გასართობ პარკებში დროის გატარება ბევრს უყვარს. გერმანიაში კი რამდენიმე მაღალი დონის პარკია, სადაც ყველას დაუსრულებელი თავგადასავლები ელის. გამოგვყევით მათ გასაცნობად:

Europa Park/ევროპის პარკი

ევროპის პარკი ქვეყნის უდიდესი გასართობი პარკია, ევროპაში კი სიდიდით რიგით მეორეა, პარიზის დისნეილენდის შემდეგ. ის ყოველწლიურად 6 მილიონ ვიზიტორს იზიდავს. ამ არაჩვეულებრივ პარკში რამდენიმე თემატური სივრცეა, მათ შორის ევროპის სხვადასხვა ქვეყნების რეპლიკები. აქ ყველა კუთხეში რაღაც გაგაოცებთ. ევროპის პარკს 13 “ამერიკული მთების” ტიპის ატრაქციონი აქვს.

მდებარეობა: რასტი, ბადენ-ვუტემბერგი

Phantasialand/ფანტაზიალენდი

ეს პარკი კელნიდან მოკლე მანძილზე მდებარეობს და დაუვიწყარი 1 დღის გატარებას გთავაზობთ. ყველაზე ამაღელვებელი ატრაქციონებია: Black Mamba, Talocan, და River Quest. აქ მთელი ოჯახი კარგად გაერთობა.

მდებარეობა: ბრაჰლი, ჩრდილოეთ რაინი

Movie Park/კინოს პარკი

ეს კინოპარკი 7 თემატურ არეალადაა დაყოფილი, სადაც მრავალფეროვანი ატრაქციონები, ჰოლივუდის ქუჩა, ნიუ-იორკის ქუჩების რეპლიკები, ძველი დასავლეთი და სხვა საინტერესო განყოფილებებია.

მდებარეობა: ბოთღოპ-კირჰელენი, დასავლეთ გერმანია.

Tropical Islands/ტროპიკული კუნძულები

ბერლინიდან მოკლე მანძილზე თავს ტროპიკულ კუნძულებზე აღმოაჩენთ, სადაც პალმის ხეები მთელი წლის მანძილზე ხარობენ. აქ ნახავთ გერმანიის უმაღლეს წყლის სასრიალოს, დაისვენებთ ქვიშაში, დაათვალიერებთ საუნას, უზარმაზარ შიდა სივრცეში მდებარე ტყეს და იფრენთ ბუშტით.

მდებარეობა: კრაუსნიკ-გრობ ვასერბურგი.

LEGOLAND/ლეგოლენდი

ლეგოლენდშიც ყველა ასაკის ვიზიტორი გაერთობა. აქ მხიარულება, თავგადასავლები და 56 მილიონი ლეგოს ნაწილია! გამოიკვლიეთ ეს სამყარო მისი ატრაქციონებით, დაუმეგობრდით რობოტებს ან დადექით თხილამურებზე წყალში.

მდებარეობა: განზბურგი, სამხრეთ გერმანია

Heide Park/ჰეიდ პარკი

ჰეიდ პარკი მოიცავს 5 განყოფილებას: ქვედა საქსონია, მეკობრეების კუნძული, ტრანსილვანია სასახლით, მივიწყებულთა მიწა და ველური, ველური დასავლეთი. ეს გასართობი პარკი სხვა პარკებისგან არამხოლოდ ზომით, არამედ ჯილდოებიით გამოირჩევა, რომელიც მისმა ატრაქციონებმა მიიღეს.

მდებარეობა: სოლტაუ, ქვედა საქსონია

Hansa Park/ჰანსას პარკი

ჰანსას პარკი ბალტიის ზღვის სანაპიროსთან მდებარეობით გამოირჩევა. პარკის ჰოლშტეინის კოშკიდან ვიზიტორებს შეუძლიათ ზღვაზე პანორამული ხედებით დატკბნენ. აქ ადრენალინის მოყვარულები დიდ სიამოვნებას მიიღებენ. სახალისო მატარებლები და ლამაზი ბაღები ყველას გასიამოვნებთ.

მდებარეობა: სიერკშდორფი, ჰოლშტეინი

Holiday Park/ჰოლიდეი პარკი

აქ გაერთობიან როგორც საშიში ატრაქციონების მოყვარულები, ასევე პატარა ბავშვები და მოზარდები. ამ პარკში ანიმაციური გმირები საინტერესო შოუებს მართავენ. განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპაში გამორჩეული კოშკი-ატრაქციონი.

მდებარეობა: ჰაბლოჰი