ზღვა და კუნძულები

10 საუკეთესო კუნძული ვიეტნამში

ვიეტნამის კუნძულები მზიან, სასიამოვნო დასვენებას გპირდებიან. მისი 3000 კმ სიგრძის სანაპირო ზოლი გარშემორტყმულია ათასობით კუნძულით, საუკუნოვანი საყდრებით, ტრადიციული სოფლებით, ტყეებით, აღმოსაჩენი გამოქვაბულებით, იშვიათი წყალქვეშა ბინადრებით და საოცარი ნაპირებით.

1. კუნძული პუ კოკი (Phu Quoc) სამხრეთ ვიეტნამი

პუ კოკის კუნძულს იდილიური სანაპიროები, რომანტიკული მზის ჩასვლები, ტყეები და მშვიდი ატმოსფერო აქვს. აქ ქაოსური ქალაქებისგან სრულად მოწყდებით. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი ხელშეუხებელი რჩება იმის გამო, რომ იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული პარკი აქვს. სანაპირო აქტივობების გარდა, აღმოაჩინეთ ტრადიციული სოფლები, ბუნების ნაკრძალები და ვიეტნამური სამზარეულო.

2. კუნძული კონ დაო (Con Dao) სამხრეთ ვიეტნამი

კონ დაოს არქიპელაგზე 16 დაუსახლებელი კუნძულია. თითოეული მათგანი უნიკალურ სანაპიროებს გვთავაზობს, ხეების ჩრდილში. მშვენიერია მათთვის, ვისაც ხმაურისგან გათავისუფლება სურს. აქ ბევრი სანაპირო გზა, სალაშქრო ბილიკი, ველური ბუნება და გარე აქტივობების ფართო არჩევანია.

3. ჩამის კუნძულები (Cham Islands) ცენტრალური ვიეტნამი

ჩამის კუნძულები 8 პატარა კუნძულს აერთიანებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი იუნესკოს მსოფლიო ბიოსფეროს ნაკრძალს წარმოადგენს. მისი საზღვაო პარკი მოგზაურებს სკუბა დაივინგით და სნორკელინგით დაკავებას სთავაზობს. აქ ასევე ბევრი რესტორანი მდებარეობს.

4. ვუნგ ტაუს კუნძული (Vung Tau Island) სამხრეთ ვიეტნამი

ვუნგ ტაუს კუნძული პოპულარული ზღვისპირა კურორტია, პოპულარული მიმართულება ადგილობრივი და საერთაშორისო ტურისტებისთვის. აქ ულამაზესი სანაპიროები, ბრწყინვალე ზღვის პროდუქტები და ბევრი გარე აქტივობის შესაძლებლობაა. ვუნგ ტაუ მშვენიერი მიმართულებაა გოლფის ენთუზიასტებისთვისაც. მისი პოპულარული სანაპიროებია: Back Beach; Front Beach და Pineapple Beach.

5. ქეთ ბას კუნძული (Cat Ba Island) ჩრდილოეთ ვიეტნამი

ჰანოიში თითქმის ყველა ტურისტული კომპანია შემოგთავაზებთ დღიურ ტურებს კუნძულზე. კუნძულის სანაპიროები მშვენიერია მზეზე მისაფიცხებლად და საბანაოდ. თუ სანაპიროზე ხალხმრავლობა არ გსურთ, იქირავეთ კაიაკი ან ნავი და ესტუმრეთ კუნძულებს, სადაც სუფთა და მშვიდი სანაპიროებია.

6. ჰონ ტრეს კუნძული (Hon Tre Island) ცენტრალური ვიეტნამი

ჰონ ტრეს კუნძული ცნობილია ვინპერლის გასართობი პარკით, სადაც მასიურ აკვარიუმს, ამფითეატრს, სავაჭრო ცენტრს და სხვა გასართობებს აღმოაჩენთ. მიუხედავად იმისა, რომ კუნძული მასიურადაა განვითარებული, ბუნების მოყვარულები დატკბებიან ლაშქრობით მთებში. აქ მოხვდებით საბაგიროთი, ბორნით და სწრაფი ნავით.

7. ლი სონი (Ly Son) ცენტრალური ვიეტნამი

ლი სონში 50-მდე საყდარი, ქვიშიანი ნაპირები და ნივრის ფერმებია. აქ ასევე ბევრი სუფთა სანაპიროა ხელმისაწვდომი სასტუმროებით და ზღვის პროდუქტების რესტორნებით. საყდრები საოცარ ხედებს გვთავაზობენ ოკეანეზე და ქალაქის ცენტრზე.

8. ბა ლუას კუნძულები (Ba Lua) სამხრეთ ვიეტნამი

აქ 45 პატარა კუნძული მდებარეობს და ყველაზე პოპულარული აქტივობაა ერთიდან მეორეზე გადასვლა როცა მიმოქცევა დაბალია. ეს კუნძულები გამოქვაბულებითაც ცნობილია და იდეალურია მათთვის, ვისაც სიმშვიდეში დასვენება სურს.

9. ნამ დუ (Nam Du) სამხრეთ ვიეტნამი

ნამ დუს არქიპელაგი 21 კუნძულს აერთიანებს ფერადი წყალქვეშა ფაუნით და კლდის რიფებით, ასევე ძვირადღირებული სანაპიროებით და ისტორიული ძეგლებით. მხოლოდ 11 მათგანია დასახლებული და მხოლოდ მთავარ, ჰონ ლონის კუნძულზეა სასტუმროები და რესტორნები. აქ ასევე მდებარეობს შუქურა ზღვის დონიდან 300 მეტრზე. შეგიძლიათ შეუერთდეთ დღის ტურებს და მოინახულოთ ახლომდებარე კუნძულები. საუკეთესო დრო მშრალი სეზონია, ნოემბრიდან აპრილამდე.

10. ბინ ბა (Binh Ba) სამხრეთ ვიეტნამი

ბინ ბას კუნძული გამოქვაბულებს და სუფთა სანაპიროებს წარმოგვიდგენს ფერადი რიფებით, მეგობრული ადგილობრივებით, ჯანსაღი ზღვის პროდუქტებით და ბიუჯეტური დასარჩენებით. ნავები ბინ ბასკენ ყოველდღე, დილის 7 საათიდან საღამოს 4 საათამდე დადიან. აქ რამდენიმე გადმოსახედიცაა თვალწარმტაცი ზღვის, კუნძულების და ჰორიზონტის ხედებით.

შენი მეგზური

ქართული ტურისტული კომპანია და სამოგზაურო ბლოგი. ვაწყობთ ჯგუფურ და ინდივიდუალურ ტურებს.

მსგავსი ბლოგები

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი6 ოქტ 2026

დანანგი, ვიეტნამი: რა უნდა გააკეთოთ და მოინახულოთ

დრაკონის ხიდი, მი ხეს სანაპირო, ბა ნა ჰილსი და მარმარილოს მთები: რა ვნახოთ დანანგში და როდის ჯობს ვიეტნამში წასვლა.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი30 სექ 2026

საუკეთესო დრო ვიეტნამში ვიზიტისთვის

როდის წავიდეთ ვიეტნამში: ჩრდილოეთის მთები, ჰალონგის ყურე, სანაპიროები და ფუკუოკი თვეების მიხედვით, ტაიფუნების სეზონის გათვალისწინებით.

ვიეტნამივიეტნამი
ვიეტნამი13 ივლ 2026

აზიის 10 საუკეთესო მიმართულება ისტორიის მოყვარულებისთვის

კიოტო, აგრა, ლუანგ პრაბანგი, ჰოი ანი, ბუხარა და ლჰასა: აზიის 10 ქალაქი ისტორიის მოყვარულთათვის, უძველესი ტაძრებით, სასახლეებით და იუნესკოს ძეგლებით.

გინდა ამ მიმართულებით წასვლა?დაგიგეგმავთ ტურსმოგვწერე