პორტუგალიაში ვიზიტს პატარებთან ერთად გეგმავთ? კარგი არჩევანია! ეს ქვეყანა პატარაა და ადვილად მოსავლელი. პორტუგალიელების მეგობრული განწყობა ვიზიტორებსაც პოზიტივით ავსებს. აქ ბევრი აქტივობა მოიძებნება სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. ჩვენ საუკეთესო ვარიანტებს ჩამოგითვლით.

  • კრუიზი მდინარე დუოროზე

რთულია გამოგრჩეთ დუორო პორტოში ყოფნისას. ის ქალაქს ვილა ნოვა დე გაიასგან რამდენიმე ხიდით გამოყოფს. ეს ხიდები პორტოს პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე ფოკუსირდებიან. აიღეთ ამ ექვსი ხიდის მდინარის კრუიზი რომელიმე კომპანიისგან. ისინი მთელი დღის მანძილზე დადიან. მეტალის ხიდი მე-19 საუკუნით თარიღდება და ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია. ბილეთის შეძენას ნავების სადგურზევე შეძლებთ. მათი საშუალო ფასი 12/15 ევროა, ბავშვებისთვის კი ნახევრდება.

პორტუგალიის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის, ევროპის უდიდესი შიდა აკვარიუმია ათასობით ზღვის ბინადრით. აქ პატარები საათობით გაერთობიან. ის ახლოსაა ორიენტედან, ლისაბონის მთავარი მატარებლის, მეტროს და ავტობუსის სადგურებიდან. ბილეთის საფასურია 15 ევრო ზრდასრულებისთვის, 10 ევრო 4-12 წლამდე ბავშვებისთვის და უფასო სამწლამდე პატარებისთვის. ორი ზრდასრულისა და ორი ბავშვის ბილეთი 39 ევროა. დამატებითი ადამიანი 3 ევრო.

  • თოჯინების მუზეუმი

განსხვავებული გამოცდილებისთვის, ეწვიეთ ლისაბონის თოჯინების მუზეუმს, რომელიც ისტორიულ სანტოსის უბანში მდებარეობს. ის თოჯინების ისტორიას, თეატრს და კულტურას ეძღვნება. მუზეუმი ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ორშაბათის გარდა. ბილეთის საფასურია 5 ევრო, მაგრამ კვირა დღეს 2 საათამდე სრულიად უფასოა.

  • წმ. გიორგის ციხესიმაგრე

ლისაბონის ეს ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი ქალაქს ცნობილი მთიდან გადმოჰყურებს. მისი მონახულება არამხოლოდ ხედების, არამედ ინტერიერის გამოც ღირებულია. შეგიძლიათ ახვიდეთ ალფამას ქუჩიდან ფეხით, თუმცა სიცხის შემთხვევაში გირჩევთ 28 ნომერ ტრამვაის. ზრდასრულების ბილეთის ფასი 8.50 ევროა, ხოლო 12 წლამდე ბავშვების შეშვება უფასოა. ორი ზრდასრულისა და ორი არასრულწოვანის საოჯახო ბილეთი კი 20 ევრო ჯდება. ციხესიმაგრე ყოველდღე ღიაა.

  • აკვაშოუს პარკი

თუ ალგარვეში დაისვენებთ, ძალიან კარგი ამინდებით დატკბებით. აქ წლის 300 დღის მანძილზე მზეა. ერთი დღის საინტერესოდ გატარებისთვის ეწვიეთ პარკს, სადაც წყლის შოუები (Aquashow Park) ტარდება. ეს თემატური პარკი აუზებს და ატრაქციონებს მოიცავს. ის ალბუფეირასთან ახლოს მდებარეობს და ავტობუსები ხშირად დადიან. ბილეთების ფასია: ზრდასრული 29 ევრო, 5-დან 10-წლამდე ბავშვები 19 ევრო ხოლო 5 წლამდე ბავშვები უფასო. ონლაინ ყიდვის შემთხვევაში 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ. პარკი ღიაა ყოველდღე 1 მაისიდან 30 სექტემბრამდე.