ბორდოში სიცოცხლე და კულტურა ისე ჩქეფს, რომ მისი დატოვება არასდროს მოგინდებათ. მისი ბრწყინვალე მდებარეობის გამო, აქ დროის გატარება სასიამოვნო შთაბეჭდილებად დაგრჩებათ. მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ ერთდღიანი ტურებით უნიკალურ ბუნების საოცრებებს და სანაპიროებსაც მოივლით. რაც მთავარია, გაიცნობთ საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს.

1. დააგემოვნეთ წითელი ღვინო სან-ემილიონში

მოგზაურობის დრო: 35 წთ მატარებლით

ბორდოში წარმოებული ღვინოებიდან, სან-ემილიონი (St-Émilion) ერთ-ერთი პრესტიჟულია. დააგემოვნეთ ეს გამორჩეული წითელი ღვინო შუასაუკუნოვან სოფელში, რომელსაც ფეხითაც მოივლით. დაიწყეთ საინფორმაციო ცენტრით და გაუყევით მის ქუჩებს. აქ მდებარე შატოებში, რომლებსაც საკუთარი მეღვინეობა აქვთ, ღამის გათევაც შეიძლება. გაყევით მატარებელს ბორდოს სადგურიდან: Gare St-Jean.

2. ეწვიეთ სანაპიროს და “ჩიტის კუნძულს” არკაშონში

მოგზაურობის დრო: 50 წთ მატარებლით

Arcachon – საყვარელი წყლისპირა ქალაქია ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. არკაშონის 4 რომანტიკული უბანი, რომელსაც სხვადასხვა სეზონის სახელი აქვს, არქიტექტურული საოცრებაა. ბორდოდან არკაშონში რეგიონალური მატარებლით 50 წუთში მოხვდებით.

3. ლაშქრობა ქვიშაში პილაზე

მოგზაურობის დრო: 90 წთ მატარებლით, ველოსიპედით ან ავტობუსით

Dune du Pilat – არ აქვს მნიშვნელობა ზამთარია თუ ზაფხული, ევროპის ეს უდიდესი ქვიშის მთა საუკეთესოა ფეხით გამოსაკვლევად. აქ სპეციალური კიბეა მოწყობილი 150 საფეხურით, რომელსაც დიუნებზე ავყავართ. მაღლიდან კი ატლანტის ოკეანის პანორამა იშლება. მატარებლის შემთვევაში გაყევით არკაშონამდე, შემდეგ ადგილობრივ ავტობუსის ხაზის 3 ნომერზე დასხედით ან მიდით სადგურიდან ფეხით. ველოსიპედით 35 წუთის გავლა მოგიწევთ.

4. გაიცანით ხამანწკების ფერემერები ქეფ ფერეტზე

მოგზაურობის დრო: 90 წთ მატარებლით და ნავით

Cap Ferret-ი ურბანული ბორდოდან ძალიან მოშორებით გეგონებათ. ეს ველური ბუნების მშვენიერება ბილიკებით, ფიჭვის ტყეებით და ხამანწკების ფერმებით მორიგი საოცრებაა. დასხედით პორტის პატარა კაფეშ, იქირავეთ ველოსიპედი და დაათვალიერეთ გარემო. ბორდოდან რეგიონული მატარებლით არკაშონში 50 წუთში ჩახვალთ, შემდეგ კი ნავს გაყვებით, რომელიც 30 წუთში მიგიყვანთ.

5. მოინახულეთ შატო მედოჩიში, ღვინის ქვეყანაში

მოგზაურობის დრო: 90 წთ

საფრანგეთის არცერთი ღვინის რეგიონი არაა სრულყოფილი შატოს გარეშე. მედოჩი ღვინის წარმოების კუთხით მსოფლიოს გამორჩეული ტერიტორიაა. შეუერთდით ტურებს და დაჯავშნეთ ისინი ონლაინ. შეხვდით ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებსაც.

6. შეუერთდით ბაზრობებს პერიჟოში

მოგზაურობის დრო: 90 წთ მატარებლით

Périgueux – ბორდოს და მთლიანად საფრანგეთის კულინარიული მიმართულებაა, სადაც ტრიუფელებს, იხვის კერძებს და სხვა ადგილობრივ გემრიელობებს დააგემოვნებთ. პერიჟოში დილაობით სეზონური პროდუქციის ბაზრობები იხსნება. აქ ბორდოდან მატარებლით 90 წუთში მოხვდებით.