სეიშელის ულამაზესი კუნძულები სუფთა სანაპიროებისგან და კრისტალივით გამჭვირვალე წყლისგან შედგება. აღმოსავლეთ აფრიკის ეს ლოკაცია საოცარ ნაპირებს გვთავაზობს ტროპიკული ხეებით და წყლის სპორტის მრავალფეროვანი არჩევანით.
გაისეირნეთ სეიშელის ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში
აქ მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა დაგხვდებათ ასწლოვანი ხეებით. ვიზიტორები იხილავენ უზარმაზარ კუებსაც. ბაღი ღიაა დილის 8 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შესვლის ღირებულებაა 8$.
განიტვირთეთ დიგის კუნძულზე
La Digue Island – სეიშელის ყველაზე პატარა დაუსახლებელი კუნძულია, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ყველაზე ცნობილი სანაპირო სახელად – Anse Source d’Argent, დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის გვთავაზობს სუფთა წყალს და მშვიდ ატმოსფეროს. სწორედ აქ ხდება მოქმედებები ფილმში “კრუზო”.
იშოპინგეთ ვიქტორიას ბაზრობაზე
თუ სეიშელებიდან სუვენირების წაღებას გეგმავთ, ვიქტორიას ბაზარს ეწვიეთ. ეს ისტორიული ლოკაცია მე-19 საუკუნით თარიღდება და აქ უამრავ ნივთს აღმოაჩენთ: მაისურებს, სამკაულს და აშ. აქვე ისიამოვნებთ ადგილობრივი წასახემსებლებით და ხილით.
დაათვალიერეთ პრასლინის კუნძული
Praslin Island – ცნობილია მშვიდი სანაპიროებით და წყლით. მათ შორის ყველაზე პოპულარულია ანსე ლაციო და ანსე ჟეორჟეტი. ის სიდიდით რიგით მეორეა არქიპელაგზე.
დალაშქრეთ კოპოლიას ბილიკი
კოპოლიას ბილიკი სეიშელების ეროვნული პარკის ნაწილია და ის ვიქტორიაზე და მის ახლომდებარე კუნძულებზე 360 გრადუსიან ხედებს გვთავაზობს. აქ შეხვდებით ჯუნგლების ნაწილსაც. ბილიკის დალაშქვრას 45 წუთი სჭირდება.
დაკავდით სკუბა დაივინგით
სეიშელებზე დასვენება არ იქნება სრულყოფილი თუ სკუბა დაივინგით არ შეიქცევთ თავს. აქაური წყალი სავსეა ულამაზესი ფორმის რიფებით და ფერადი ზღვის ბინადრებით. პოპულარული ადგილებიდან ცნობილია: Baine Ternay Marine Park, Brissare Rocks და Aldabra, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაცაა.
გადადით ნავით კუზინის კუნძულზე
სეიშელები სავსეა ულამაზესი კუნძულებით და რატომ არ უნდა მოინახულოთ ერთ-ერთი მათგანი საკრუიზო ნავით? Cousin Island-ზე, Curieuse-ზე და St. Pierre-ზე მაჰეს კუნძულიდან მოხვდებით და იხილავთ ულამაზეს ლანდშაფტს, სასიამოვნო სანაპიროებს და სიმწვანეს.
სეიშელების არქიპელაგზე 115 კუნძულია სამოთხის მსგავსი სანაპიროებით. აქ ექსტრაორდინალური, ტროპიკული ოაზისი დაგხვდებათ. ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო სანაპიროების სიასაც:
- Anse Cocos Beach – ეს სანაპიროც დიგის კუნძულზეა და საშუალებას გვაძლევს მოვიწყოთ მშვიდი იზოლაცია.
- Anse Lazio – ეს სანაპირო კი პრასლინის კუნძულზეა. იქ ავტობუსით მოხვდებით. ანსე ლაციო თეთ ქვიშას და კომფორტულ სივრცეს გვთავაზობს.
- Beau Vallon – მაჰეს კუნძულის ყველაზე გრძელი სანაპიროა. ის გვთავაზობს კაფეებს, გესთჰაუსებს და წყლის სპორტით დაკავების შესაძლებლობებს.
- Anse Georgette – პრასლინის კუნძულის ჩრდილოეთით მდებარე ეს სანაპირო მასიურ ქვის ლოდებს წარმოგვიდგენს თეთრ ქვიშაზე.
- Anse Louis – ეს კერძო დამალული სანაპირო კი შთამბეჭდავ ხედებს აერთიანებს. ის ცურვისა და სერფინგისთვის იდეალური მიმართულებაა.
- Petite Anse – მაჰეს ეს პატარა სანაპირო კი მთებითაა გარშემორტყმული და Four Seasons-ის კურორტს მასპინძლობს.
- Anse Intendance – მაჰეზე მდებარე ეს მორიგი მწვანე ოაზისი სერფერების სამოთხეა. აქ ბევრი პალმის ხე, თეთრი ქვიშა და კლდოვანი რიფებია.
- Anse Volbert Beach – პრასლინის ამ სანაპიროზე შეძლებთ ჩრდილში დასვენებას, სკუბა დაივინგს, ნავით სეირნობას და სერფინგს. აქ ბევრი რესტორანია და საოჯახო დასვენებისთვის მშვენიერი ადგილია.
- Anse Major Beach – ეს პატარა სანაპირო ვიქტორიასთან ახლოს მდებარეობს და მოგზაურებს იქ მისასვლელად ან ნავი სჭირდებათ ან ორ საათიანი ლაშქრობა.