არც ისე დიდი ხნის წინ, ინდონეზიას მხოლოდ ორი სეზონი ქონდა: სველი და მშრალი. მაგრამ დროთა განმავლობაში კლიმატი შეიცვალა და რთულია იდეალური ამინდი ზუსტად განვსაზღვროთ. რაც მთავარია, ინდონეზიაში ვიზიტისთვის ცუდი დრო უბრალოდ არ არსებობს. თუ ლაშქრობა, დაივინგი, სერფინგი და ველური ბუნება გხიბლავთ, მაშინ აქ საუკეთესო პერიოდი აპრილიდან ოქტომბრამდეა. ზოგი ტურისტი აქ ტალღების ძიებაშია, ზოგს ვულკანზე ასვლა ხიბლავს, ზოგს ზვიგენებისთვის თვალის მოკვრა სწადია, ზოგი კი აქ ფესტივალებისა და სანაპირო წვეულებებისთვის ჩამოდის.
ივლისი და აგვისტო საუკეთესო თვეებია ინდონეზიის სანაპიროებისთვის
ივლისი და აგვისტო ინდონეზიაში სანაპირო დასვენების სეზონია, მზიანი ამინდებით და ტურისტთა სიმრავლით. თუ ხალხმრავლობა არ გადარდებთ, მაშინ ინდონეზიური არდადეგები ამ დროს მოიწყვეთ. ბალი და ლომბოკი ბარებით და სანაპიროებით განსაკუთრებით პოპულარულია. ამ პერიოდში, დაჯავშნეთ წინასწარ.

მარტიდან ივნისამდე და სექტემბრიდან ნოემბრამდე საუკეთესო დროა ინდონეზიას რომ გარე აქტივობებისთვის და ველური ბუნებისთვის ეწვიოთ
ამ დროს ინდონეზიის ამინდი შესანიშნავია, ტურისტების რიცხვი ნაკლებია, ფასები კი უფრო დაბალი. იშვიათად მოსალოდნელია წვიმა, მარტში ან ნოემბერში. ტალღები ბრწყინვალეა, ორანგუტანგები სუმატრას და კალიმანტანის ჯუნგლებში საკვებს მიირთმევენ, დაივერები კი წყალქვეშა მრავალფეროვნებისთვის ჩამოდიან. ჩამოთვლილ თვეებში შეძლებთ ჩანჩქერების დალაშქვრას, იოგის კულტურის გაცნობას და ნაკლები ხალხის გარემოცვაში ყოფნას.

იანვარი-თებერვალი საუკეთესო დროა ვაჭრობისთვის
ამინდი ამ დროს ნაკლებად სახარბიელოა, რადგანაც წვიმები ხშირი მოვლენა ხდება. თუმცა, ყოველდღე არ იწვიმებს და რამდენიმე საათიანი წვიმის შემდეგ შესაძლოა მწველი მზითაც დასაჩუქრდეთ. ზამთარში ინდონეზია უფრო სარელაქსაციო მიმართულებად იქცევა, რადგანაც ტურისტების რაოდენობა ყველაზე მეტად მცირდება. შეძლებთ მეტად გაეცნოთ ადგილობრივ კულტურას, იშოპინგოთ, ეწვიოთ საყდრებს აუჩქარებლად, დარჩეთ ღირსშესანიშნაობებთან მარტო. თუმცა, ლაშქრობისთვის და ველური ცხოვრების დაკვირვებისთვის ეს დრო შესაფერისი არაა.











