ბარსელონა ცნობილი შენობების და საკულტო ბულვარის მქონე ქალაქია. თუმცა, ამასთან, ეს ქალაქი ქვეყნის იმდენად კარგ ნაწილში მდებარეობს, რომ აქედან ბევრგან შეგიძლიათ ერთდღიანი ტური მოიწყოთ.
მატარო/Mataro
მატაროში თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია, ცნობილი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის პირველ ნამუშევრად აღიარებული. ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ 45 წუთი ფეხით გაიარონ ან გაყევით ტაქსს ულამაზესი ტყის პარკის დასათვალიერებლად.
ლორე დე მარი/Lloret de Mar
კოსტა ბრავას ეს კურორტი ცნობილია ლამაზი სანაპიროებით, განსაკუთრებით Lloret Beach-ით. თუმცა, აქ მხოლოდ სანაპიროები არ დაგხვდებათ, აქ სანტა კლოტილდის ბაღები და კატალონური სასაფლაოცაა.
ბლეინსი/Blanes
ნახევრად კურორტი, ნახევრად სათევზაო სოფელი ცნობილია როგორც კოსტა ბრავას კარიბჭე, რადგანაც აქ კარიბჭის სკულპტურა დგას პალომერას გადმოსახედით. გამოიკვლიეთ განცალკევებული ქვის გამოქვაბულები – სან ფრანჩესკა და ტრეუმალი მათ შორის საუკეთესოა.
ბადალონა/Badalona
ბარსელონას სანაპირო უფრო პატარა, ნაკლებად ტურისტულ დასახლებას ხვდება. აქ მოხვედრისას ეწვიეთ ანის დელ მონოს ქარხანას და გაიგეთ როგორ მზადდება საკულტო სასმელი. დაკავდით წყლის სპორტით მის მთავარ სანაპიროზე.
პალამოსი/Palamos
აქ ხმელთაშუაზღვის სათევზაო კულტურას გამოიკვლევთ პორტის დატოვების გარეშე. გაჩერდით ლა პესკას მუზეუმში, სადაც სათევზაო მეთოდებსა და ტექნიკებს გვაჩვენებენ საუკუნეების მანძილზე. აქვე იხილავთ თევზაობის პროცესს და დემონსტრაციულად თევზის მომზადებას.
კალელა დე პალაფრუგელი/Calella de Palafrugell
კალელაზე ივლისში მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ტარდება. რამდენიმე დღის განმავლობაში აქ ცნობილი არტისტები იყრიან თავს. ამ დროს სანაპიროზე ყველა მუსიკას უსმენს და ცეკვავს.
სან პოლ დე მარი/Sant Pol de Mar
ეს „მძინარა“ სანაპირო ქალაქია, სადაც რუჯის მიღებას სანაპიროზე განმარტოებულად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ მშვიდად იკითხოთ წიგნი და ისეირნოთ. სან პოლ დე მარი ზღვის პროდუქტებისგან მომზადებულ გემრიელ საკვებსაც გთავაზობთ, თუ ადგილობრივი ტრადიციული სამზარეულო გაინტერესებთ.
სითჯი/Sitges
ყოველი წლის ოქტომბერში აქ საშინელებათა ჟანრის ფილმების ფესტივალი იმართება, რასაც დაგეგმილი ზომბების სვლა მოსდევს. სითჯი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლგბტ მეგობრული მიმართულებაა, ყოველი წლის თებერვალში აქ დრაგ-ქვინების თემატიკაზე ფერადი კარნავალი ეწყობა.