ამბობენ, რომ თურქეთის უდიდესი ქალაქი ყოველთვის აღმოგაჩენინებს რაღაც ახალს. მაგრამ, 5 დღე მშვენიერი დროა რომ აქ ბევრი ღირსშესანიშნაობა ნახოთ.

დღე 1: შეისწავლეთ ის ნავით

სტამბოლი დიდი ქალაქია ბევრი უბნით. აუცილებლად უნდა გახვიდეთ ისტორიული ცენტრის მიღმა და “სხვა სტამბოლიც” დაათვალიეროთ, ლურჯი მეჩეთის და ტოპკაპის სასახლის გარდა. ქალაქის დათვალიერების ერთ-ერთი საუკეთესო გზა ბოსფორის კრუიზის აღებაა, რომელიც ვიზუალურად გაგაცნობთ სტამბოლს წყლიდან. ბორანი რამდენჯერმე გააჩერებს. გირჩევთ ჩამოხვიდეთ ბოლო გაჩერებაზე – ანადოლუჰისარიზე – პატარა წყლისპირა უბანში, სადაც ისტორიული ციხესიმაგრე დგას. დაათვალიერეთ იქამდე, სანამ ბორანი უკან ემინონუში არ დაგაბრუნებთ.

დღე 2: გამოიკვლიეთ სულთანაჰმეთი

მას შემდეგ, რაც შეგექმნებათ წარმოდგენა თუ როგორ გამოიყურება სტამბოლი გარედან, მისი მთავარი ტურისტული მიმართულებები გამოიკვლიეთ. დაიწყეთ Sultanahmet-ის მოედნით და ეწვიეთ აია-სოფიას, ლურჯ მეჩეთს და ბაზილიკას. აუცილებლად სანახავია ტოპკაპის სასახლე და დიდი ბაზარი. თუ მუზეუმები გიყვართ, არქეოლოგიის და თურქული ისლამური ხელოვნების მუზეუმებსაც ეწვიეთ. თუ მოასწრებთ, ქორას ეკლესიაც ბრწყინვალე ღირსშესანიშნაობაა.

დღე 3: გამოიკვლიეთ ბეიოგლუ

ისტორიული სტამბოლის გამოკვლევის შემდეგ, გალათას ხიდს მიაკითხეთ. დაიწყეთ კარაკოის (Karaköy) უბნით თავისი მაღაზიებით და კაფე-რესტორნებით. შემდეგ გალერეები მოინახულეთ და სტამბოლის ბოჰემურ უბანს – ცუკურცუმასაც (Çukurcuma) მიადგებით. გაისეირნეთ ცნობილ ისტიკლალის ქუჩაზე. ქუჩის ბოლოს გალათას უბანია, მათ შორის პერა – ლამაზი ნეოკლასიკური შენობებით.

დღე 4: აღმოაჩინეთ ბოსფორის სანაპირო

აქ სტამბოლის ყველაზე მდიდარ ოჯახებს აქვთ სახლები, რომლებიც წყალს გადაჰყურებენ. გაჰყევით მეტროს ეტილერამდე და მიადექით ბებეკის უბანს მისი ულამაზესი წყლისპირა პარკით. აქ ბევრი მაღაზია და კაფეა. მიირთვით თევზი რომელიმე რესტორანში ან ეწვიეთ საკონდიტროებს. აქედან გაუყვებით ბოსფორის სასეირნო ზოლს და იხილავთ არნავუტკოის უბანს (Arnavutköy).

დღე 5: ეწვიეთ კუნძულებს

სტამბოლს კუნძულებიც აქვს! ყველაზე პოპულარული ბუიუკადაა (Büyükada). აქ მანქანები დაშვებული არაა და სატრანსპორტო საშუალებებს ველოსიპედები და ცხენები წარმოადგენენ, შეგიძლიათ კუნძული ფეხით ან ორ ბორბალზე დაათვალიეროთ. აქ ოტომანური პერიოდის ლამაზი სახლები და სანაპირო კლუბებია. ბუიუკადაზე პატარა კუნძულია ჰეიბელიადა (Heybeliada)ძველი სახლებით და თევზის რესტორნებით. კიდევ უფრო პატარაა ბურგაზადა (Burgazada) – მალული ეკლესიებით, სანაპიროებით და ლამაზი მზის ჩასვლით.