ესბერგი დანიის სიდიდით რიგით მეხუთე ქალაქია, ჯუთლენდის დასავლეთ სანაპიროზე, კუნძულ ფანოს მოპორდაპირედ. აქ დანიის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩრდილოეთის ზღვის ნავსადგური და უდიდესი სათევზაო პორტია. ესბერგში ბევრი ღირსშესანიშნაობა და სანახაობაა, მათ შორის უნიკალური არქიტექტურა, შთამბეჭდავი მუზეუმები და სანაპიროები.
ვადენის ზღვის ეროვნული პარკი
Wadden Sea National Park – ეს დანიის უახლესი და უდიდესი ეროვნული პარკია სუფთა სანაპიროებით და ნაკრძალებით. საინტერესოა ჩიტების დასაკვირვებლად და ველური ბუნების გამოსაკვლევად.
ვიკინგების მუზეუმი
Ribe Viking Museum – დანიის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ვიკინგების ისტორიის მოყვარულთათვის. აქ ვიზიტორებს საშუალება აქვთ ვიკინგების ხანის ცხოვრება გამოსცადონ.
საზღვაო მუზეუმი
Man Meets the Sea and Fisheries & Maritime Museum – ესბერგის საკულტო ძეგლია. აქ 9 მ. სიმაღლის სკულპტურები ვადენს და ჩრდილოეთ ზღვას გადაჰყურებენ. იდეის მიხედვით აქ ადამიანები ხვდებიან ბუნებას და მათი მონახულებისას მისტიკურ აურას თავადაც იგრძნობთ.
მისამართი: Saltvandsakvariet -Tarphagevej 2
ხელოვნების მუზეუმი
Kunstmuseum – დანიელი მხატვრების და სკულპტორების დიდ კოლექციებს აერთიანებს. მის სიახლოვეს მდებარეობს ესბერგის მუნიციპალური პარკი, სადაც იხილავთ წყლის კოშკს, აშენებულს მე-19 საუკუნეში. ღიაა ყოველდღე და გვთავაზობს ხედებს ნავსადგურზე.
ესბერგის მუზეუმი
წყლის კოშკიდან 10 წუთის ფეხით სავალ გზაზე ქალაქის ისტორიას მისი სახელობის მუზეუმში გაეცნობით. აქ ასევე ნახავთ ქარვის გასაოცარ კოლექციას. მას “დანიურ ოქროსაც” კი უწოდებენ.
მისამართი: Torvegade 45
კუნძული ფანო
Fanø island – ესბერგიდან ბორნით 12 წუთის სავალ გზაზეა და ძალიან პოპულარულ კუნძულს წარმოადგენს. მისი საოცარი სიმშვიდე მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს თავისი სანაპიროებით, სასეირნო ბილიკებით და მეორე მსოფლიო ომის ნაშთებით.
მარბაეკის ნაკრძალი
Marbæk Nature Park – ესბერგიდან 12 კილომეტრში მდებარეობს და მრავალფეროვან გარე აქტივობებს გვთავაზობს, მათ შორის ლაშქრობას, ველოსიპედებს და ცხენებით ჯირითს. აქ ასევე აღმოაჩენთ ულამაზეს სანაპიროებს და სუფთა ქვიშის დიუნებს.
რაიბის კათედრალი
Ribe Domkirche – ძველ უბანში აუცილებლად მოინახულეთ ეს საოცარი კათედრალიც. ის პირველი ქრისტიანული ტაძარია დანიაში. მიუხედავად იმისა, რომ ხანძარმა მნიშვნელოვნად დააზიანა, ის აღადგინეს და ახლა სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს აერთიანებს.
მოინახულეთ სილკებორგი ან ლიმფიორდი
ესბერგის სიახლოვეს 2 მშვენიერი ადგილი მდებარეობს, რომლის მონახულებაც შეგიძლიათ. Silkeborg – ტბაზე მდებარე დანიური ქალაქია ბულვარით და რეკრეაციული ზონით. ლიმფიორდში (Limfjord) ლამაზი ბუნების ლანდშაფტები და მშვიდი წყალი დაგხვდებათ. ეს ადგილი ბევრ პოეტს და მწერალს შთააგონებდა საუკუნეების მანძილზე.