგორც მშრალს, ასევე ტკბილს. მას ხშირად ღვინოსაც აყოლებენ ვახშამზე. აქ ასევე ცნობილია თაფლით დაფარული თხილი.

სლივოვიჩა

ყველაზე ტიპური სლოვაკური ალკოჰოლია სლივოვიჩა. ის საკმაოდ ძლიერი ლიქიორია ალკოჰოლის მაღალი პროცენტით. სლოვაკელებს მისი დალევა უყვართ სპორტული თამაშების ყურების დროს ადგილობრივ პაბებში. შეგხვდებათ სხვადასხვა გემოთი: ატმის, მოცვის, ჟოლოსი თუ გაგრის.

ბრინძას ყველი (bryndza)

ყველი შესაძლოა სახლში ვერ გაიყოლოთ, მაგრამ გირჩევთ ადგილზე აუცილებლად შეიძინოთ და დააგემოვნოთ. ის ეროვნული კერძების მთავარი ინგრედიენტია.

ტატრატეა

ესეც მორიგი სლოვაკური ალკოჰოლია, ლიქიორი, რომელსაც მცენარეული ჩაის ბაზაზე ამზადებენ. ის 6 სხვადასხვა გემოთ გვხვდება. ყველაზე ძლიერ ვარიანტს 72% ალკოჰოლი აქვს. მას ხშირად სვამენ მთაში ყოფნისას.

სიმინდის ქერქისგან დამზადებული თოჯინები

ეს ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები აქ საკმაოდ პოპულარულ სუვენირებად ითვლება. ისინი გვთავაზობენ სხვადასხვა პერსპექტივას სლოვაკეთის ქალაქგარეთ ცხოვრებაზე.

მცენარეული ჩაი

მცენარეული ჩაი აქ ძალიან პოპულარული სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც ყველა აფთიაქში და სუპერმარკეტში ნახავთ. ისინი ადგილობრივადაა წარმოებული და კომპანიები წლის მანძილზე 150 სხვადასხვა ტიპის ჩაის აწარმოებენ.

ჰორალკი

Horalky – სლოვაკური ვაფლის ტკბილეულია, რომელსაც “მთის ნამცხვარს” უწოდებენ. ის გვხვდება შოკოლადით, თხილით, რძით, ქოქოსით თუ ნუშით. მიწის თხილი ყველაზე ტრადიციული არჩევანია.