ბენიდორმის ღამის ცხოვრება საკმაოდ ბევრ ტურისტს იზიდავს. თუმცა, დღის მანძილზე ვიზიტორებს საკმაოდ ბევრი რამის აღმოჩენა შეუძლიათ.
ციხესიმაგრის გადმოსახედი
ეს ადგილი ბენიდორმის ძველ უბანში მდებარეობს. ციხესიმაგრის გადმოსახედიდან ბენიდორმის ლევანტეს სანაპიროს, ბულვარს და სიერა ჰელადას ეროვნულ პარკს დაინახავთ. ის ასევე გთავაზობთ გასაოცარ ხედებს გეიზერებზე და სანაპიროზე. კიბეებით ჩახვალთ პორტში და მალ პასის სანაპიროზეც. ციხესიმაგრის მოედანი ხშირადაა არტისტების შეხვედრების ადგილი, რომლებიც თავიანთ ნამუშევრებს გამოფენენ. ბენიდორმის სასახლე მე-14; მე-15 და მე-16 საუკუნეებში მეკობრეების შეტევებს იგერიებდა. დღეს კი აქ ანტიკური კედლებია შემორჩენილი.

სან ჯეიმის და სანტა ანას ეკლესია
ეს ეკლესია ძველი ქალაქის ზედა ნაწილში მდებარეობს. ის მე-18 საუკუნეში აშენდა და ლევანტეს სანაპირო ზოლს გადმოჰყურებს. ეკლესია ნეო-კლასიკურ სტილშია აგებული და ბენიდორმში მნიშვნელოვან რელიგიურ ფესტივალებს მასპინძლობს.

ლა კრუზი
სიერა ჰელადას მთაზე მდებარე ბენიდორმის ეს ყველაზე საკულტო მონუმენტი, ცნობილი ტურისტული მიმართულებაა, რადგანას ის ქალაქის განსაკუთრებულ ხედებს გვთავაზობს. ასევე, მშვენიერი ადგილია მზის ამოსვლის და ჩასვლის საყურებლად. სიერა ჰელადას ეროვნული პარკი აერთიანებს სალაშქრო გზებსაც.

ლაგუერას პარკი
ეს სარეკრეაციო ზონა ესპანელ მომღერალს, ხულიო იგლესიას ეძღვნება, რომელმაც სიმღერის კარიერა ბენიდორმში დაიწყო. ის ქალაქის ახალი მერიის უკან მდებარეობს. ზაფხულში აქ ბევრი კონცერტი, ხოლო წლის მანძილზე მრავალფეროვანი აქტივობები ეწყობა.

ელჩეს პარკი
ეს პარკი ბენიდორმის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული საფეხმავლო არეალია. პარკი იდეალურია სანაპირო ხედებზე დასაკვირვებლად. მას სხვადასხვა ტიპის რეკრეაციული ზონა აქვს.

პორტი
ბენიდორმის პორტი პონიენტეს და მალ პასის სანაპიროებს შორის მდებარეობს, გეიზერთან ახლოს. აქ ბევრი ნავი, იახტ კლუბი და რესტორანია. აქედან გაყვებით ნავებს სხვადასხვა ტურებზე.

ბენიდორმის კუნძული
ბენიდორმის კუნძული ულამაზეს ბუნებას წარმოგვიდგენს. მასზე ნავის ტურებით 15 წუთში მიდიან. ზოგიერთი ნავი წყალქვეშა ხედებსაც გთავაზობს, აქაურ ზღვის ცხოვრებაზე დასაკვირვებლად.

ბაზრობები
გარდა შოპინგისთვის მიძღვნილი ტიპური ქუჩებისა და გამზირებისა, ბენიდორმში შეგიძლიათ ეწვიოთ ტიპურ ბაზრობებს, რომლებიც ოთხშაბათს და კვირას ეწყობა. ხოლო ფლი მარკეტებს აქ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას აღოაჩენთ. ოთხშაბათობით გირჩევთ Foietes Market-ს, რომელიც ფოიეტეს მუნიციპალურ სტადიონთან მდებარეობს და ნივთების მრავალფეროვნებას წარმოგვიდგენს. პუებლოს ბაზრობა ოთხშაბათს და კვირას ეწყობა, ხოლო ბენიდორმის ფლი მარკეტი El Cisne ყოველ ხუთშაბათს, შაბათს და კვირას ტარდება.










