ფერარაში ყველა მუზეუმი და ტურისტული სანახაობა სხვადასხვა დინასტიების მიერ აგებულ სასახლეებში მდებარეობს, რომლებიც ამ რეგიონს რენესანსის პერიოდში მართავდნენ. იუნესკოს მიერ აღიარებული ძველი ცენტრი მე-12 საუკუნის დუომოს გარშემო ტრიალებს. აქ რენესანსის დროინდელ იტალიაში გადაინაცვლებთ. ბოლონიასთან, იტალიის კულინარიულ ცენტრთან სიახლოვის გამო, ფერერაში გემრიელადაც მიირთმევთ.
მოინახულეთ კასტელო ესტენსი
Castello Estense – 1385 წელს აშენდა და დღეს მის ეზოში ბევრი ფესტივალი და გამოფენა ტარდება. ყველა ოთახი ღია არაა, მაგრამ მოინახულებთ მოხატულ ჭერს, ოქროს ოთახს და რენესანსის არტისტების შედევრებს.
გაისეირნეთ პიაცა ტრენტოზე და ისტორიულ ცენტრში
ფერარაში ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობები ისტორიულ ცენტრში მდებარეობს და ქალაქის კედლებითაა გარშემორტყმული. მის გულშია პიაცა ტრენტო ე ტრიესტე ერთ ბოლოში ციხესიმაგრით და მეორეში კათედრალით. აქ მანქანები არ დადიან და ხშირად ბაზრობები იმართება.
მოინუსხეთ სან ჯორჯის კათედრალით
Cattedrale di San Giorgio, იგივე ფერარას კათედრალი ქალაქის ისტორიის არქიტექტურული სახეა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაშია. ის ქალაქის ისტორიის არქიტექტურული სახეა.
მოიხიბლეთ პალაცო დეი დიამანტის ხელოვნების გალერეით
Palazzo dei Diamanti – ფიზიკურად ვერ გამოგრჩებათ თვალთახედვიდან, რადგანაც ეს უჩვეულო ადრეული რენესანსის ნიმუში 8000-ზე მეტ მარმარილოს ფილითაა მორთული. დღეს აქ ეროვნული გალერეაა.
მისამართი: Corso Ercole I d’Este 21
გაიარეთ მისტიკურ ვია დელ ვოლტეზე
წვრილი ხეივანი სახელად: Via delle Volte, თავს შუა საუკუნეებში გაგრძნობინებთ. ქვაფენილიანი ქუჩა თაღებითაა მორთული და ამ ძველ ნაგებობებში რამდენიმე საკვებ ობიექტსაც აღმოაჩენთ.
გაუყევით ქალაქის კედლებს
Mura di Ferrara – 8 კილომეტრიანი აგურის კედელია, რომელიც ფერარას გარს აკრავს და ის იტალიის ერთ-ერთი უძველესი რენესანსის დროინდელი თავდაცვის სისტემაა. ადგილობრივები აქ ხშირად სეირნობენ, ტურისტები კი ქალაქის ხედებით ტკბებიან.
დატკბით მარკიზას ვილა-სასახლით
Palazzina Marfisa d’Este – პრინცესა მარკიზა ესტის მე-16 საუკუნის სახლია, რომლის ჭერიც თითქმის ყველა ოთახში მითოლოგიური სცენებითაა გაფორმებული. ვილას ბაღი აკრავს გარს შადრევნით.
მისამართი: Corso Giovecca 170
გადადით კომაჩიოში
Comacchio – პატარა უნიკალური ქალაქია. ის 13 კუნძულისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს ხიდებით უკავშირდებიან.