ვენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია. ავსტრიის დედაქალაქის მთელი ნახევარი ფაქტობრივად სულ მწვანე სივრცეა და აქ უამრავ ლამაზ რეკრეაციულ ზონას აღმოაჩენთ.
Prater/პრატერი
ეს ცენტრალური ვენის ყველაზე პოპულარული პარკია სასეირნოდ, ველოსიპედით საკატაოდ და საპიკნიკოდ. ბავშვებისთვის აქ უზარმაზარო სათამაშო სივრცეა და მინიატურული რკინიგზაც. აქ დააგემოვნებთ ავსტრიულ კლასიკურ კერძებსაც.
![]()
Stadtpark/სტედტპარკი
მზიან ამინდებში, ვენის მაცხოვრებლები ახლომდებარე სამსახურებიდან ამ მშვიდ პარკს აფარებენ თავს. ის ითარგმნება როგორც “ქალაქის პარკი”. მდინარე ვიენთან მდებარე სტედტპარკი განტვირთვისთვის გვთავაზობს ბილიკებს ტირიფის ხეებით. აქ იხილავთ ქანდაკებებსაც, ხოლო საღამოობით კონცერტებს გაფორმებულს მოცარტის და შტრაუსის მუსიკით.

Burggarten/ბარგგართენი
შთამბეჭდავი ჰოფბურგის სასახლის კომპლექსის უკან, ულამაზესი ბაღი მდებარეობს მოცარტის თეთრი მარმარილოს ქანდაკებით და გაზონზე ყვავილებით გამოსახული ნოტის სიმბოლოთი. სასახლის ეზოშია არტ ნუვოს სტილის სათბურიც, რომელიც 1901 წლით თარიღდება. შიგნით ტროპიკული ხეები და ათასობით ფერადი მცენარეა.

Volksgarten/ვოლკსგართენი
ბარგგართენის მსგავსად, ესეც ჰოფბურგის ნაწილი იყო. მისი სახელი ითარგმნება როგორც “ხალხის პარკი”. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა აქ ციხესიმაგრეები დაანგრია, ვოლკსგართენი ქალაქის პირველი საჯარო პარკი გახდა 1823 წელს. გვიან გაზაფხულზე და ზაფხულში აქ 3000 ვარდი და 400 სახეობის სხვა ყვავილები ხარობენ. ეწვიეთ მე-19 საუკუნის შუშის პავილიონს.

Schloss Schönbrunn/შლოს შონბრუნი
ვენაში საზაფხულო სამეფო რეზიდენცია აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. სწორედ მის წინ მდებარეობს შლოსის პარკი ანუ “სასახლის პარკი”. აქ ნახავთ პალმის სახლს და მსოფლიოს უძველეს ზოოპარკს, რომელიც დღემდე მუშაობს.

Schloss Belvedere/შლოს ბელვედერი
ბელვედერის ორ სასახლეს შორის მდებარე ეს მაგიური ბაროკოს ბაღი ფრანგულ სტილშია დაპროექტებული თავისი შადრევნებით და სიმეტრიული ფორმებით. მის ალპურ ბაღში იხილავთ იაპონურ ბონსაის და როდოდრონებს. ასევე, თანამედროვე ხელოვნების პავილიონს.

Botanischer Garten/ბოტანიკური ბაღი
ვენის გასაოცარი ბოტანიკური ბაღი დედოფალმა მარია ტერეზამ გააშენა მე-18 საუკუნეში ვენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტისთვის. ის დღესაც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს კვლევებში და ბოტანიკის ინსტიტუტის საქმიანობაში. სამედიცინო მცენარეები, იშვიათი სახეობის ორქიდეები და სუკულენტები ბოტანიკურის სათბურში არიან განთავსებულნი.

Augarten/აუგართენი
ვენის უძველესი ბაროკოს ბაღი სასიამოვნო ადგილია შუადღის გასატარებლად. ყოფილი საიმპერატორო სასახლე აუგართენი დღეს მუზეუმია. გაყევით პარკის ხეებით ჩამწკრივებულ ბილიკებს.

Donauinsel; Alte Donau/დონაუინსელი; ალტე დონაუ
ზაფხულში ადგილობრივები დანუბეს კუნძულს აკითხავენ. ეს 21 კილომეტრი სიგრძის ხელოვნური კუნძულია საცურაო არეალებით, სანაპიროთი, საცოცი პარკით, სკეიტ-პარკით და ტრამპლინის ცენტრით. მეტი წყლის სპორტის არჩევანისთვის ეწვიეთ ალტე დონაუს ანუ “ძველ დანუბეს”. ორივე პარკთან ადვილად მიხვალთ მიწისქვეშა მეტროთი (U-Bahn).

Wienerwald/ვენის ტყე
ვენის დასავლეთ ნაწილში მდებარე ვენის ტყეები 1000 კვ.მ-ზე გადაჭიმული მწვანე ტერიტორიაა, სადაც ვენახებსაც შეხვდებით და ღვინის ტავერნებსაც. აქ სამთო ლაშქრობის და ველოსპორტის მოყვარულები დიდ სიამოვნებას იღებენ.











