იკავებს რა ფინეთის მესამედს, ლაპლანდია ევროპის უდიდესი ველური ბუნებაა. არქტიკულ წრეში ყოფნის გამო აქ წლის 6 თვის მანძილზე თოვლის საფარია. თუ იღბლიანი ხართ, ჩრდილოეთის ციალსაც მოკრავთ თვალს. ბოლო წლების მანძილზე ლაპლანდია განსაკუთრებით იქცევს ტურისტების ყურადღებას რადგანაც აქ არდადეგებს სპორტის ენთუზიასტები და ოჯახები იწყობენ. ჩვენ გირჩევთ თუ რითი შეიძლება დაკავდეთ ფინურ ლაპლანდიაში.
ჰასკების მარხილი
ლაპლანდიაში ბევრგან შემოგთავაზებენ ჰასკების მარხილს, რომელიც აქ ყოფნის დროს საინტერესო გამოცდილებაა. ზოგიერთი ტურ ოპერატორი თბილი ტანსაცმლით აღჭურვასაც ახდენს. ისინი გიყვებიან ჰასკების მნიშვნელობაზე მათი რეგიონისთვის, როგორ ავარჯიშებენ და უვლიან მათ.
ჩრდილოეთ ციალის ნათება
ჩრდილოეთის ციალი ფინურ ლაპლანდიაში წლის მანძილზე მინიმუმ 200 ღამის განმავლობაში ჩანს. ამ ფენომენის ხილვა ცხოვრებაში ძალიან საინტერესო გამოცდილებაა. ფერები ხშირად იცვლება და შესაძლოა ზედიზედ ორი დღის მანძილზე სხვადასხვანაირი ციალის მომსწრე გახდეთ.
სათხილამურო ლაშქრობა
თუ თავგადასავლებს ეძებთ და ფინური ლაპლანდიის ბუნების გამოკვლევა გსურთ, სათხილამურო ლაშქრობას უნდა შეუერთდეთ, სპეციალური აღჭურვილობით თოვლის ბილიკებს ადვილად გაიკვლევთ. ტურის განმავლობაში ბარბექიუს ლანჩს, ხოლო ბოლოს საუნას შემოგთავაზებენ.
თოვლის მანქანები
თოვლის მანქანები ფინური ლაპლანდიის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალებებია. ისინი ფარავენ დიდ დისტანციებს თოვლის დიდი საფარის დროსაც კი. ღამის ტურებს თუ შეუერთდებით, სეირნობის დროს ჩრდილოეთის ციალსაც მოკრავთ თვალს. აუცილებელია მართვის მოწმობის ქონა.
ტრადიციული ლაპლანდიური სამზარეულო
ლაპლანდიას ღირსეული კულინარიული მემკვიდრეობა გააჩნია. აქ კერძებს ღია ცეცხლზე ან გრილზე ამზადებენ, გაჯერებული არომატებით. აქ ყოფნისას რამდენიმე ტრადიციული კერძი აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
საუნა
ფინეთში მოგზაურობა ვერ იქნება სრულყოფილი თუ გარკვეულ დროს საუნაში არ გაატარებთ. ეს ფინური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. აქ საუნის სამი ვარიანტია: ხის, ელექტრო და ორთქლის. აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და სიცივეში საკმაოდ სასიამოვნო.
ყინულში თევზაობა
საუნას მსგავსად, ყინულში თევზაობაც ფინეთის ეროვნული იდენტობაა. ლაპლანდიაში ტბები გაყინვას ნოემბერში იწყებენ და იანვარში უკვე საკმაოდ სანდოები არიან სასიარულოდ და თოვლის მანქანებით გადასაადგილებლადაც კი. შეუერთდით ჯგუფებს და ითევზავეთ ყინულში. მას ადგილობრივები ერთგვარ მედიტაციასაც კი ადარებენ, სტრესისგან განტვირთვას.
როვანიემი
ლაპლანდიის დედაქალაქი როვანიემი მეორე მსოფლიო ომის დროს თითქმის მთლიანად გაანადგურეს, მაგრამ ფინელმა არქიტექტორმა ალვარ აალტომ ის სრულად აღადგინა. აქ თანამედროვე არქიტექტურაა: მერია, ბიბლიოთეკა, მეცნიერების მუზეუმი და სანტას სახლი. რესტორნები და მაღაზიები ლორდის მოედანზე მდებარეობს.
სანტა კლაუსის სოფელი
ლაპლანდიას ზაფხულშიც რომ ეწვიოთ, საფესტივალო განწყობა აქ მაინც დაგხვდებათ. სანტა კლაუსის სოფელი საშობაოდ განსაკუთრებით ჯადოსნურია. ის ყოველდღეა ღიაა და შესვლა უფასოა. შეგიძლიათ ეწვიოთ ჰასკების და ირმების პარკს, შეიძინოთ ხელნაკეთი სუვენირები და ისადილოთ რესტორანში. აქედან შეგიძლიათ ვინმეს საჩუქარი სანტა-კლაუსის სახელითაც გაუგზავნოთ არქტიკული წრის საფოსტო ინდექსით.
ლუვატუმა
ლუვატუმა მშვენიერი ადგილია რელაქსაციისთვის. აქ ბუნებრივი სპა და საუნა დაგხვდებათ, ცხელი და ციხი ღია აბაზანებით. მთავარი ღირსშესანიშნაობა ყინულის გალერეაა, რომელიც ყოველწლიურად ნახლდება თოვლით. აქ იხილავთ ყინულის ბართან.
საარისელკას სპორტული კურორტი
ეს კურორტი იდეალურია დამწყებებისთვისაც და პროფესიონალი მოთხილამურეებისთვისაც, რადგანაც სხვადასხვა სირთულის გზებს წარმოგვიდგენს.