ტუნისი შესაძლოა ჩრდილოეთ აფრიკის ყველაზე პატარა ქვეყანაა, მაგრამ ის კომპაქტურ ტერიტორიაზე გასაოცარ მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. აქ ხმელთაშუაზღვის სანაპირო ზოლი, კუნძული ჯერბა, დიუნები, ჯებილის ეროვნული პარკი, საჰარას უდაბნო და ყურეებია. შენი მეგზური ტუნისის რჩეულ ადგილებს წარმოგიდგენთ:
1. ქალაქი ტუნისი
ხმელთაშუაზღვიური და ევროპული გავლენებით ცნობილი ქალაქი ტუნისი გვთავაზობს ყველაფერს, რაც კი შეიძლება რომ ჩრდილოეთ აფრიკულ დედაქალაქს მოვთხოვოთ. ამ ისტორიულ მეტროპოლისში, რომელიც არაბმა მმართველებმა დაარსეს, შთამბეჭდავი შუა საუკუნეების მედინა მდებარეობს. სამზარეულო დინამიური და გემოებით გაჯერებულია. ლეგენდარული ბარდოს მუზეუმი კი ადგილობრივი კულტურის 3000 წლის ისტორიას გვიყვება. ეწვიეთ კართაგენის ნანგრევებს, რომელიც იულიუს კეისარმა ახლიდან ააგო.

2. კაპე ბონი (CAPE BON)
კაპე ბონის ნახევარკუნძული სავსეა პატარა სათევზაო პორტებით, ციტრუსისა და ზეთისხილის ხეებით და ვენახებით, რომლებიც ქვეყნის ღვინის 80%-ს აწარმოებენ. აქ ივნისიდან სექტემბრამდე ფასები იზრდება, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე მცირდება.

3. ბიზერტე (BIZERTE)
აფრიკის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი ბიზერტე საუკეთესო ტუნისურ ატმოსფეროს წარმოგვიდგენს. ტურიზმისა და თანამედროვე განვითარების წნეხის მიუხედავად, ქალაქის ისტორიული ცენტრი მის ხასიათს ინარჩუნებს. გაატარეთ დრო მედინის და ძველი პორტის გარშემო და შეიგრძენით რეალური ტუნისი. კაიაკით სარგებლობის შემთხვევაში ქალაქს წყლიდანაც დაათვალიერებთ. იხილეთ საზღვაო მუზეუმი და ესპანური ციხესიმაგრე.

4. დუგა (DOUGGA)
დუგა იუნესკოს სიაში შეტანილი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული რომაული ქალაქია ჩრდილოეთ აფრიკაში. ამ ტერიტორიაზე არსებულ მეორე საუკუნის თეატრს 3500 მაყურებლისთვის აქვს ადგილი. გზას შთამბეჭდავი კაპიტოლისკენ მივყავართ, სადაც იუპიტერისადმი მიძღვნილი საყდარი მდებარეობს. მავზოლეუმი კი მეოცე საუკუნეშია აღდგენილი.

5. სუსე (SOUSSE)
ტუნისის სიდიდით რიგით მესამე ქალაქი სუსე ტუნისის ტოპ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს აერთიანებს. მათ შორისაა შუასაუკუნეების მედინა და არქეოლოგიური მუზეუმი. მნიშვნელოვანია ბაბ ელ ჯედიდის ბაზრობაც.

6. ელ ჯემი (EL JEM)
ელ ჯემი ძვირფასი ანტიკური მოზაიკებითაა ცნობილი, რადგანაც რომაული პერიოდით თარიღდება. მისი იუნესკოს სიაში შესული ამფითეატრი რომაულ საგანძურებში სიდიდით რიგით მეოთხე თეატრია. მესამე საუკუნეში აშენებული ეს თეატრი 30 000 მაყურებელს იტევს და ერთ დროს გლადიატორთა ორთაბრძოლებსაც მასპინძლობდა.

7. ჯერბა (DJERBA)
ტუნისის სამხრეთში მდებარე ულამაზესი კუნძული ჯერბა პოპულარული დასასვენებელი მიმართულებაა. აქ აღმოაჩენთ გამორჩეულ არქიტექტურას, ხელნაკეთ ნივთებს და უნიკალურ სამზარეულოს. ეწვიეთ ტრადიციული მემკვიდრეობის მუზეუმს, რათა კუნძულის ტრადიციების შესახებ მეტი შეიტყოთ.

8. ტოზორი და დუკი (TOZEUR & DOUK)
ტუნისის “ოაზისი ქალაქები” ტოზორი და დუკი განსაკუთრებულ ბუნებას და უდაბნოებში გასეირნების საშუალებას იძლევა. აქ შეძლებთ ჯებილის ეროვნული პარკის მონახულებას და აქლემების ტურის აღებასაც.

9. მატმატა და ტატაუინი (MATMATA & TATAOUINE)
სამხრეთ ტუნისის ლანდშაფტები საოცრად კინემატოგრაფიულია და “ვარსკვლავური ომების” კადრების ინსპირაციაც გამხდარა. აქ უნიკალური ფორმის სოფლები შემოგეგებებათ, იხილავთ სახლებს გამოქვაბულებში და შეიძენთ ადგილობრივ ნაწარმს.











