იაპონიის დიდი ქალაქებისგან განსხვავებით, ფუკუოკა განსაკუთრებული ხასიათის ქალაქია. აქ აეროპორტიდან საოცარი მეტროს ხაზით ქალაქში 6 წუთში მოხვდებით. ადვილად მოსავლელი ქუჩებით, სარესტორნო კულტურით და რამდენიმე მიმზიდველი ღირსშესანიშნაობებით ცნობილი ფუკუოკა იაპონური თავგადასავლების ახალი წერტილია.
1. მიირთვით ქალაქია იატაის ქუჩის საკვებ დახლებზე
იატაი (yatai) საუკეთესო ადგილია, სადაც ფუკუოკას გასაოცარ საკვებ კულტურას გამოცდით. ეს დახლები მხოლოდ მისართმევად არაა, ის სოციალური ინტერაქციის და თავშეყრის ადგილია.

2. ჩაიარეთ ჰაკატა კავაბატა-დორის სავაჭრო ქუჩაზე
აქ 100-ზე მეტი მაღაზია დაგხვდებათ, სამოსი, ნივთები თუ ახალი პროდუქცია. 130 წლის ისტორიის მქონე ფუკუოკას უძველესი სავაჭრო ქუჩა 400 მეტრი სიგრძისაა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ნოსტალგიას იწვევს. მაღაზიები აქ მოგვიანებით იხსნება, ამიტომაც დილით ადრე ნუ ეწვევით.

3. პატივი მიაგეთ კულტურას დაზაიფუს საყდარში
Dazaifu Tenman-gū Shrine 1100 წლოვანი ისტორიით გამოირჩევა და სწავლების, კულტურისა და ხელოვნების ადგილია. ის განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებში, რომლებიც კარგი ქულების მიღებაზე ლოცულობენ გამოცდების პერიოდში. სივრცე განსაკუთრებით ლამაზია მაშინ, როცა 6000 ქლიავის ხეს ყვავილობის სეზონი უდგას, ადრეულ გაზაფხულზე.

4. გადმოხედეთ ქალაქს ფუკუოკას კოშკიდან
234 მ. სიმაღლის ფუკუოკას კოშკი იაპონიის უმაღლესი ზღვისპირა კოშკია, რომელიც ქალაქზე, ზღვაზე და მთაზე პანორამულ ხედებს გვთავაზობს. კოშკი განსაკუთრებით შთამბეჭდავია ღამით სპეციალური განათებების ფონზე. თუ კოშკზე არ ახვალთ, დატკბით ნიშის პარკში 1300 ალუბლის ხის სილამაზით.

5. მიირთვით ჰაკატა რამენი და სხვა რეგიონული გემრიელობები
ჰაკატა რამენი ტიპური იაპონური რამენის კერძია, რომელიც აქ ძალიან პოპულარულია. ასევე, გირჩევთ მენტაიკოს (mentaiko) და მოცუნაბეს (motsunabe) დაგემოვნებას.

6. გაისეირნეთ ოჰორის პარკში
დღის საათებში ოჰორის პარკი (Ōhori Park) სარელაქსაციო სამოთხეა ფუკუოკაში მცხოვრებთათვის, რათა ყოველდღიურობას გაექცნენ. აქ სიმწვანე, გუბურები და სიმშვიდეა, რაც მას პოპულარულ ურბანულ გასაქცევად აქცევს.

7. მოინახულეთ წამოწოლილი ბუდა ნანზოინის საყდარში
როგორც წესი, წამოწოლილი ბუდას სკულპტურები აზიაშია გავრცელებული, მაგრამ მას იაპონიაში, ფუკუოკაშიც შეხვდებით. ის 1995 წელს ნანზოინის საყდრის (Nanzōin Temple) ტერიტორიაზე ააგეს. ამბობენ, რომ ბუდას ფეხის ტერფზე შეხება იღბლის მომტანია. საყდარი ღიაა 24/7-ზე.

8. შოპინგი კანალ სიტიში
Canal City ფუკუოკას მოდის მნიშვნელოვანი სივრცეა. ამ 5 სართულიან სავაჭრო ქალაქში 180 მ სიგრძის წყლის არხი გადის. ნახავთ როგორც საერთაშორისო ბრენდებს, ასევე საკვებ სივრცეებს და გასართობ კომპლექსს.











