საფრანგეთისა და ესპანეთის მთებს შორის მდებარე ანდორა პატარა ქვეყანაა, მთიანი ლანდშაფტით, რომელსაც ხშირად ამ ორი ქვეყნის სამოგზაურო გეგმაში არ ითვალისწინებენ და სულ ტყუილად. ანდორა როგორც წესი, ევროპელებში ზამთრის მიმართულებადაა ცნობილი სათხილამურო გზებით, ლაშქრობით და სამთო სპორტის მრავალფეროვნებით.

ანდორა ბარსელონადან და ტულუზიდან 3 საათის გზაზე მდებარეობს და იდეალური ერთდღიანი ტურის საშუალებაა ორივე შემთხვევაში. ბევრი ვიზიტორისთვის, მთავარი ღირსშესანიშნაობაა დედაქალაქი ანდორა ლა ველა. ის პატარაა ფეხით გამოსაკვლევად და ბევრ საინტერესო რამეს გპირდებათ, მაგალითად შუასაუკუნოვან ეკლესიებს, დროში საოცრად შენახულს.

1. დედაქალაქი: ანდორა ლა ველა
ანდორას დედაქალაქი დატვირთული ტურისტული მიმართულებაა. ზღვის დონიდან 1029 მეტრზე მდებარე ანდორა ლა ველა მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლესი დედაქალაქია. თუმცა, ამავდროულად ის ყველაზე პატარაცაა. აქ 23000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის მთავარ ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში ყველანაირ ნივთს შეიძენთ. აქვეა გალერეები და კაფე-რესტორნები. აუცილებლად ეწვიეთ მე-12 საუკუნის ესტევის ეკლესიას.

2. ზამთრის საოცრებათა ქვეყანა: ვალნორდი
Vallnord – პირენეებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ზამთრის სპორტის მიმართულებაა, სადაც მოგზაურები მთელი ევროპიდან ჩამოდიან. აქ სამი უნიკალური კურორტია: არკალისი, პალი და არინსალი. სასრიალო ბილიკები ერთმანეთს საბაგიროთი და გონდოლათი უკავშირდებიან.

3. წმ. ხოან დე კასელესის ეკლესია
ულამაზესი სოფლის ჩრდილოეთით მდებარე ეკლესია: Església de Sant Joan de Caselles ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული რომანული სტილის ეკლესიაა, რომელიც ძველი ქვის შენობაში მდებარეობს. ის გასაოცარი ფრესკებით და მხატვრობებით გამოირჩევა.

4. კალდეა
ანდორა ლა ველას გულში მდებარე Caldea-ს სპა კომპლექსი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სპა ცენტრია, გასაოცარი შუშის პირამიდის კოშკით. აქ სხვადასხვა წყლის და სილამაზის პროცედურების დიდი მრავალფეროვნება დაგხვდებათ. კალდეას აქვს საკმაოდ ბევრი ლაგუნა როგორც გადახურული, ასევე ღია. ისარგებლებთ საუნათი და ჯაკუზით. მინერალებით მდიდარი თბილი წყლების გამო აქ ვიზიტი ძალიან სასარგებლო გამოცდილება იქნება.

5. მირადორის გადმოსახედი ორდინოში
Mirador Roc del Quer viewpoint – მთაზე მოწყობილი ულამაზესი გადმოსახედია და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ხედებით გამოირჩევა. ასასვლელი გზა და მაღლა მოწყობილი გადმოსახედი სრულიად უსაფრთხოა და თანამედროვე სტანდარტებითაა შესრულებული.

6. ორდინო
ანდორას ულამაზესი პატარა ქალაქი ორდინო ძალიან მშვიდი და ფოტოგენური მიმართულებაა. მისი წყნარი ქუჩები, მაღაზიები, ელეგანტური სასტუმროები და ძველი ეკლესიები სასიამოვნო მოსავლელია. აუცილებლად მოინახულეთ შთამბეჭდავი ფოსტის და მინიატურული ნივთების მუზეუმებიც.

7. პატარა ქალაქი ესკალდესი
Les Escaldes – რამდენიმე წუთის სავალ გზაზეა დედაქალაქიდან, ანდორა ლა ველადან. აქ ძალიან ბევრი ცხელი წყარო და მინერალური წყლებია. ამიტომაც, უძველესი დროიდან აქ სამკურნალო მიზნებით ჩამოდიოდნენ. მოიარეთ მისი ძველი ციხესიმაგრე და ისტორიული ხიდი ხედებით ძველ ქალაქზე. აქ მდებარეობს ხელოვნების მუზეუმიც – Thyssen Museum, სადაც მონეს, მატისეს და გოგენის ნამუშევრებს იხილავთ.

8. ეროვნული ავტომობილის მუზეუმი
ანდორას გეოგრაფიულ ცენტრში ქალაქი ენკამპი Encamp-ი მდებარეობს. ამ ქვეყნის დათვალიერებას აქედანაც კი იწყებენ. მისი ულამაზესი უბანი წარმოგვიდგენს საოცარ ძველ ნაგებობებს სადაც დღეს კაფე-რესტორნები და მაღაზიებია. ზამთარში კი ეს ქალაქი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სათხილამურო ცენტრად იქცევა. აღსანიშნავია ენკამპის ეროვნული ავტომობილის მუზეუმი კლასიკური ვინტაჟური მანქანებით, მოტოციკლეტებით და ველოსიპედებით.

9. მადრიუ-პერაფიტა-კლარორის ველი
Madriu-Perafita-Claror Valley – ანდორას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცული ტერიტორიაა, რომელიც მთელი ქვეყნის 10 პროცენტს იკავებს. დიდი მნიშვნელობის გამო ის მთელი ნაციის სულად და გულად იქცა და ულამაზეს ნახატს წააგავს. ველი მოიცავს სპეციალურ საფეხმავლო ბილიკებს და კომფორტული ლაშქრობის გამოცდილებას შეგძენთ.

10. ანდორას წმინდა დედის ეკლესია
წმინდანი Our Lady of Meritxell – ქვეყნის სულიერი დედა და წინამძღოლია. მის საპატივცემულოდ ყოველწლიურად ანდორაში ფესტივალიც იმართება. ეს რომაული კათოლიციზმის წმინდანი წარმოდგენილია ძვირფასი ქანდაკებით, რომლის რეპლიკაც ამ ტაძარში ინახება.ეზო და ტაძრის არქიტექტურა ცალკე იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას.











