ქალაქის კულტურაში ჩაძირვის საუკეთესო გზა მისი კაფეები და ყავის სახლებია. დოჰა ცნობილია ექსტრავაგანტური ატმოსფეროთი. აქ ბევრი ლამაზი ადგილია, სადაც არაბული კულტურა თანამედროვე გავლენებს ხვდება.

The Sugar and Spice Cafe

როდესაც ამ კაფის პატრონმა დოჰაში გემრიელი სტაფილოს ნამცხვარი ვერ იპოვნა, გადაწყვიტა თავად გამოეცხო და კაფე გაეხსნა, სადაც მას გაყიდდა. Sugar and Spice გემრიელ ნამცხვრებს, ბურგერებს და სენდვიჩებს გვთავაზობს. ეს ფერადი, ლამაზი ინტერიერის კაფე პასტელურ ფერებში განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შეგიქმნით.

W Café

ეს ელეგანტური კაფე ამავე სახელწოდების სასტუმროში მდებარეობს და სასმლისა და კერძების დიდ არჩევანს გვთავაზობს. აქ ისიამოვნებთ საუზმით, ლანჩით, დესერტით, ჩაით, სმუზებითა თუ ყავით. გირჩევთ გემრიელ ცისარტყელას ყავას და ბაქლავას, რომელიც მათი საფირმო რეცეპტით მზადდება.

MIA Park Café

გაისეირნეთ მია პარკში და იპოვნეთ მია პარკის კაფე, რომელიც იდეალურია პიკნიკის მოსაწყობად და სანაპირო პანორამით დასატკბობად. ღია ტერასის გარდა, მათ აქვთ გადახურული ტერასაც, მენიუ კი ადეკვატურ ფასებშია წარმოდგენილი.

Mokarabia

თუ თავს ყავის მოყვარულად მიიჩნევთ, ეს კაფე თქვენთვისაა. ეს იტალიური ბრენდი მილანში შეიქმნა და საკმაოდ პოპულარულია კატარში. აქ ყავას ბიუჯეტურ ფასებში მიირთმევთ. დააგემოვნეთ გემრიელი დესერტი და დატკბით კატარის სანაპირო ხედებით. მოკარაბიას ფილიალი კატარის მოლშიც არის.

The Chemist Cafe

ეს კაფე ლაბორატორიის თემატიკაზეა დაფუძნებული და მათი სერვირება კრეატიულობით გამოირჩევა. საინტერესო უნიფორმები აცვიათ ბარისტებსაც.

Evergreen Organics

ეს კატარის პირველი 100%-იანი ვეგანური კაფეა, სადაც მცენარეულ სასმელებს და საკვებს შემოგთავაზებენ. აქ ასევე უგლუტენო სამზარეულოცაა. სხვადასხვა ტიპის საკვებს მისაღებ ფასში შემოგთავაზებენ. კაფე ცენტრალურ უბანში მდებარეობს და ვიზიტის შემდეგ ულამაზეს არეალს დაათვალიერებთ.

Chac’Late

თუ შოკოლადი გიყვარს, ამ ევროპით შთაგონებულ კაფეს უნდა ეწვიოთ, სადაც უგემრიელეს შოკოლადის დესერტებს დააგემოვნებთ. შემოგთავაზებენ კლასიკურ შოკოლადის ბრენდებს დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან და შვეიცარიიდან. ასევე, ტრადიციულ არაბულ გემოებს. ასევე, იხილავთ თეთრი შოკოლადის შადრევანს.

Café #999

ამ კრეატიული დიზაინის მქონე კაფეში საერთაშორისო სამზარეულოა წარმოდგენილი ადგილობრივი გავლენებით. ის არტისტების ჰაბია, რომელიც ადგილობრიც ხელოვნების საზოგადოებას უჭერს მხარს. აქ ალტერნატიულ კაფის გამოცდილებას მიიღებთ, სადაც თანამედროვე ურბანული გარემოა შექმნილი. ის საუკეთესოა თუ ეძებთ ჯანსაღ, ვეგანურ ან ორგანულ კერძედბს. მიირთვით შაკშუკა საუზმეზე, ფალაფელის ვრაპი ლანჩზე და ბურგერი ვახშმად.

Meesh Me-Time Café

ეს ინდუსტრიული დიზაინის მქონე კაფე მრავალფეროვან სენდვიჩებს, სალათებს, ნამცხვრებს, წვენებს და ვეგეტარიანულ სამზარეულოს შემოგთავაზებთ. ის ღაა 24.7-ზე.

Cafe Tasse

პოპულარული ბაზრის, სუქ ვაქიფის გულში მდებარე ეს კაფე იდეალურია შესასვენებლად და წასახემსებლად. მას ტრადიციულ შენობაში აღმოაჩენთ დიდი ფანჯრებით და მზიანი ტერასით. ბიუჯეტურ მენიუში წარმოდგენილია პიცა, სენდვიჩები, დესერტები, ცივი და ცხელი სასმელები. ცხელ დღეებში კი სახლში მომზადებული ნაყინით გაგიმასპინძლდებიან.