როცა საქმე მსოფლიოს უდიდეს ქალაქებს ეხებათ, ტოკიო ერთ-ერთი გამორჩეულია. მას სწრაფი, თანამედროვე ენერგია აქვს. იაპონიის დედაქალაქი აზიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსანახულებელი ადგილია. ტოკიოს კულტურული მხარე ტოპ ღირსშესანიშნაობებს აერთიანებს: მუზეუმებს, გემრიელ სამზარეულოს, სპორტ კლუბებს, თეატრებს და სხვა საღონისძიებო დარბაზებს. ჩვენ 16 საუკეთესო ადგილს გირჩევთ:

1. Meiji Shrine: დატკბით ბუნებით და ხელოვნებით

ეს საყდარი იმპერატორ მეიჯის და მის ცოლს, შოკენს ეძღვნებათ. ის დღეს ტოკიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ძეგლია. ულამაზესი ტყით გარშემორტყმულ სივრცეში მის გარდა იხილავთ მუზეუმს, მემორიალს და ბაღს ჩაის სახლით.

მისამართი: 1-1 Yoyogikamizonocho

2. Shinjuku Gyoen National Garden: დაათვალიერეთ ულამაზესი იაპონური ბაღი

ამ ტრადიციულ ბაღში 1500 ალუბლის ხე ყვავილობს. გაიარეთ ტოკიოს ისტორიულ მიწაზე, ეროვნულ ბაღში რომელიც ქვეყნის ყველაზე ლამაზ ბაღად ითვლება. აქ ნახავთ ფრანგულ, ინგლისურ და იაპონურ სივრცეებს, პავილიონებს, კვიპაროსებსა და ტიტებს.

მისამართი: 11 Naitomachi

3. Ueno Park & Ueno Zoo: გაისეირნეთ ზოოპარკში

სამოთხის მსგავსი ოაზისი დატვირთული ტოკიოს გულში – ეს უენოს პარკია. ის ქალაქის უდიდესი მწვანე სივრცეა და ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. სწორედ ამ ბუნების გარემოცვაში ბევრი საყდარი და მუზეუმია გამოსაკვლევი. უენოს ზოოპარკი იაპონიის უძველესი ზოოპარკია, ცნობილი პანდების სახლით. მისი აკვარიუმი კი აზიის უდიდესი აკვარიუმია.

მისამართი: 9-83 Uenokoen

4. Sensō-ji Temple: ეწვიეთ საყდარს

ეს საუკუნოვანი საყდარი ტოკიოს ასაკუსას გამზირზე მდებარეობს, სადაც გრძელი ქუჩის ბაზრობა ეწყობა და სხვადასხვა ნივთები იყიდება. თუ საყდართან განთავსებულ ყუთებში ხურდას ჩააგდებთ, ის ქაღალდს მოგცემთ, სადაც თქვენი ბედის შესახებ მინიშნება ეწერება. თუ საყდარს ღამით ეწვევით, განსაკუთრებულად განათებული და ნაკლები ხალხით დაგხვდებათ.

მისამართი: 2 Chome-3-1 Asakusa

5. Ginza District: იშოპინგეთ

ესაა სამოთხე შოპინგის მოყვარულთათვის ასობით მაღაზიით და რესტორნით მსოფლიოს უდიდეს საფეხმავლო ზონაში. გინზა ტოკიოს დატვირთული არეალია და ისეთივე საკულტოა, როგორც თაიმს სკვერი ნიუ იორკში. ის საუკუნეების მანძილზე იყო ქვეყნის კომერციული ცენტრი. უიქენდებზე აქ ყველა მაღაზია იღება და მანქანებისთვის გზა იკეტება, ღამით კი უამრავი ნეონის განათებაც ემატება.

6. Tokyo Skytree: გადმოხედეთ ქალაქს

ეს ქვეყნის უმაღლესი სტრუქტურაა, რომელიც დაგახვედრებთ პანორამულ გადმოსახედებს და რესტორანს. 634 მეტრი სიმაღლის საკომუნიკაციო და სადამკვირვებლო კოშკი 2012 წელს გაიხსნა და ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ღირსშესანიშნაობა გახდა.

მისამართი: 1 Chome-1-2 Oshiage

7. ōkyō Kokuritsu Hakubutsukan: დაათვალიერეთ ტოკიოს ეროვნული მუზეუმი

აქ ისტორიული იაპონური სამოსის უდიდესი კოლექცია ინახება. იაპონურის გარდა, იხილავთ ჩინურ და ინდურ ეროვნულ საგანძურსაც. აქ ისტორიული იარაღიცაა წარმოდგენილი. არ გამოგრჩეთ იაპონური მხატვრობა მე-14 საუკუნემდე და ულამაზესი ტრადიციული იაპონური ბაღი.

მისამართი: 13-9 Uenokoen

7 ტოპ ხელოვნების მუზეუმი ტოკიოში

8. Imperial Palace: ტური საიმპერატორო სასახლეში

ეს მე-17 საუკუნის სასახლე ცნობილია ისტორიული კედლებით, ხიდით, კარიბჭით და ბაღით. საიმპერატორო სასახლეში ტურები ხელმისაწვდომია, ამისათვის უნდა დარეგისტრირდეთ.

მისამართი: 1-1 Chiyoda

9. Miraikan & Edo-Tokyo Museums: მოიხიბლეთ მიღწევებით

მირაკაინის მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიზიტორები შეისწავლიან ყველაფერს მიწისძვრაზე, ამინდზე, ენერგიებზე, რობოტიკაზე და აშ. ტოკიოს ერთ-ერთი უახლესი მუზეუმი იაპონიის წამყვან როლზე გვიყვება ტექნოლოგიებში. ედო-ტოკიოს მუზეუმი კი რეგიონის მდიდრულ წარსულს, აწმყოს და მომავალს აერთიანებს.

მისამართი: 2-3-6 Aomi

10. Kokuritsu Kagaku Hakubutsukan: ბუნებისა და მეცნიერების ეროვნულ მუზეუმში ისიამოვნეთ სანახაობით

ეს თანამედროვე მუზეუმი ცხოველებზე და ბუნებაზე ინფორმაციას გვთავაზობს. ის უენოს პარკში მდებარეობს და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მუზეუმია. აქ ბევრი ინტერაქციული გამოფენაა სხვადასხვა მეცნიერულ მიღწევებზე. ფიტულების სახით იხილავთ პრეისტორიულ არსებებს; დაათვალიერებთ ძველ იაპონურ კოსტიუმებს.

მისამართი: 7-20 Uenokoen

11. National Art Center: ისიამოვნეთ კოლექციებით

ეროვნული ხელოვნების ცენტრი ტოკიოს მორიგი მსოფლიო დონის მუზეუმია. ის 2007 წელს გაიხსნა, მაგრამ მისი გასაოცარი მხატვრული ნიმუშებით ღირსეული რეპუტაცია მოიპოვა. მეოცე საუკუნის ძვირფასი ნახატების გარდა, აქ თანამედროვე ხელოვნების მნიშვნელოვანი ნიმუშებიცაა.

მისამართი: 7-22-2 Roppongi

12. Kabuki-za Theatre: იხილეთ შოუ

ეს შთამბეჭდავი თეატრი ძველი სტილის პერფორმანსებს წარმოგვიდგენს. ზოგადად, ტოკიოში ბევრი გასაოცარი თეატრია, მაგრამ ეს ისტორიული ადგილი, რომელიც გინზას გამზირზე მდებარეობს, კაბუკის შოუებით გამოირჩევა. თავისი ცეკვებითა და სიმღერებით ამ თეატრის წარმოდგენები პოპულარულია არამხოლოდ იაპონელებში, არამედ ტურისტებშიც. წარმოდგენები დიდხანს გრძელდება, თუმცა შეგიძლიათ დარჩეთ რამდენ ხანსაც გინდათ, რადგანაც აქ გასვლა-შემოსვლა მიღებულია.

მისამართი: 4 Chome-12-15 Ginza

13. Yomiuriland: ჩაიკარგეთ მხიარულებაში

ეს გასართობი პარკი ასობით ალუბლის ხით, წყლის თუ ხმელეთის ატრაქციონებით ბავშვობაში დაგაბრუნებთ. ის ტოკიოდან 30 წუთის გზაზე მდებარეობს და ყველა სეზონზე თქვენს გართობას ემსახურება.

მისამართი: 4015-1 Yanokuchi, Inagi