ნორვეგიის დედაქალაქიდან რამდენიმე არაჩვეულებრივი ერთდღიანი ტურის მოსაწყობი ადგილია ყველა ტიპის მოგზაურისათვის და ყველა სეზონზე. ზოგი ღირსშესანიშნაობებით ინტერესდება, ზოგი პატარა ქალაქებით, ზოგიც კი სარელაქსაციო ლანდშაფტით.

ლილეჰამერი/Lillehammer

ოსლოდან ნორვეგიის ამ ცნობილ რომანტიკულ ქალაქში ვიზიტი ყოველწლიურად უფრო და უფრო პოპულარული ხდება. აქ მატარებლები ყოველ ერთ საათში დადიან. ის დედაქალაქიდან 2 საათის დაშორებით მდებარეობს და ზამთარსა თუ ზაფხულში რომანტიკული გარემოთი ხასიათდება.

ტასენფრიდი/Tusenfryd

კოპენჰაგენის ტივოლი სწორედ ოსლოსთან მდებარე ამ გასართობი პარკის ანალოგია. აქ ბევრი ატრაქციონი და წყლის პარკია. ავტობუსები აქ ოსლოს მთავარი სადგურიდან დადიან.

ოსლოს მიმდებარე პარკები და სამეფო ბაღები

დაგეგმეთ სარელაქსაციო ერთდღიანი ტური ოსლოს გარშემო არსებულ პარკებსა და ბაღებში. მაგალითად, ვიჯილანდის პარკი (Vigeland Park) და სამეფო შლოტსკოგენი (Slottskogen) აუცილებლად მოსანახულებელია. გირჩევთ ოსლოს ბოტანიკურ ბაღებსაც (Botanisk Hage Gardens).

ჰოლმენკოლენის სათხილამურო ტრასა/Holmenkollen Ski Jump

ეს ნორვეგიის ყველაზე პოპულარული სპორტული აქტივობის ადგილია მოგზაურებში. ვიზიტორები ისიამოვნებენ საინტერესო სათხილამურო ისტორიის გაცნობით, ლამაზი ხედებით ოსლოზე და მის გარშემო არსებულ ველებზე.

ჰაკის სანაპირო/Huk Beach

გსურთ უბრალოდ დაისვენოთ და რელაქსაცია მიიღოთ? მაშინ უბრალოდ გაატარეთ დრო ოსლოსთან ახლოს მდებარე სანაპიროებზე. ზაფხულში ისინი განსაკუთრებით პოპულარულია მოგზაურებსა და ადგილობრივებში.

ფლემი/Flåm

ნორვეგიაში მატარებლით მოგზაურობა საუცხოო მოგონებებს შეგიქმნით. ეს საშუალებაა, რომ ლანდშაფტები ახალი პერსპექტივით დაინახოთ და ქვეყნის უცხო ადგილები მოინახულოთ. გაყევით მატარებელს ოსლოს ცენტრალური სადგურიდან. სამთო გვირაბების გავლით ზღაპრულ სამყაროში აღმოჩნდებით.

კარლშტადი/Karlstad

ეს ქალაქი ოსლოსა და სტოკჰოლმს შორის მდებარეობს, შვედეთის საზღვართან და დედაქალაქიდან 2 საათის სავალი გზა აშორებს. მას “შვედეთის ყველაზე მზიან ქალაქსაც” უწოდებენ. კარლშტადში ბევრი ულამაზესი ტბის სანახავად ჩამოდის. აქ ხელოვნების და სამხედრო მუზეუმებიც დაგხვდებათ.

დრობაკი/Drøbak

დრობაკი 50 წუთის სავალ გზაზეა ოსლოდან, მაგრამ შეგიძლიათ აქ ნავით საათნახევარში გადახვიდეთ. გზად ფანტასტიკური ხედებით დატკბებით. ქალაქი ცნობილია სანაპიროებით და ჯანსაღი ზღვის პროდუქტებით. აქ მდებარეობს აკვარიუმიც, რომელიც მთელი წელია ღია.