გოთიკური სასახლეები, ბიზანტიური ბაზილიკები, გონდოლები და ხეივნები: ვენეცია უნიკალური ატმოსფეროთია ცნობილი. თუმცა, ვენეციაში მშვიდ ოაზისებსაც აღმოაჩენთ. ჩვენ 7 საუკეთესოს გირჩევთ:

1. სავორნანის პარკი / Parco Savorgnan

ვენეციის სანტა ლუჩიას მატარებლის სადგურიდან შორიახლოს მდებარე ეს პარკი ბევრ ტურისტს მხედველობის არეალიდან უყურადღებოდ რჩება. აქ ყოველდღიურ ვენეციურ ცხოვრებას შეიგრძნობთ და მშვიდად დაისვენებთ.

2. გიარდინო დელ კონვენტო / Giardino del Convento

ეს მშვენიერი ბაღი ეკლესიის მიღმა იმალება. შესვლა ფასიანია, მაგრამ მისი სილამაზე გადახდილ თანხად ნამდვილად ღირს. აქ ნახავთ ვენახს, ხილის ხეებს, ზეთისხილს და აშ.

3. გიარდინი ნაპოლეონიჩი / Giardini Napoleonici

ეს ფრანგული სტილის პარკი ფრანგ იმპერატორს, ნაპოლეონს უკავშირდება. მისი საშუალებით ქალაქის ყველაზე ფართო ქუჩა, გარიბალდი ჯიარდინი დელა ბიენალეს უერთდება. მოინახულეთ ძველი ეპოქის სათბურიც.

4. პარკო დელე რიმემბრანზი / Parco delle Rimembranze

კუნძულ სან ელენას გასწვრივ მდებარე ამ წყლისპირა პარკში ხეები მეორე მსოფლიო ომის დროს დაცემული ჯარისკაცების ხსოვნის სამახსოვროდ დარგეს. აქ ბევრი მშვიდი ადგილია ვენეციის ცნობილი ძეგლების შორიდან დასათვალიერებლად.

5. ჯიარდინი რეალი / Giardini Reali

ყველა იტალიურ ქალაქს აქვს თავისი სამეფო ბაღები და არც ვენეციაა გამონაკლისი. მისი მშენებლობა ნაპოლეონმა დაიწყო, ხოლო ავსტრიელებმა დაასრულეს. დღეს ის რესტავრირებულია და მშვიდ გასაქცევს წარმოადგენს. მიირთვით ყავა მის პავილიონის კაფეში.

6. ნაშერის სკულპტურების ბაღი (გოგენჰეიმის კოლექცია) / Nasher Sculpture Garden

პეგი გოგენჰეიმის კოლექცია, რომელიც მოიცავს პიკასოს, შაგალს, პოლოკს და სხვებს, აუცილებლად მოსანახულებელია. შიდა სივრცეში ხელოვნების შედევრების ხილვის შემდეგ დატკბით მისი სკულპტურების ბაღით.

7. სან გულიანოს პარკი / Parco San Giuliano

ბევრი ადამიანი ვენეციის მცურავ ლაგუნად მიიჩნევს, მაგრამ მის შორიახლოს ხმელეთის ნაწილიც მდებარეობს უმშვენიერესი ბაღით. ეს ეკოლოგიური პარკი მდიდარია ფლორა-ფაუნით.