პრაღის ცოცხალი ღამის ცხოვრება ყველას სთავაზობს რაღაც ახალს. აქ ბარების და მუსიკალური კლუბების ეკლექტური მიქსია. როგორც იცით, ჩეხეთი ცნობილია ხარისხიანი ლუდით. ამიტომაც აქ ღამის გართობისას გემრიელ ლუდს დააგემოვნებთ. თუ ალკოჰოლი და მუსიკა არ გსურთ, თეატრალურ შოუებს და ფილმის ჩვენებებს დაესწარით. მოკლედ, პრაღაში ბევრი ადგილია წასასვლელად მას შემდეგ, რაც მზე ჩადის.

საუკეთესო ბარები პრაღაში

  • U Zlatého Tygra (ოქროს ვეფხვი) – სასიამოვნო პაბია ძველ ქალაქში. აქ იქამდე შეგივსებენ პილსნერის ლუდს, სანამ თავად არ გააჩერებთ.
  • Na Slamníku – აქ სიმყუდროვეს ხის ბუხრით შეგიქმნიან.
  • U Medvídků – შუასაუკუნეების დროინდელი ლუდსახარშის ადგილას დღეს ტრადიციული პაბია და ბევრ განსხვავებულ ლუდს დააგემოვნებთ.
  • U Vystřeleného Oka – ეს ლეგენდარული პაბია პარასკევი საღამოების გასატარებლად.

საუკეთესო კოქტეილის ბარები

  • Café Bar Pilotů – ეს პოპულარული ღამის გართობის ადგილია, სადაც კომფორტულ დივანზე, წიგნების თაროებით გარშემორტყმულ ატმოსფეროში გემრიელ სასმელებს დააგემოვნებთ.
  • Hemingway Bar – ჩეხეთის დედაქალაქის ყველაზე ცნობილი კოქტეილების ბარი ერნესტ ჰემინგუეის შთაგონებითაა შექმნილი.

საუკეთესო მინი ლუდსახარში და კრაფტ ლუდის ბარები

  • Beer Geek – აქ გემრიელ ჩამოსასხმელ ლუდებს ქათმის ფრთებსაც მიაყოლებთ.
  • Andělský Pivovar – აქ ხელნაკეთ ლუდს დააგემოვნებთ და საღამოს ტერასაზე გაატარებთ.
  • Vinohradský Pivovar – ხარისხიან ლუდთან ერთად, მენიუც გასიამოვნებთ ტრადიციული ჩეხური კერძებით.
  • Ossegg – ინდუსტრიული ინტერიერი მეტალის ლუდსახარში კასრებით.
  • Klášterní Pivovar Strahov – ამ მე-12 საუკუნის დროინდელ მონასტერს თავისი მინი ლუდსახარში აქვს.

საუკეთესო ჯაზ-ბლუზ კლუბები

  • Jazz Dock – თანამედროვე ინტერიერის მქონე კლუბი ხედით მდინარე ვლტავაზე.
  • AghaRTA Jazz Centrum – აქ ჯაზის გარდა აფრო-კუბურ მუსიკასაც გაიგონებთ.
  • Reduta Jazz Club – ეს კლუბი უფრო მეტად თეატრს წააგავს და 50-იანების ატმოსფეროს ქმნის.
  • Jazz Republic – აქ ჯაზს, ბლუზს და რეგის უკრავენ.

“განსხვავებული” დასალევი ადგილი

  • Cobra – აქ მოხვედრისას მიხვდებით რატომაა კობრა მუდამ სავსე ხალხით.
  • Planeta Žižkov – ჩეხური ლუდი, ვინტაჟური პრინტები და მწვანე კედლები სარელაქსაციო ატმოსფეროს ქმნიან.
  • Blue Light – გააჩნია საღამოს, აქ მუდამ სხვადასხვა განწყობა სუფევს.

საუკეთესო ადგილები ლაივ მუსიკისთვის

  • Palác Akropolis – არტ-დეკოს ინტერიერის ბარი მოიცავს კაფე-რესტორანს, დიჯეის მაგიდას და ლაივ მუსიკის სცენას. აქ ხშირად უკრავენ ადგილობრივი და საერთაშორისო ბენდები.
  • Lucerna Music Bar – ეს მიწისქვეშა ბარი ვიზიტორებს სასიამოვნო ლაივ-მუსიკის საღამოებით იზიდავს. უიქენდებზე აქ 80-90-იანების ცეკვების წვეულებები ეწყობა.
  • Roxy – თუ ალტერნატიული მუსიკა გიყვართ, აქ მოდით.
  • Malostranská Beseda – ამ ბარში კი გემრიელ პილსნერს დააგემოვნებთ.

იმ შემთხვევაში თუ არ სვამთ:

  • Jatka78 – აქ მოისმენთ ჩეხურ იუმორს. შოუები ძირითადად ინგლისურადაა.
  • Bio Oko – აქ ფილმის ყურება შეგიძლიათ ყავის ან სახლის ლიმონათის თანხლებით.
  • Edison Filmhub – აქაც მყუდრო კაფე და ფილმის დარბაზი დაგხვდებათ.