კაში ხმელთაშუაზღვისპირა კურორტია ანტალიასთან ახლოს. აქ ერთმანეთს ერწყმის ანტიკური ისტორია და თანამედროვე ნავსადგურები. ძველ ქალაქთან ახლოს მდებარეობს ანტიკური ანტიპელოსი, რომელიც ქალაქზე ულამაზეს ხედებს გთავაზობთ. მის ეგზოტიკურ ნაპირებზე აღმოაჩენთ ისტორიულ საგანძურებს. ჩვენი ტურ-ოპერატორები სიამოვნებით დაგიგეგმავენ დაუვიწყარ დასვენებას:

✆ 514 861 861 – ნინო
✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
✆ 514 866 866 – ნანუკა
✆ 514 803 803 – ანი

სანაპიროები – საცურაოდ და მზის აბაზანებისთვის

კაშის სანაპიროებს ერთი საერთო აქვთ: აქ კლდეები ფირუზისფერ წყლებს ერწყმიან. ერთ-ერთი საუკეთესო სანაპიროა პატარა/Patara, ოქროსფერი ქვიშით. ქალაქის ცენტრთან ახლოსაა აკსაგერმი/Akcagerme მშვიდი წყლებით. ნაკლებად ხალხმრავალია ლიმანაგზი/Limanagzi.

ლურჯი გამოქვაბული

Blue Grotto – ეს გამოქვაბული ბერძნულ კუნძულ კასტელორიცოზე მდებარეობს, სადაც კაშიდან ნავით მოხვდებით. წყალი კრისტალივით სუფთაა და ნავის ტურები განსაკუთრებით პოპულარულია სავსემთვარეობისას. მგზავრობა დაახლოებით 1 საათი ხანგრძლივობისაა.

კუნძული ასი/Assi Island

კასთან მდებარე პატარა კუნძული ცნობილია წყალქვეშა საოცრებებით. აქ კასიდან ნახევარ საათში მოხვდებით. შესაძლოა იხილოთ რვაფეხები და წყლის კუები. გაყევით ახალი ნავსადგურიდან ან ძველი პორტიდან, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს.

ანტიპელოსის ანტიკური ქალაქი/Antiphellos Ancient City

ანტიპელოსი დიდი ამფითეატრით კაშის მთავარი ძეგლია. ის ზღვას და გარშემო მთებს გადმოჰყურებს. აქ ნახავთ ერთ-ერთ ულამაზეს მზის ჩასვლას. ჩვეულებრივ დღეებში შესვლა უფასოა, მაგრამ სპეციალურ ღონისძიებების დროს ბილეთის შეძენაა საჭირო.

კაშის ბაზარი/Kas Bazaar

ეს ბაზარი ძველი ქალაქის სავაჭრო ქუჩაზე მდებარეობს და სავსეა ფერადი, მრავალფეროვანი მაღაზიებით, დახლებით და ბუტიკებით. აქ შეიძენთ მოდის ნივთებს, სამკაულს, ხელნაკეთ აქსესუარებს, ხალიჩებს თუ შუშის ნაწარმს.

კუნძული კეკოვა/Kekova Island

კეკოვა პოპულარული ერთდღიანი მოგზაურობის ვარიანტია კაშიდან. მოინახულეთ ციხესიმაგრის ნანგრევები, რომელიც ანტიკურ სიმენას ეკუთვნის. კაიაკით შეძლებთ მთელი სანაპირო ზოლის დათვალიერებას.

ლისიური მთის სამარხები/Lycian Rock Tombs

ეს კაშის ანტიკური ნანგრევებია, სადაც ბილიკები მიგიყვანთ. მართალია ყველაზე მარტივი გზის დალაშქვრას 2 საათი სჭირდება, მაგრამ საოცარი ხედებით შეძლებთ ტკბობას.

კაშის რესპუბლიკის მოედანი/Kas Republic Square

ეს მშვენიერი ადგილია კაშის ავთენტური ატმოსფეროს შესაგრძნობად და თურქულ ქალაქში სასეირნოდ. მოედანზე ბევრი კაფე, ბისტრო და ბარია. ხშირად ტარდება საჯარო ღონისზიებებიც.

რესტორანი მეიენი/meyhane

კაშში ვიზიტი სრულყოფილი არ იქნება თუ ადგილობრივ კერძებს არ დააგემოვნებთ. მეიენი ტრადიციული თურქული რესტორანია, სადაც ავთენტურ გამოცდილებას მიიღებთ. ის ნავსადგურთან მდებარეობს

კაშის ძველი უბნის ბარები

კაშის ძველ ქალაქში ბევრი პატარა ბარია, სადაც ღამით სასიამოვნო დროს გაატარებთ. მაგალითად Red Point Café & Bar მშვენიერია კოქტეილებისა და თურქული საკვებისთვის. გამორჩეულია კაფე ბარსელონაც. ლაივ მუსიკისთვის ეწვიეთ ექო ბარს.