ფინეთში ყველა გემოვნების ადამიანისთვის გამოინახება რამე: დაწყებული სარელაქსაციო საუნებით, დამთავრებული სათავგადასავლო ლაშქრობებით. ჩვენ დაგარწმუნებთ რომ ჩრდილოეთ ევროპის ამ საოცარ ქვეყანას აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
ქალაქები ისტორიაშია ჩაძირული
საუკეთესო გზა, რომ ფინეთის გასაოცარი ისტორია გამოიკვლიოთ, მისი ქალაქების მოვლაა. მაგალითად, ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტურკუ 1809 წლამდე ფინეთის დედაქალაქი იყო. აქ ყველაფერი ისტორიულია: არქიტექტურა, ძეგლები, მუზეუმები და სასახლეები. არც ჰელსინკია ნაკლებად ისტორიული. აქ ბევრი მნიშვნელოვანი ძეგლია. მათ შორის: სუომენლინას ციხესიმაგრე, ეროვნული მუზეუმი და ჰელსინკის კათედრალი.
ეროვნული პარკები ღია ცის ქვეშ არსებული სამოთხეა
ფინეთის 39 ეროვნული პარკი იდეალური ადგილია ველომბრბოლელებისთვის, ფეხით მოსეირნეებისთვის, კემპინგის მოყვარულებისთვის და ყველასთვის, ვისაც ბუნება უყვარს. აქ უნიკალურ ველურ ცხოვრებას შეხვდებით. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზია კოლის ეროვნული პარკი.
აქ მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი არქიტექტურაა
ფინური არქიტექტურა აერთიანებს ძველ ხის ნაგებობებს და თანამედროვე დიზაინის შენობებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით იხილავთ არტ-ნუვოს, გოთიკის და მინიმალიზმის ნიმუშებს. დაათვალიერეთ ჰელსინკის არქიტექტურის მუზეუმი. დიზაინის მოყვარულებს მოეწონებათ ბუნებით შთაგონებული მინიმალისტური არქიტექტურა.
ეს უსაფრთხო და ვიზიტორების მოყვარული ქვეყანაა
ფინეთი მსოფლიოში უსაფრთხოობით და დაცულობით გამოირჩევა. კრიმინალი აქ ძალიან იშვიათი შემთხვევაა. შეიძლება ითქვას, რომ ზამთარში, ყინულზე გასრიალება უფროა საშიშია ვიდრე აქ მცხოვრები ადამიანები. მართალია, ჩრდილოეთის ხალხს ჩაკეტილ საზოგადოებად მოიხსენიებენ, მაგრამ ისინი ტურისტებთან ძალიან მეგობრულები არიან. ასაკოვან ადამიანებს განსაკუთრებით უყვართ გამოლაპარაკება. ინგლისური ძალიან კარგად იციან, რადგანაც ბავშვობიდან ფინურივით სწავლობენ.
აქ შთამაგონებელი ბუნებაა
ფინეთის ლანდშაფტი ნამდვილად გარმოჩეულია. აქაურობა წლების მანძილზე შთააგონებდათ არტისტებსა და კომპოზიტორებს. ველები, მთები, ლაპლანდია – თუ ფინეთის რომელიმე დიდ ქალაქში რჩებით, აუცილებლად გადით ქალაქგარეთ. აქაური ბუნება კიდევ უფრო თვალწარმტაცი ჩრდილოეთის ციალის დროს ხდება. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული მიმართულება სუომენლინას კუნძულია.
აქ გაჯეტები ძვირი არაა
ფინეთი ელექტრო მოწყობილობების კუთხით ლიდერია. 10 წლის წინ, თითქმის ყველა მობილური ფინეთში იწარმოებოდა. Angry Birds სწორედ ამ ქვეყნის ტექნოლოგიური ქმნილებაა და დღეს მისი თემატური პარკიც არსებობს ქალაქ ტამპერეში. ამ ქვეყანაში გაჯეტებს იაფად შეიძენთ.
იხილავთ სანტას და ირმებს
ბავშვები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან აქ, რომ სანტა-კლაუსის სახლი და ირმები იხილონ. ლაპლანდიის ქალაქი როვანიემი ფინეთის ჯადოსნური ადგილია. აქ იხილავთ თოვლის მანქანებს და ჰასკების მარხილებსაც.
უყურებთ ჰოკეის თამაშს
ფინეთს მსოფლიოში საუკეთესო ჰოკეის მოთამაშეები ყავს. ამ თამაშის ყურება თქვენთვის ახალი გამოცდილება იქნება. არენაზე გულშემატკივრები მღერიან კიდეც.
ბაზრობების დარბაზები
ფინეთის ყველა ქალაქს აქვს 1 ბაზრის დარბაზი მაინც, სადაც ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი: ცომეულის, სანელებლების, სუვენირების… რაც მთავარია, ყველაფერი ადგილობრივი წარმოებისაა. აქ შეგიძლიათ ბიუჯეტური ლანჩიც მიირთვათ. უძველესი მათგანია ჰელსინკის სამხრეთ ნავსადგურში მდებარე ძველი ბაზრის დარბაზი, რომელიც 1889 წლიდან მუშაობს. აქ შეხვდებით ფინელებს და მხარს დაუჭერთ მათ მცირე ბიზნესებს.
ავრორა – ჩრდილოეთის ციალი
ზამთარში ფინეთის ცაზე საოცარი სანახაობის მნახველი გახდებით. ჯადოსნური ღამეები, გამონაბოლქვის გარეშე, იგლუს ქოხებით, განსაკუთრებულ სენსაციებს მოგანიჭებთ.
დაისვენებთ საუნაში
საუნები მთელ მსოფლიოშია პოპულარული, მაგრამ ის ფინეთში შეიქმნა. თუ თქვენს სასტუმროს საუნა არ აქვს, ეწვიეთ საჯარო საუნებს. აქ უნიკალური და სხვადასხვანაირი საუნები გვხვდება. მაგალითად საუნა გონდოლა, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
იხილავთ დათვებს
ფინელები ამაყობენ თავიანთი ველური ბუნებით. აქ შეგიძლიათ ჩაეწეროთ ტურზე და დათვები საკუთარი თვალით იხილოთ. ექსკურსიები აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება და საშუალებას გაძლევთ ამ ცხოველს ბუნებრივ პირობებში, სპეციალური შენობიდან დააკვირდეთ, ყოველგვარი საფრთხის გარეშე. ძირითადად ამ ტურებს ფინეთის აღმოსავლეთ საზღვარზე ანხორციელებენ.