ლუქსემბურგის დედაქალაქი ლუქსემბურგი სავსეა არქიტექტურული საოცრებებით, ლამაზი კაფეებით და ცოცხალი ღამის ცხოვრებით. თუ აქ მხოლოდ 1 დღე გაქვთ, ჩვენ მას საუკეთესოდ დაგიგემავთ.
დილა
სადგურთან მდებარე საცხობში მიირთვით უგემრიელესი ბეიგელები და ბაგეტები. გადადით ძველ ხიდზე და დაინახავთ სკეიტპარკს, სადაც სკეიტერები პროფესიონალურად ვარჯიშობენ. შემდეგ, ლუქსემბურგის სიმბოლოსთან, ოქროს ქალის ქალდაკებასთან შეჩერდით. მას ადგილობრივები Gëlle Fra-ს უწოდებენ. ეს არის მემორიალი და პატივს მიაგებს მათ, ვინც ქვეყნისთვის იბრძოდა.

გაყევით მწვანე ველს და დაინახავთ ბაროკოს სტილის ნოტრ-დამის კათედრალს, იქამდე სანამ გილიომ მეორეს მოედანთან მიხვალთ. აქ ქალაქის მნიშვნელოვანი შენობები მდებარეობს: მერია, გრანდ-დუკალის სასახლე და რეზიდენცია. თუ ტკბილი მოგინდებათ, შოკოლადის სახლს მიაკითხეთ.

შემდეგ, ლუქსემბურგის ცნობილი ციხესიმაგრე დაათვალიერეთ. მას “ჩრდილოეთის გიბრალტარს” უწოდებენ. გამოიკვლიეთ მისი გვირაბები და აივანი, რომელიც მთელ ევროპაშია ცნობილი. აქვე მდებარეობს ეროვნული ისტორიის და ხელოვნების მუზეუმი. MNHA ღიაა ყოველდღე 10-დან 6-მდე, ორშაბათის გარდა.

ახლა კი თუ სურვილი გაქვთ, იშოპინგეთ. Place d’Armes, იგივე Plëss, მოედანია ბევრი ბარითა და რესტორნით. აქ ლუქსემბურგის პატარა, ხელნაკეთი ნივთების მაღაზიებს და დახლებსაც შეამჩნევთ.

შუადღე
აქ ყოფნისას ლუქსემბურგის ავთენტური სამზარეულო აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ. სადილის შემდეგ, ქალაქის მეორე ნაწილი დაათვალიერეთ. გადაჭერით სამეფო ბულვარი და Kinnekswiss-ის პარკიც შემოგეგებებათ. ის ითარგმნება როგორც “მეფეების მდელო”

ტრამვაის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმამდე (MUDAM) გაყევით, აქვეა ფილარმონია და მუზეუმი – Dräi Eechelen, სადაც შესვლა უფასოა.

თუ მუზეუმებში ვიზიტი არ გსურთ, ტრამვაის ფუნიკულიორამდე (Kirchberg) აყევით. ტრამვაი შემდეგ Pfaffenthal-ში ჩაგიყვანთ, ლუქსემბურგის ძველ და ავთენტურ უბანში. შეგიძლიათ გადაიხედოთ შუშის კოშკიდან. აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა.

საღამო
ეწვიეთ ლუქსემბურგის გამორჩეულ უბანს – Grund-ს. აქ ბევრი ბარი, რესტორანი და ტრადიციული შენობაა. მიირთვით გემრიელი ლუდი ან კოქტეილი რომელიმე ბარში.

ღამე
ვახშმის შემდეგ, ნეუმანსტერის სააბატოს ეზო დაათვალიერეთ. ის ღამით განსაკუთრებით ლამაზადაა განათებული. ზაფხულში კვირაობით აქ სალსას საღამოებიც ტარდება. შემდეგ შეგიძლიათ ხიდით Clausen-ში გადახვიდეთ და ღამის ცხოვრებით გაერთოთ.











