რა ვნახოთრჩევები და ბიუჯეტი

10 რამ რაც ანდორას შესახებ უნდა იცოდეთ

ანდორა უნიკალური პატარა ქვეყანაა, რომელიც საფრანგეთსა და ესპანეთს შორის, პირენეების მთებში მდებარეობს. მიუხედავად მცირე ზომისა, ამ ქვეყანას ბევრი საინტერესო ისტორია და თავისებურება აქვს. წარმოგიდგენთ 10 საინტერესო ფაქტს ანდორას შესახებ.

1. ანდორა ლონდონზე სამჯერ პატარაა

ანდორას საერთო ფართობი მხოლოდ 467.6 კვადრატული კილომეტრია. შედარებისთვის, ლონდონის ქალაქის ფართობი დაახლოებით 1 572 კვადრატული კილომეტრია. ეს ნიშნავს, რომ ანდორა ლონდონის ქალაქის ტერიტორიაზე სამჯერ მეტჯერ დაეტეოდა. ის მსოფლიოში რიგით მე-17 ყველაზე პატარა ქვეყანაა.

2. ანდორა ერთადერთი ქვეყანაა, რომლის ერთადერთი ოფიციალური ენა კატალონიურია

კატალონიური ენა კატალონიაშიც ოფიციალურია, თუმცა ანდორა ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანაა, სადაც ის ერთადერთი სახელმწიფო ენაა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე საუბრობს ფრანგულად და ესპანურად.

3. აქ უამრავი სათხილამურო ტრასაა

ანდორა ზამთრის სპორტისა და თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა. ყოველწლიურად ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობს შესანიშნავი სათხილამურო კურორტებისა და მთის ულამაზესი ხედების გამო. ანდორაში 290 კილომეტრზე მეტი სათხილამურო ტრასაა, რაც მას ზამთრის დასვენებისთვის განსაკუთრებულ ადგილად აქცევს.

4. ანდორას ტერიტორიის 9% იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია

ანდორას ყველაზე დიდი ბუნებრივი პარკი: მადრიუ-პერაფიტა-კლარორის ხეობა 2004 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. ის ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 9%-ს მოიცავს და გამოირჩევა მყინვარებით, ტყიანი ხეობებით, მწვანე მდელოებითა და კლდოვანი მთებით.

5. ანდორა-ლა-ველა ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქია

ანდორას დედაქალაქი ანდორა-ლა-ველა ზღვის დონიდან დაახლოებით 1 023 მეტრზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ ის ევროპის ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქად ითვლება.

6. ანდორას მოსახლეობის მხოლოდ მესამედია ქვეყნის მოქალაქე

ანდორას მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი ქვეყნის მოქალაქე არ არის. აქ მცხოვრებ უცხოელთა დიდი ნაწილი ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და პორტუგალიიდანაა. მოსახლეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი ესპანელებს წარმოადგენს.

7. ანდორა ევროკავშირისა და ევროზონის წევრი არ არის

მიუხედავად იმისა, რომ ანდორაში ოფიციალურად ევრო გამოიყენება, ქვეყანა არც ევროკავშირის და არც ევროზონის წევრია. საინტერესოა ისიც, რომ ანდორას საკუთარი ეროვნული ვალუტა არასდროს ჰქონია, ევროს შემოღებამდე აქ ესპანურ პესეტასა და ფრანგულ ფრანკს იყენებდნენ.

8. ანდორას მთავარი შემოსავლის წყარო ადრე თამბაქოს წარმოება იყო

დღეს ანდორას ეკონომიკის მთავარი მიმართულება ტურიზმია, განსაკუთრებით ზამთრის სპორტი და სათხილამურო კურორტები. თუმცა ყოველთვის ასე არ ყოფილა: წარსულში ქვეყნის ეკონომიკაში თამბაქოს წარმოებას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ამ ისტორიის გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ თამბაქოს მუზეუმს, რომელიც სანტ ჟულია დე ლორიაში მდებარეობს.

9. ანდორას საკუთარი აეროპორტი არ აქვს

ანდორა მსოფლიოს იმ იშვიათ ქვეყნებს შორისაა, რომელსაც საკუთარი აეროპორტი არ გააჩნია. ქვეყანაში მოხვედრა მხოლოდ სახმელეთო გზით, საფრანგეთიდან ან ესპანეთიდან არის შესაძლებელი. უახლოეს საერთაშორისო აეროპორტებს შორისაა ტულუზის აეროპორტი საფრანგეთში და ბარსელონას აეროპორტი ესპანეთში.

10. ანდორა სიცოცხლის ხანგრძლივობით მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა

ანდორა სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. მოცემული მონაცემების მიხედვით, მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 80 წელია, ხოლო ქალების - 84 წელი. ქვეყნის მთიანი გარემო და ცხოვრების წესი ხშირად უკავშირდება მის ჯანსაღ იმიჯს.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ანდორაანდორა
ანდორა26 ნოე 2026

10 საუკეთესო აქტივობა ანდორაში

საფრანგეთსა და ესპანეთს შორის მოქცეული ანდორა მსოფლიოში სიდიდით რიგით მე-17 ყველაზე პატარა ქვეყანაა, თუმცა აქ უამრავი საინტერესო ადგილის აღმოჩენას შეძლებთ. მუზეუმები…

ანდორაანდორა
ანდორა19 იან 2024

10 ღირსშესანიშნაობა ანდორაში

ანდორას ღირსშესანიშნაობები: დედაქალაქი ანდორა ლა ველა, ვალნორდი, სპა-კომპლექსი კალდეა, ორდინო, ხეობა მადრიუ და მერიჩელის სავანე.

ესპანეთიესპანეთი
ესპანეთი18 ნოე 2026

ბარსელონას ცნობილი ბაზარი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ბაზრებს შორის დასახელდა

ახალი ზღვის პროდუქტები, იბერიული ლორი, ტრადიციული კერძები და ფერადი ხილის წვენები: ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაზარი ამ ქალაქში მოგზაურობისას აუცილებლად…

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე
Habinetჯგუფის კომპანიები