ბარსელონა ბევრი ლამაზი სანაპირო ლოკაციით გამოირჩევა და საუკეთესო არჩევანია მაშინ, როცა მშვიდი რელაქსაცია ან წყლის სპორტით დაკავება გინდათ. ჩვენ კატალონიური დედაქალაქის საუკეთესო ნაპირებს გირჩევთ.

ბარცელონეტა/Barceloneta Beach

ბარცელონეტა ბარსელონას ყველაზე ტურისტული სანაპიროა, რაც მას ყველაზე დატვირთულს ხდის. აქაურ ბარებში ზღვის პროდუქტები აუცილებლად უნდა მიირთვათ. ცურვის გარდა, აქ შესაძლებელია წყლის სპორტით დაკავებაც. მათ შორის საიალქნო სერფინგი ყველაზე პოპულარული აქტივობაა. ადვილად მისასვლელ სანაპიროს კიდევ ის დადებითი მახასიათებელი აქვს, რომ ქალაქის ღირსშესანიშნაობებთან ძალიან ახლოს გამყოფებთ.

ნოვა იკარიას სანაპირო/Nova Icària Beach

400 მეტრი სიგრძის ქვიშიანი სანაპირო ბარსელონეტას საპირისპიროდ, ქალაქის ყველაზე მშვიდ ნაპირად ითვლება. ამიტომაც, საოჯახო დასვენებისთვის ის ნამდვილად საუკეთესოა. მას ბევრი კარგი რესტორანი და ბარი აქვს და საკვების მოყვარულთათვის ნამდვილად სასიამოვნო ადგილია. აქ დაგხვდებათ მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთის კორტები და ოლიმპიური პარკიც კი.

ოცატას სანაპირო/Ocata Beach

ქალაქიდან ნახევარი საათის გზაზე, ეს სანაპირო ოქროს ქვიშას გთავაზობთ. წყნარი ოცატა განმარტოებისთვის უფრო გამოდგება, ვიდრე გართობისთვის. გრძელი და ფართო ნაპირი ტურისტებში პოპულარული არაა, თუმცა ზღვის პროდუქტებსა და გემრიელ სასმელებს აქაც დააგემოვნებთ.

ბოგატელის სანაპირო/Bogatell Beach

600 მეტრი სიგრძის ბოგატელი მის წინამორბედს ჰგავს. ის ნაკლებად ცნობილი და შესაბამისად, მშვიდია. ბოგატელის სანაპირო ძალიან სუფთა და უსაფრთხოა და ის მწვანე სივრცეებს ერწყმის. პინგპონგის და ხელბურთის თამაში აქაც შეგიძლიათ.

სან სებასტია/Sant Sebastià

ეს სანაპირო 1 კილომეტრზეა გაჭიმული და ბარსელონას ყველაზე გრძელ ნაპირად ითვლება. ბარცელონეტას მსგავსად, ის გადატვირთული და ცოცხალია, განსაკუთრებით ზაფხულში. ტრადიციული სანაპირო სპორტის სახეობების გარდა, აქ ექსტრემალური აქტივობებითაც დაკავდებით. საკვები ობიექტების სიმრავლის გამო, სან სებასტიაში მთელ დღეს ადვილად გაიყვანთ.

მარ ბელას სანაპირო/Mar Bella Beach

მარ ბელა ოლიმპიური თამაშების ურბანული განვითარების ფარგლებში შეიქმნა. სან სებასტიაზე და ბარცელონეტაზე წყნარი და რესტორნებით ნაკლებად დატვირთულია, თუმცა წყლის სპორტით აქაც აქტიურად დაკავდებით. კაიაკი, სერფინგი თუ რაიმე ახალი – არჩევანი თქვენზეა. ნოვა იკარიაზე ორჯერ დიდი მარ ბელა იახტების ტურებსაც გთავაზობთ.