ტუნისი ბერვ მოგზაურს იზიდავს რომაული ქალაქებით, მედინებით, ფოტოგენური წყლისპირა სოფლებით და მრავალფეროვანი ბუნების სილამაზით. ჩვენ აქ 14 საუკეთესო გამოცდილების მიღებას გირჩევთ:
1. ისეირნეთ ანტიკურ ქალაქებში
ტუნისი ცნობილია სხვადასხვა ტიპის ატმოსფეროთი და დაცემული იმპერიების აღზევებით. აქ საუცხოოდ შემონახული აბანოები, საყდრები და თეატრებია. იუნესკოს სიაში შემავალ კაირუანს (Kairouan) ტრადიციული მედინები და ისტორიული ძეგლები აქვს, მათ შორის დიდი მეჩეთი.
2. მოინახულეთ მედინა
ტუნისის გარშემო არსებული ქალაქების მედინები საინტერესოა გამოსაკვლევად. აქ ორი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შემავალი მედინები მდებარეობს.
3. შეიძინეთ თიხის ნივთები
ჩრდილოეთ ტუნისიის მწვანე მთებში მდებარე სეჯნანი (Sejnane) პატარა ქალაქია სადაც არაა სასტუმროები და ტურიზმიც განვითარებული არაა. მისი თიხის ნაწარმი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. დაათვალიერეთ ხელნაკეთი, ქალების მიერ დამზადებული და მოხატული ფიგურები და ჭურჭელი.
4. გაყევით გზას საჰარას უდაბნოში
აქ შეგიძლიათ აისრულოთ ოცნება და აქლემზე ამხედრებულებმა გაისეირნოთ საჰარას უდაბნოში. დუზი (Douz) საუკეთესო ადგილია საჰარას ტურის ასაღებად.
5. აღმოაჩინეთ მსოფლიოს უძველესი მეჩეთები
კაირუანის დიდი მეჩეთი ჩრდილოეთ აფრიკაში უდიდესი მეჩეთია. მიუხედავად იმისა, რომ ეხლანდელი შენობა მე-9 საუკუნით თარიღდება, თავდაპირველად ის 670 წელს აშენდა. ექსტერიერი მორთულია ორნამენტებით, ხოლო ეზოში შადრევანი და 414 თაღია.
6. მიეფიცხეთ მზეს კაპ ბონში
ზაფხულში ტუნისიდან ყველა სანაპიროზე გარბის. აქ 1000 კმ-ზე გრძელი ხმელთაშუაზღვიური სანაპირო ზოლია. ტუნისი ულამაზეს სანაპიროებს გვთავაზობს. მაგრამ, მათგან საუკეთესოა – Cap Bon.
7. დაივინგი წითელ რიფებში
ტაბარკა ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია სკუბა დაივინგისთვის. მის ულამაზეს რიფებს იხილავთ შემდეგ ლოკაციებზე: Roches de Mérous და La Grotte aux Pigeons.
8. მოინახულეთ “ვარსკვლავური ომების” ლოკაციები
ტუნისის საჰარას რეგიონში “ვარსკვლავური ომების” ბევრი ლოკაცია მდებარეობს. მათ შორისაა: Chott el Djerid და Mos Espa. სწორედ ტუნისშია გამოგონილი პლანეტა ტატუინი.
9. დააგემოვნეთ ზღვის პროდუქტები ბიზერტეში
ტუნისში ზღვის პროდუქტები საქვეყნოდ განთქმულია. ერთ-ერთი კერძია ბრიკი, რომელსაც კარტოფილს და კვერცხს აყოლებენ.
10. მოინახულეთ ელ ჯემ რომანის ამფითეატრი
ეს უძველესი სპორტული არენა აქ დღემდე მედიდურად დგას და ვიზიტორებს ხიბლავს. ის მსოფლიოს სიდიდით რიგით მესამე რომაული კოლიზეუმია. ამ ამფითეატრში 35000 ადამიანი ეტეოდა.