კოპენჰაგენი კიდევ ერთი გამორჩეული საშობაო მიმართულებაა ევროპაში. დანიის დედაქალაქის მყუდრო, ქვაფენილიანი ქუჩები ახალი წლის პერიოდში სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის და წლის ყველაზე ბნელ სეზონზე ბევრი სინათლე შემოაქვს. არ გაგიკვირდეთ აქ მარხილით სანტამაც რომ ჩაგიქროლოთ.

შენი მეგზური: 

თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი

ტივოლის ბაღები

ეს ბაღი კოპენჰაგენის საშობაო ორომტრიალის ეპიცენტრია. ამ დროს ტივოლი ნამდვილ საშობაო თავგადასავლად იქცევა შთამბეჭდავი დეკორაციებით, ულამაზესი ნაძვის ხით და განათებებით. აქ მუსიკა გარშემო ყველგანაა და სანტა კლაუსიც თავის სახელოსნოში გეპატიჟებათ. დღეში რამდენჯერმე შეესწრებით წყლის და სინათლის შოუებს.

მისამართი: Vesterbrogade 3

ნიჰავნი / Nyhavn

თუ ტრადიციულ საშობაო ბაზრობას ეძებთ, ნიჰავნს მიაკითხეთ. აქ ფერადი სახლები და ზღაპრული განათებებია, დააგემოვნებთ დანიურ სამზარეულოს და შეიძენთ სკანდინავიურ სუვენირებს. 13 დეკემბერი, სანტა ლუჩიას დღე განსაკუთრებით მაგიურია, როცა აქ ასობით კაიაკი საშობაო ნათურებითაა მორთული, ბავშვები კი სანთლებით ხელში მღერიან.

Rådhuspladsen

კოპენჰაგენში საშობაო სეზონის დაწყების ტრადიციაა ამ ადგილას მოსვლა და ყურება თუ როგორ ანთებს სანტა კლაუსი უზარმაზარ ნაძვის ხეს. ეს ყოველწლიური ტრადიცია დეკემბრის პირველ კვირას ტარდება. თუ აქ ამ დროს არ იქნებით, უბრალოდ მოინახულეთ ეს საშობაო ნაძვის ხე.

კრონბორგის სასახლე

ეწვიეთ ამ ლამაზი ციხესიმაგრის საშობაო ბაზრობასაც. მას ჰამლეტის სასახლესაც უწოდებენ. დახლებზე გემრიელი საკვები და უნიკალური სასაჩუქრე ნივთები დაგხვდებათ. მთავარ დარბაზში უზარმაზარი ნაძვის ხე დგას. კოპენჰაგენის ცენტრიდან 1 საათის გზაზე მდებარე ეს რენესანსის სასახლე იუნესკოს დაცული ძეგლია. ღიაა სამშაბათი-კვირა, 11:00/16:00 საათებში.

კოპენჰაგენის ზოოპარკი

უსურვეთ ბედნიერი შობა ლომებს, პანდებს და პოლარულ დათვებს. კოპენჰაგენის ზოოპარკი შობაზე მაგიურ გამოცდილებას შეგძენთ. აქ შეხვდებით სანტა კლაუსს და მის ირმებს. ზოოპარკის მთელ ტერიტორიაზე ასობით საშობაო ხე დგას. გაგიმასპინძლდებიან ცხელი შოკოლადით და ვაფლით.

მისამართი: Roskildevej 32

დანგლეტერის სასტუმრო / Hotel d’Angleterre

კოპენჰაგენის ეს სასტუმრო შესასვლელიდანვე საშობაო ზღაპარში შებიჯებას ჰგავს. ექსტრავაგანტური საშობაო დეკორაციებით მორთული დანგლეტერი მისი ჯადოსნური ინტერიერის და მყუდრო ტერასის დასათვალიერებლად გეპატიჟებათ.

მისამართი: Kongens Nytorv 34

ფრედერიკსბერგის ბაღები / Frederiksberg Gardens

აქ იაფად შეგიძლიათ იქირაოთ ციგურები და ნოემბრის ბოლოდან თებერვლის ბოლომდე იკატაოთ. თუ ყინულზე სრიალი არ გსურთ, გაისეირნეთ მის ბაღებში, მოინახულეთ ფრედერიკსბერგის სასახლე, საყვარელი ხიდები და ჩინური პავილიონი.

Torvehallerne

გემრიელი საკვებისა და საჭმლისთვის სუსხიან ზამთრის დღეებში ამ დახურულ ბაზარს მიაკითხეთ, სადაც ტრადიციული საშობაო ხემსებითაც გაგიმასპინძლდებიან. ამ 80-მდე მაღაზიაში თქვენთვის გემრიელ რამეს აუცილებლად აღმოაჩენთ. ჩვენ გირჩევთ: ableskiver და honninghjerter. ბაზარი მდებარეობს ნორეპორტის სადგურსა და დრონინგ ლუიზის ხიდს შორის. ღიაა ყოველდღე 10-დან 6-მდე.

მისამართი: Frederiksborggade 21

მეფის მოედანი / The King’s Square

თუ დამატებით კაშნე, ხელთათმანი ან ქუდი გინდათ, ამ საშობაო ბაზრობას მიაკითხეთ. აქ ცხელი შოკოლადითა და ვაშლის საშობაო პუნშითაც გათბებით. სანტა კლაუსი ხშირად სტუმრობს მეფის მოედანს და მასთან ფოტოს გადაღებასაც შეძლებთ.

სტროგეტი / Stroget

ეს ზამთრის საოცრებათა ქვეყანაა, სადაც ნაყოფიერად იშოპინგებთ თუ საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრებს ეძებთ. კოპენჰაგენის უზარმაზარი მანქანებისგან დაცლილი არეალი ქალაქის გულში მდებარეობს. მოუსმენთ საშობაო მომღერლებს და დაათვალიერებთ შთამბეჭდავ დეკორაციებს. ეს 1 კილომეტრი სიგრძის ქუჩა შობაზე აუცილებლად გასავლელია კოპენჰაგენში ვიზიტისას.