რავენა სხვა იტალიურ ქალაქს არ ჰგავს. მისი გასაოცარი მოზაიკები სუნთქვაშეკრულს დაგტოვებთ. რავენას პორტი რომაული პერიოდიდან მოყოლებული ყოველთვის მნიშვნელოვანი ბაზა იყო. რამდენი ხნითაც არ უნდა ეწვიოთ რავენას, აუცილებლად იტყვით, რომ ის იტალიის გამორჩეულად უნიკალური ადგილია.
Neonian Baptistery/ნეონური ბაპტისტერია
ეს არაჩვეულებრივი ადგილია რომ რავენას მონახულება დაიწყოთ. მეხუთე საუკუნის ეს ბაპტისტერია ქალაქის გულში მდებარეობს. ის უძველესია რავენაში და ადრეული ქრისტიანული ბაპტისტერიის საუკეთესო ნიმუშია. გუმბათის შიდა მხარე სრულად მოზაიკითაა მორთული.
მისამართი: პიაცა დუომო 1
San Vitale/სან ვიტალე
ეს ტაძარი მეექვსე საუკუნეში აშენდა და ადრეული ქრისტიანულ-ბიზანტიური არქიტექტურის საუცხოო ნიმუშია დასავლეთ ევროპაში. აქაც მთლიანი დეკორაცია მოზაიკითაა შესრულებული. ისინი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული მოზაიკებია მსოფლიოში.
მისამართი: Via Argentario 22
Mausoleum of Galla Placidia/გალა პლაციდიას მავზოლეუმი
სან ვიტალეს სიდადის შემდეგ შეაბიჯეთ გალა პლაციდიას საოცარ მავზოლეუმში. დააკვირდით მოზაიკისგან შექმნილ გამოსახულებებს და მარმარილოს სარკოფანგს. იუნესკოს მასალებში ის აღწერილია როგორც “იდეალურად შემონახული მონუმენტი.”
მისამართი: Via Argentario 22
Museo Nazionale/ეროვნული მუზეუმი
ეს მუზეუმი ყოფილ ბენედიქტურ მონასტერში მდებარეობს და წარმოგვიდგენს მოჩუქურთმებული სპილოს ძვლების, რენესანსის პერიოდის ქსოვილების და ანტიკური იარაღების ბრწყინვალე კოლექციას. მუზეუმის საგანძური იუნესკოს სიებშიც შედის.
მისამართი: Via San Vitale 17
Arcivescovado/არქიეპისკოპოსის სასახლე
რავენას მორიგი ისტორიულად მნიშვნელოვანი ძეგლია ეს არქიეპისკოპოსის სასახლე, რომელიც მეექვსე საუკუნეში აშენდა და ბერძნული ჯვრის ფორმა აქვს. აქაც შეხვდებით ძვირფას მოზაიკებს.
მისამართი: Piazza Arcivescovado 1
Tomb of Theodoric/თეოდორის სამარხი
როდესაც მოზაიკის თვალიერებაში თვალები და კისერი დაგეღლებათ, რავენას მორიგ ღირსშესანიშნაობას ეწვიეთ, რომელიც რომის ქუჩის ბოლოში მდებარეობს. ის ადრეული მე-6 საუკუნის სამარხია მონუმენტური შენობით. რომაული არქიტექტურის ეს ღირსეული ნიმუში შეგიძლიათ ფეხით მოინახულოთ ან გაყვეთ რკინიგზის სადგურიდან 5, 18 ან 90 ნომერ ავტობუსებს.
მისამართი: Via delle Industrie 14
Sant’ Apollinare in Classe/წმ. აპოლინერის ტაძარი
რავენას ცენტრიდან 6 კილომეტრში, კიდევ ერთი გამორჩეული ტაძარი მდებარეობს პირდაპირ რავენას ანტიკურ რომაულ პორტთან. თუ გგონიათ, რომ რავენას მოზაიკის თვალიერება დაასრულეთ, ცდებით, რადგანაც აქ კიდევ სხვა ნიმუშებიც იმალება.
მისამართი: Via Romea Sud 224
San Giovanni Evangelista/სან ჯოვანი ევანჯელისტა
ამ ეკლესიის დიდი ნაწილი სამწუხაროდ ბომბებმა გაანადგურეს, მაგრამ ომის შემდეგ ის ახლიდან ააგეს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი თაღი ორიგინალი აქვს შემორჩენილი. შემორჩენილი მოზაიკებიდან ჩანს მისტიკური ცხოველები, შუასაუკუნეების და ისტორიული სცენები.
მისამართი: Via Carducci 10
Mirabilandia/მირაბილანდია
ეს იტალიის უზარმაზარი გასართობი პარკია, სადაც ყველა ასაკისთვის განკუთვნილი ატრაქციონები დაგხვდებათ. მირაბილანდიაში მდებარეობს ევროპაში სიდიდით რიგით მეორე ეშმაკის ბორბალი – Eurowheel, რომელიც 90 მ. სიმაღლისაა. აქ ნახავთ მოტოციკლეტების ბრენდის, დუკატის სამყაროსაც.
მისამართი: Savio