იაპონიის სიდიდით რიგით მეოთხე ქალაქი ნაგოია ტოკიოსავით, კიოტოსავით და ოსაკასავით პოპულარული არაა, მაგრამ აქ გემრიელადაც მიირთმევთ, კარგადაც გაერთობით და ანტიკურ ძეგლებსაც მოინახულებთ. მასიური ტურიზმის მიღმა დარჩენილი ნაგოია ტრადიციული კულტურის შესაგრძნობად მშვენიერი ადგილია.

1. Atsuta-jingū

1900 წლის წინ აღმოჩენილი ეს საყდარი იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა შინტოს საყდარია. ვრცელ ტყეში მდებარე ეკლესია, გარშემორტყმული კვიპაროსის ხეებით, მშვიდი ადგილია სასეირნოდ.

2. ტოგუკავას ხელოვნების მუზეუმი

Tokugawa Art Museum – 10 000 ხელოვნების ნიმუშს აერთიანებს. აქ ნახავთ სამურაის იარაღებს, მხატვრობას და კერამიკას. არ გამოგრჩეთ მუზეუმის გასაოცარი იაპონური ბაღი ტრადიციული ჩაის სახლით.

3. ნაგოიას ციხესიმაგრე

Nagoya-jō 1615 წელს აშენდა და არქიტექტურული საოცრებაა. სხვა ძეგლების მსგავსად მეორე მსოფლიო ომის დროს ისიც განადგურდა. გაისეირნეთ მის ულამაზეს ბაღებშიც მშვიდი ჩაის სახლებით.

4. ნაგოიას ქალაქის ხელოვნების მუზეუმი

ამ თანამედროვე შენობის არქიტექტურა კიშო კუროკავას ეკუთვნის. ამ სივრცეში წარმოდგენილია 8000-ზე მეტი ნამუშევარი მთელი მსოფლიოდან. მათ შორისაა ფრიდა კალოს, მოდილიანის და იაპონელი არტისტების ნამუშევრები.

5. ვინტაჟ შოპინგი ოშუს სავაჭრო გამზირზე

იაპონელებს მოდა ძალიან უყვართ, განსაკუთრებით ვინტაჟური. ამ გამზირზე (Ōsu) შესაძლოა ვივიენ ვესტვუდის ჟაკეტი დიდი ფასდაკლებით აღმოაჩინოთ. აქ ასობით ბუტიკია დასათვალიერებელი.

6. ადგილობრივი საკვები

ნაგოიელებს გემრიელად მირთმევა ძალიან უყვართ. აქ ყველაზე პოპულარული კერძია ნუდლსი (kishimen noodles), უდონი (udon) და მისო-კაცუ (miso-katsu).

7. ტოიოტას ინდუსტრიისა და ტექნოლოგიების მუზეუმი

ნაგოიაში ტოიოტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიტყვაა. ამ კომპანიამ თავისი პირველი მანქანა 1936 წელს სწორედ აქ გამოუშვა. მუზეუმში ყველა ეპოქის ტოიოტას იხილავთ. ასევე, შეხედავთ თუ როგორ აწყობენ რობოტები მანქანას.

8. ლეგოლენდი

აქ არამხოლოდ ბავშვები, არამედ დიდებიც გაერთობით. აღსანიშნავია ლეგოს კონსტრუქციებით აწყობილი იაპონიის ქალაქების მინიატურული ვერსიები, ლეგოს ქარხანა და ატრაქციონები. აქ მეტროთი მოხვდებით. ჩასხედით აონამის მიწისქვეშა ხაზზე და ბოლო გაჩერებაზე, კინჯოფუტოს სადგურზე ჩამოდით.

9. ღამის ცხოვრების პულსი საკაეში

Sakae – ნეონით განათებული ბარების და კლუბების ადგილია. მეზობლად მდებარეობს ნიშიკი, რომელიც ასევე პოპულარული ღამის ცხოვრების უბანია. იქ უფრო ტრადიციული იაპონური ღამის გართობა დაგხვდებათ.

10. გიბლის პარკი

თუ სტუდიო გიბლის ანიმაციები გიყვართ, აქ აუცილებლად უნდა მოხვდეთ. ამ ტემატურ პარკში ბევრი ცნობილი მულტფილმი ცოცხლდება. გირჩევთ ბილეთები წინასწარ ონლაინ შეიძნოთ, 2-3 თვით ადრე. ყოველი თვის 10 რიცხვში ისინი ფასდაკლებებით იყიდება.

11. გაყევით მატარებელს ულამაზეს ციხესიმაგრესთან

Inuyama – ნაგოიადან 25 კილომეტრში მდებარეობს. ის მე-16 საუკუნეში აშენებული ეროვნული საგანძურია, იაპონიის ერთ-ერთი უძველესი და დღემდე შემონახული ხის სასახლე. მისვლა შეგიძლიათ მატარებლიღ ან ავტობუსით.

12. დაათვალიერეთ ცოცხალი მუზეუმი გიფუში

ნაგარას მდინარის პირას გაშენებული ეს საოცარი დასახლება (Gifu) აერთიანებს ტრადიციულ სახლებსა და ციხესიმაგრეს. მატარებელი აქ ნაგოიადან დღეში ათჯერ გადის და 20 წუთი სჭირდება.