რიო დეჟანეიროს წარმოდგენისას თვალწინ გვიდგება კოსტიუმები, ფერები და კარნავალის ატმოსფერო. ბრაზილიის ეს საკულტო დღესასწაული ცნობილია ქუჩის წვეულებებით და მილიონობით ვიზიტორით. რიოს კარნავალის ჩატარების ძირითადი ადგილია სამბადრომო, რომლის დიზაინიც ბრაზილიელ არქიტექტორს, ოსკარ ნიემეიერს ეკუთვნის.  იმის გარდა, რომ მოედანი უამრავი ხალხით ივსება, კარნავალის ლაივს ონლაინშიც ათიათასობით მაყურებელი ჰყავს. ყოველწლიურად სამბას სკოლები ახალი თემატიკით გამოდიან, ახალი სიმღერებით, კოსტიუმებით და ქორეოგრაფიით და ერთმანეთს ეჯიბრებიან. ათასობით შემსრულებელი კარნავალისთვის მთელი წლის მანძილზე ემზადება.

როდისაა რიოს კარნავალი? ადგილობრივების აზრით ბრაზილიაში ახალი წელი კარნავალის შემდეგ დგება. კარნავალი როგორც წესი თებერვალში ტარდება და 9 დღეს გასტანს. ზუსტი თარიღები ყოველ წელს იცვლება, რადგანაც მისი დაწყება და დასრულება აღდგომის თარიღებზეა დამოკიდებული.

რამდენი დღეა საჭირო კარნავალისთვის? ოფიციალურად ის 9 დღეს გასტანს, მაგრამ შეგიძლიათ მხოლოდ რამდენიმე დღით დაესწროთ. 1 კვირით ადრე კარნავალის დაწყებამდე, უიქენდზე შეგიძლიათ მასშტაბური რეპეტიციითაც დატკბეთ, თანაც უფასოდ.

საჭიროა თუ არა ბილეთები? ყველას სჭირდება ბილეთი უშუალოდ ოფიციალურ კარნავალზე შესასვლელად. როგორც წესი აქ 13 სექციაა მოწყობილი. ტრიბუნებზე როგორც წესი სკამები არაა, თუ სკამებიანი ადგილი გსურთ, ბილეთი ვიაპ არეალში უნდა შეიძინოთ. Ticketmaster Brazil ბილეთების გაყიდვას აგვისტოში იწყებს და ისინი ძალიან სწრაფად იყიდება. შემდეგ უკვე გადამყიდველების მოძიება მოგიწევთ.

რა უნდა იქონიოთ სამბოდრომოზე? აკრძალულია დიდი ზურგჩანთები. როგორც წესი, მთავარი მოვლენები ღამით იწყება და გათენებამდე გრძელდება. მაგრამ შესაძლოა მაინც ცხელოდეს. ამიტომაც, შეგიძლიათ იქონიოთ პატარა გაყინული წყლის ბოთლები. დაგჭირდებათ ასევე ხელსახოცები და სნექები. თუ ხმაურის მიმართ სენსიტიური მგრძნობელობა გაქვთ, იქონიეთ ყურსასმენები.  რა თქმა უნდა, ადგილზე მოვაჭრეები ყიდიან სასმელებსა და სნექებს, მაგრამ ხალხმრავლობამ შესაძლოა ხეი შეგიშალოთ იქამდე მისასვლელად. ნუ იქონიებთ ძვირადღირებულ ნივთენს.

ყველაფერი სამბოდრომოზე ხდება? არა, ბევრი ქუჩის წვეულება, ანუ ბლოკოები ქალაქის სხვადასხვა უბანში ეწყობა.

როგორ უნდა იმოძრაოთ რიოში? მუშაობს უბერი და ყვითელი ტაქსები, ასევე რიოში კარგად მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა, მათ შორის ავტობუსები, ტრამვაები და მეტრო. კარნავალის პერიოდში, მეტრო 24/7-ზეც მუშაობს.